https://commersant.ge/ge/post/saqartvelo-is...ikis-ministrtan„ჩვენ დღეს რომ ვართ ისე კარგად არასდროს ვყოფილვართ. საქართველო ისტორიულად ისეთი მდიდარი არასდროს ყოფილა, როგორიც არის დღეს, მათ შორის არც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და საერთოდ არც არასდროს. სიღარიბე ქვეყანაში მუდამ არსებობდა, თუმცა რამდენად დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს დღევანდელი პერიოდი არის საუკეთესო ქართულ ისტორიაში“ — ამგვარად ახსნა გაუარესებული სიღარიბის მდგომარეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.
ამ და სხვა თემებზე „კომერსანტი“ ეკონომიკის მინისტრს ექსკლუზიურ ინტერვიუში ესაუბრა:
— ბატონო გიორგი, ლოგიკური იქნება, თქვენთან, როგორც ეკონომიკის მინისტრთან საუბარი დავიწყოთ ქვეყანაში არსებული სიღარიბის თემით. დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც უკვე აღიარებენ, რომ სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარი გამოწვევაა, რასაც მსოფლიო ბანკის ანგარიშიც ადასტურებს. მონაცემების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 32% არის ღარიბი, 37% - საშუალოდ ღარიბი, ანუ მოსახლეობის 69 % ცხოვრობს სიღარიბეში. 24% ცხოვრობს სიღარიბის ზღვართან ახლოს (მოწყვლადი ჯგუფი) და მხოლოდ 7%-ა საშუალო კლასის წარმომადგენელი.
— დღეს რომ საქართველო მდიდარია ასე არ არასდროს ყოფილა. დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ასეა. რაც შეეხება ზოგადად სიღარიბის თემას, ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია ქვეყანაში არასათანადო კვალიფიკაციის დონე. არ არსებობს მოთხოვნადი საბაზისო პროფესიები, რაც ცუდია და ამ მხრივ სამუშაოა. სიღარიბის მიზეზია ასევე ისიც, რომ არასახარბიელო პოზიციაზე ვართ მსოფლიო რუკაზე. გასაგებია, რომ გვაქვს პერსპექტივა ვიყოთ კორიდორი ევროპასა და ჩინეთს შორის, მაგრამ ამას სჭირდება სერიოზული ლოგისტიკა. ამ უკანასკნელის შემთხვევაშიც არ ვართ სათანადო კონდიციაზე. ყველაფერთან ერთად, ჩვენთან ინვესტირება ძირითადად ხდება მეზობელი ქვეყნებიდან, მაგალითად როგორც კი ნავთობის ფასები დავარდა, ავტომატურად ემხობა ადგილობრივი ეკონომიკაც. მოკლედ, გარე ფაქტორებზე ვართ დამოკიდებულნი.
— ანუ მხოლოდ გარე ფაქტორებით ახსნით იმას, რომ ქვეყანაში ძალიან მაღალი სიღარიბის დონეა და შიდა პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესები პრობლემებს ვერ ხედავთ?
— ის, რომ მსოფლიო ბანკის Doing Business-ის მონაცემებით ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში მე-6 პოზიციაზე გადმოვინაცვლეთ, ეს არის ძალიან კარგი შედეგი და აღსანიშნავი ფაქტი. შიდა ფაქტორებთან მიმართებაში ვიტყოდი, რომ ყველა სფერო სწორად ვითარდება. უბრალოდ, უფრო მეტი მასშტაბებია საჭირო იგივე სასამართლო სისტემასთან მიმართებაში. ამ მხრივ არაერთი სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა - იგივე საერთაშორისო არბიტრაჟის შემოყვანით, კომერციული სასამართლოს ამოქმედების კუთხით; ასევე საქმეების შემთხვევითი განაწილების სისტემის შემოღებით, თუმცა ყველაფერი ეს პროცესია და კიდევ არის გასავითარებელი.
— სიღარიბესთან ერთად ყველაზე დიდი პრობლემა მოსახლეობისთვის არის უმუშევრობა. რამდენიმე დღის წინ საქსტატმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომ უმუშევრობის რიცხვი 0,1 პროცენტით გაიზარდა, რასაც ემატება თვითდასაქმებულების თემაც, რაც ექპერტთა და თვითონ საქსტატის მოსაზრებაც, შესაძლებელია ასევე უმუშევართა კატეგორიაში მოვიაზროთ.
ამ ფონზე თქვენ აცხადებთ, რომ 2025 წლამდე 450-500 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება - რა რეალურ არგუმენტებზე დაყრდნობით აკეთებთ ამ განცხადებას და რა გზები და პერსპექტივები არსებობს მის განსახორციელებლად?
