ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის სესხების განულების დაპირება ამომრჩევლის მოქრთამვაა
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე - 2012 წლის არჩევნებს რომ შევადაროთ, სახეზეა არა დიდი ნაბიჯი წინ, არამედ ნაბიჯი უკან
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი, რასა იუკნევიჩიენე მიიჩნევს, საქართველოს მოსახლეობისთვის სესხების განულების დაპირება ამომრჩევლის მოქრთამვაა.
ასე უპასუხა რასა იუკნევიჩიენემ „ამერიკის ხმის“ ქართული ბიუროს ჟურნალისტის“ შესაბამის კითხვას.
„გავიგე ამის შესახებ. გასულ კვირას ჰალიფაქსში ქართველ პარლამენტარებს შევხვდი და მათ განმიმარტეს, თუ რას ნიშნავს ეს ჟესტი. რასაკვირველია, ეს მოქრთამვაა. შეუძლებელია ამის სხვაგვარად დანახვა და ის ცალსახად მიუღებელია“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება.
2012 წლის არჩევნებს რომ შევადაროთ, სახეზეა არა დიდი ნაბიჯი წინ, არამედ ნაბიჯი უკან, - ამის შესახებ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილმა პრეზიდენტმა, რასა იუკნევიჩიენემ „ამერიკის ხმის“ ქართულ ბიუროს განუცხადა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შეფასებისას მან აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს ძალიან არაპროპორციულად, მხოლოდ ერთი კანდიდატის სასარგებლოდ იყენებდნენ.
„უპირველეს ყოვლისა, ბედნიერი და ამაყი ვიყავი, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში, სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს დავესწარი. საქართველო პირადად ჩემი, ლიტვისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ეჭვგარეშეა, რომ დემოკრატიისა და რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო რეგიონის ლიდერია და ბალკანეთის იმ სახელმწიფოების გვერდით დგას, რომელთაც მსგავსი მიზნები აქვთ. მეორეს მხრივ, წუხილის ბევრი მიზეზიც გვაქვს. არჩევნებმა მშვიდად და გამართულად ჩაიარა, მაგრამ საარჩევნო კამპანიისას, რა დროსაც ტემპერატურა მაღალი იყო, პრობლემებმა იჩინა თავი. ვნახეთ, რომ ადმინისტრაციულ რესურსს ძალიან არაპროპორციულად ერთი კანდიდატის სასარგებლოდ იყენებდნენ. ეს კი დემოკრატიისათვის სასარგებლო არ არის. ამას გარდა, ზოგიერთ მედიასაშუალებას შეუფერებლად, მხოლოდ ერთი კანდიდატის წარმოსაჩენად იყენებდნენ. 2012 წლის არჩევნებს რომ შევადაროთ, სახეზეა არა დიდი ნაბიჯი წინ, არამედ ნაბიჯი უკან. ძალაუფლების შესანარჩუნებლად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე პრეს-კონფერენციისას ვისაუბრე. ეს საქართველოს მომავლისათვის სასარგებლო არაა. დარწმუნებული ვარ, [მომხდარი] საქართველოს ევროატლანტიკურ სწრაფვაზე არ იმოქმედებს, მაგრამ ვხედავ ნიშნებს, რომელიც მაწუხებს“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
https://www.interpressnews.ge/ka/article/52...med-nabiji-ukanhttps://www.interpressnews.ge/ka/article/52...vlis-mokrtamvaaუკვე პირდაპირ გეუბნებიან ქოცებო, რომ ქაქში ხართ!
გაბედავთ რამეს არჩევნებზე და ძალიან ცუდად წაგივათ საქმე, არადა სამწუხაროდ ისეთი პირი უნჩანს, რომ აპირებთ ქაქის ჭამას.
იიიი, ეს ქალი ვინ არის და მიშამ მოისყიდა კომენტარები ვერ გიშველით.
წასულია თქვენი საქმე და უკვე ყველამ იცის, რსაც წარმოადგენთ!
This post has been edited by Borati on 24 Nov 2018, 11:49
რკინის კარს უკან გამოკეტილებს სოსო გვიტყნავდა ყველას კეთილებს...
Божий შვილი ვიყო!
მხოლოდ სომხებს არ ვევასებით, დანარჩენებს ყველას ყ---ე ვკიდივართ!
ამერიკელებს რა უნდათ შავ ზღვაში@ბატონიბიძინი
Rejoice O young man
in thy youth...
თы ыრ მыგვыწыნыბы , გыდыვыრჩыვთ.
ყლეებო თქვენა.