მოგესალმებით,
მოკლეთ მაინტერესებს შემდეგი:
ტერასაზე მაქვს თუნუქის გადახურვა, ვაპირებ შევფუთო ტერასა ჭერი, კარფანჯარა და გავაკეთო ოთახი.
თუნუქის სახურავი მაქვს რომელიც არ ვარგა და რამოდენიმე ადგილას წვიმის დროს წვეთავს, უნდა შევცვალო ან
მეორე ვარიანტი ვიფიქრე ზემოდანვე გადავაგებ იგივე თუნუქს და უკეთესი გამოვათქო.
თუ მეორე ვარიანტს გავაკეთებ და ზემოდან გადავაგებ (რამდენად არის პრაქტიკაში მიღებული არ ვიცი) ვფიქრობ, რომ თბოიზოლაციის და წვიმის ხმაურის მხრივ იქნება კარგი, ანუ სიცხეში გაცხელდება ზედა თუნუქი და ქვედა თუნუქსა და ზედას შორის 0.5სმ მაინც იქნება დაშორება შესაბამისად ქვედა მხოლოდ გათბება და მეორე, წვიმას მიიღებს ზედა თუნუქი და შესაბამისად ხმის იზოლაციის ვარიანტში უფრო კაი შედეგს მივიღებ.
რა თქმა უნდა ქვემოდან შესაბამისად ხმის იზოლაციით თბო საიზოლაციო + ვაგონკით შეიფუთება.
კითხვა: მიღებულია თუ არა ეს ვარიანტი (თუნუქის ზემოდან გადაგება) პრაქტიკაში?
კონდესატის ამბავში რაიმე პრობლემა ხო არ შეიძლება გაჩნდეს?
დიდი მადლობა წინასწარ
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)