— დღეს საქართველოში გვყავს დაახლოებით 900 ათასი თვითდასაქმებული სოფლის მეურნეობაში და ვგეგმავთ ამ ადამიანების უფრო მაღალპროდუქტიულ დასაქმებას. ბოლო წლების ტენდენციას რომ გადავხედოთ, ისედაც იქმნება წელიწადში საშუალოდ 25 ათასი სამუშაო ადგილი და მსგავსი ვითარება რომ გაგრძელდეს 2025 წლამდე შევქმნით დამატებით 200 ათას სამუშაო ადგილს. ამ ციფრს დაემატება ჩვენი ახალი პროგრამის - გადამზადება და ინვესტორების ინტესიური მოზიდვისგან მიღებული შედეგი, რისი წყალობითაც გვინდა დამატებით 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა. წელიწადში 50 ათასი კაცი რომ გადავამზადოთ და აქედან 70 % რომ დასაქმედეს, ჯამში 400 ათასი ადამიანის დასაქმება გამოდის.
— გასაგებია, მაგრამ კონკრეტულად რა დარგების განვითარებას ან რამდენი საწარმოს აშენებას გეგმავთ, რომ ამ რაოდენობის ადამიანები რეალურად დასაქმნდნენ 6 წელიწადში. თქვენი საუბრიდან ჩანს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ გადამზადების პროგრამების შექმნაზე მუშაობთ , მაგრამ შემდგომ სად დასაქმდებიან ეს გადამზადებული კადრები?
— კონკრეტულია მაგალითად ავეჯის წარმოება, რაზეც ვისაუბრეთ თურქეთში ინვესტორებთან და უკვე შევხვდით ადგილობრივ მწარმოებლებს. ამასთან სოფლის მეურნეობაში არჩეული გვაქვს გარკვეული მიმართულებები. მაგალითად თევზის მრეწველობა, ტექსტილი, ლითონის ნაწარმის წარმოება და ა.შ. ასევე ტურიზმი, რომელიც უდიდესი სექტორია და აქაც ჩაშლილი გვაქვს ის სპეციალობები რაც გვჭირდება (მიმტანი, ბარმენი...). სპეციალობების მიხედვით უკვე ვქმნით იმ პროგრამების ბიუჯეტს , რომელსაც მომავალი წლიდან ავამოქმედებთ. ეს იქნება უფასო სახელმწიფო სასწავლო პროგრამები, რომელშიც ჩაერთვება დონორი ორგანიზაციები და კერძო სექტორიც. მთელი ამბავი არის ის, რომ 2025 წელს, როდესაც მოვა ინვესტორი და მოითხოვებს გადამზადებულ მუშახელს, ჩვენ წინმსწრებად დავახვედრებთ ასეთ ადამიანებს. ვვარუდობთ, რომ მომზადებული კადრებიდან 70 % დასაქმდება, მაგრამ დასაქმების გარანტიებს, მე როგორც მთავრობა ადამაიანს ვერ მივცემ, ან რატომ უნდა მივცე?!
— 2025 წლისთვის 400 ათასი სამუშაო ადგილის შემქნის გარდა, ასევე დაანონსეთ რომ გადასახედია ბიუროკრატიული პრობლემები. ღიად ისაუბრეთ იმაზე, რომ საშუალო და ქვედა რგოლების დონეზე პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს, რაც ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა...
— სახელმწიფო სტრუქტურებში უნდა გვყავდეს ისეთივე მაღალი პროფესიონალი კადრები, როგორიცაა კერძო სექტორში. ამისათვის საჭიროა გაცემული კომპენსაცია რაღაც დონით მიახლოებული იყოს კომერციულ სექტორთან. სხვანაირად ვერ მოვიზიდავთ პროფესიონალებს. მაგალითად, მე ვმუშაობ ენთუზიაზმზე, მაგრამ მაქვს ამის ფინანსური საშუალება, ანუ იაშვიათი შემთხვევა ვარ და ჩემნარი ბევრი არ არის. ჩვენ სახელმწიფო უწყებები უნდა გავხადოთ პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი, რის შემდეგაც მოვახდენთ გადაწყვეტილებების დელეგირებას უფრო დაბალ დონეებზე. რა თქმა უნდა, აღნიშნულის განსახორციელებლად შესაძლოა მოხდეს კადრების ოპტიმიზაცია. იგივე სქემა ამუშავდება რეგიონალური მთავრობების შემთხვევაშიც, რადგან იქაც მწვავედ დგას კვალიფიკაციისა და კომპენსაციის პრობლემა.
