უნდა დააკვირდე ანუ ივარჯიშო დაკვირვებაში, თუ რა მიზეზები მოქმედებს შენზე, რომლებიც შემდეგ გარკვეულ
აზარტში გაგდებენ… ანუ გადაწყვეტილების მიღებაში არ ხარ თავისუფალი თუ არ იცი რა მიზეზები ანუ მოტივები
მოქმედებს შენზე, აი როცა გეცოდინება მაშინ უკვე თავისუფალ გადაწყვეტილებებს მიიღებ, სხვანაირად იძულებაა
ის სურვილი იძულებითი გამოდის და შენ გინდაც ხვდებოდე რომ არაა კარგი ეს აზარტი მაინც გაკეთებიებს ამას..
ნუ სავარჯიშო ძალიან ადვილია, ყოველ დღე ხუთი წუთი უნდა ივარჯიშო მაგრამ აქ მთავარია ზუსტ საათზე აკეთო
ეს სავარჯიშო, დათქვა დრო და არ გადააცილო არც ერთი წუთი, ნუ ამ ხუთი წუთი ვარჯიშის მოხერხება ალბათ არაა
რთული, ისეთი დროის არჩევა… თვით სავარჯიშო: აიღე რაიმე პატარა საგანი, მაგ. ასანთის კოლოფი ან სხვა ასეთი..
შეხედე მას და დახუჭე მერე თვალები და წარმოიდგინე გონის თვალით და გეჭიროს ეს წარმოდგენა რამდენხანსაც
შესძლებ, მერე თუ აირევე სურათი ისევ გაახილე თვალი და იგივე გაიმეორე, ასე სულ ხუთი წუთის განმავლობაში..
სავარჯიშოს გაცნობიერება:
ამ დროს ეჩვევი აზრების კონცენტრაციას და ნელ ნელა ფლობასაც, მაგრამ მათზე დაკვირვებას ანუ აზრებზე დაკვირვებაც
გინვითარდება ვინაიდან აზრებში ხდება ეს ფორმის წარმოდგენა, ეს კი ცხოვრებაში გეხმარება იმ მიზეზების დანახვაში
რომლებიც უჩინრად ზემოქმედებენ შენზე და მერე განდომებენ აზარტულ თამაშს… როცა ხედავ და იცი თუ საიდან მოდის
ეს მოტივები თუ როგორ გიგროვდება ასეთი განცდები და აზრები, მაშინ ადვლია მათი დამუხრუჭება… აბა ყოჩაღად…

და