— გადავიდეთ, წმინდად ეკონომიკურ საკითხზე, მომავალი წლის ბიუჯეტში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4, 5%-იანი მაჩვენებელით განისაზღვრა. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ეს მაჩვენებელი ქვეყნის განვითარებაზე რეალურ გავლენას ვერ მოახდენს.
— ჩემი გათვლებით, ქვეყანაში არის პრიორიტეტული მიმართულებები, რაც საშუალებას მოგვცემს ეკონომიკური ზრდა 7 %-მდე გავზარდოთ. მეტი ინვესტიცია უნდა დავინახოთ იგივე სოფლის მეურნეობაში (თხილოვანი კულტურა, ხეხილი...); ასევე არის ტურიზმი, ტექსილი. ვგეგმავთ ბულგარეთთან და რუმინეთთან მიმოსვლების გაფართოებას; რკინიგზის რესტრუქტურიზაციას, ჩინეთისა და ევროპის ბაზრის უკეთეს ათვისებას... და, რა თქმა უნდა, ენერგეტიკის სფეროა ძალიან მნიშვნელოვანი. ამ მხრივ ძალიან დიდი გეგმებია და ჩვენ ძალიან წამოვწევთ წინ ელექტროსადგურების მშენებლობას. სამი წელია უკვე არაფერი აგვიშენებია და მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ ეს არის მათი კეთილდღეობისთვის. ბუნებრივია, არც ბუნებას უნდა მივაყენოთ ზიანი, რადგან ამ მხრივ ტურიზმის განვითარებას შევუშლით ხელს. ჰიდრორესურსი ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობაა. საზოგადოებას ჰგონია ჰესების აშენებით საქონელი წყალში დაეხრჩობა, მიწა აღარ ექნება - მარტივად და გულახდილად ფიქრობს ასე, რადგან დეზინფორმირებულია, ამიტომ საჭიროა სწორად მივაწოდოთ მათ ინფორმაცია.
— რაც შეეხება ეკონომიკის კიდევ ერთ დარგს, კერძოდ სამშენებლო ბიზნეს, რომელიც კახა კალაძის მერობის პერიოდში დაწერსებული მძიმე რაგულაციების გამო, მნიშვნელოვნად დაზარალდა. მშენებლობების რაოდენობის შემცირებამ უკვე მოახდინა უარყოფითი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. თქვენ როგორც ეკონომიკის მინისტრი როგორ აფასებთ ამ დარგში შექმნილ პრობლემებს?
— დიახ, მშენებლობების შეჩერებით პრობლემა შეიქმნა ეკონომიკაში. ვისაც უნდა ისე გაიგოს, მაგრამ მაინც ვიტყვი - ჩვენი მიზანია, ადამიანების კეთილდღეობა, რათა უფრო ბედნიერი გახდეს საზოგადოება; სიამოვნება მიიღოს ცხოვრებისგან. ამისთვის მარტო ფული საკმარიის არ არის. საჭიროა ნორმალურ ჰაერს ვსქუნთქვდეთ და ნორმალური სახე ჰქონდეს ჩვენს ქალქას... რომ მივუშვათ მშენებლობები, მივიღებთ დამახინჯებულ დედაქალაქს, რაც მოკლე დროში გარკვეულ ეკონომიკურ შედეგს მოგვცემს, თუმცა კარგია ეს ჩვენთვის ?! გრძელვადიან პერსპექტივაში მსგავსი მიდგომები ეკონომიკას პირდაპირ დაარტყამს, რადგან ქალაქის დამახინჯების შემდეგ არც ტურისტი ჩამოვა, არც უცხოელი ინვესტორი და არც არავინ.
ერთი სიტყვით, მივესალმები დედაქალქის მერის გადაწყვეტილებას სამშენებლო ნებართვების გამკაცრებასთან დაკავშირებით, რადგან შესაძლოა მოკლევადიან პერსპექტივაში ქაოტურმა მშენებლობამ მოგვცეს მცირე ეკონომიკური სარგებელი, მაგრამ მომავალში უარესი შედეგი მივიღოთ.
— საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ლარის კურსის რყევები, რასაც მოსახლეობაც მტკივნეულად აღიქვამს. ამ დროს თქვენ აცხადებთ, რომ ლარს სერიოზული არაფერი სჭირს. ეს პოლიტიკური განცხადებაა თუ ეკონომიკურ გათვლებზე დამყარებული შეფასება?
— ლარს რომ სერიოზულად დაემართოს რამე, ამისათვის საჭიროა ფუნდამენტალური ცვლილებები: ფულადი გზავნილების, რემისიების შემცირება; იმპორტისა და ექსპორტის შემცირება. ამ მხრივ ცუდი შედეგები არ გვაქვს, ამიტომ ლარსა და დოლარს შორის ბალანსი არ დარღვეულა. ლარის გაუფასურება კი გახლავთ მოლოდინებისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შედეგი. ეს დაკავშირებულია რეგიონალურ სიტუაციასთან. მეზობელ ქვეყნებში რომ ეროვნული ვალუტა უფასურდება, აქ იწყება პანიკა და იწყება საუბრები რომ დაინგრა ქვეყანა, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერაც. დიდი ალბათობაა, რომ ეს სტრესი შენელდება და ლარიც ავტომატურად დაუბრუნდება თავის ნიშნულს, ამას არჩევნების დასრულების შემდეგ რეალურად დაინახავთ.
— ლარის გაუფასურებისთანავე ძვირდება პროდუქტების ფასები, ამაზე რას იტყვით?
— ოფიციალური სტატისტიკით პრაქტიკულად ინფლაცია 2- 2.5 %-ია. სტატისტიკა კი აჩვენებს, რომ გარკვეულ პროდუქტებზე ფასმა აიწია, მაგრამ ზოგიერთზე არ შეცვლილა ან საერთოდ დაეცა კიდეც. მაგალითად ტანსაცმელზე ფასებმა დაიწია.
— საქსტატის მონაცემების დათვლასთან დაკავშირებით ზოგადად ხშირად საუბრობენ, რომ მეთოდოლოგია დასახვეწია...
— არა, ჩვენი საქსტატი ძალიან ძლიერია და მეთოდოლოგიაც ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში.
— გასაგებია. თქვენს მიერ დაანონსებული ცვლილებებიდან აღსანიშნავია სტრატეგიული გეგმის არარსებობა. თქვით, რომ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური სტრატეგიული დოკუმენტის შექმნა...
— დიახ ასეა, ჩვენ ვიმუშავეთ ამ მიმართულებით და დეკემბერში წარვადგენ ამ დოკუმენტს.
— და ბოლოს, ძალიან საინტერესოა თქვენი როგორც ამერიკიდან ახალი ჩამოსული მოქალაქის, რომელიც გახდა ეკონომიკის მინისტრი, შეფასება დღევანდელი ხელისუფლების მუშაობასთან დაკავშირებით.
2016 წლის საპარლამენტი არჩევნების წინ, მმართველი პარტიის მთავარი სლოგანი იყო კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება. დაგვისახელეთ 3 ეკონომიკური მიმართულება, რომელსაც თვლით, რომ არის მიმართული სწრაფი განვითარებისკენ და კეთილდღეობისკენ.
— რაც გაკეთდა 6 წლის განმავლობაში ყველა მიმართულება მომწონს, ერთადერთი რასაც შევცვლიდი ეს მასშტაბებია. თუნდაც ის პროფესიული გადამზადების კურსები, რომელზეც ლაპარაკი იყო ჯერ კიდევ წინა პრემიერის დროს, ეს ხომ სწორი იყო - მაგრამ მასშტაბი იყო არასაკმარისი. არ იქნება ლამაზი ჩემგან წინა მთავრობის კრიტიკა. რაც გაკეთდა იყო კარგი, მაგრამ ყოველთვის მოდის დრო, როცა საჭიროა ახალი სისხლი და ახალი სახე.
რადგან ვასრულებთ ინტერვიუს ერთს ვიტყვი - ჩვენ გვჭირდება სერიოზული ინვესტორი და ჩვენ ვიქნებით ძალიან სელექტიური იმ ინვესტორებში, ვისაც ქვეყანაში მოვიზიდავთ. არ გვჭირდება ოსტა ბენდერისნაირი ინვესტორები. საქართველოს მსგავს ქვეყნებს გენეტიზმი და მაგნიზიტმი აქვს ასეთი ხალხისადმი, მაგრამ ჩვენ სერიოზულად უნდა გავაუმჯობესოთ საინვესტიციო საზოგადოება.
— რადგან ამგვარად შეაჯამეთ დღევანდელი ინტერვიუ, მაშინ აუცილებლად უნდა გკითხოთ, 2025 წლისთვის რომ ვერ შეიქმნას 450-500 ათასი სამუშოა ადგილი, რას იზამთ?
— თუ ვერ შევქმენით 450 ათასი სამუშაო ადგილს, საერთოდ რისთვის ვართ მაშინ აქ და რას ვაკეთებთ?!
ესაუბრა სალომე ლემონჯავა
თვითონ რათქმაუნდა ძაან მაგრად არის, უდიდესი სახლი, მანქანები, უზრუნველი ცხოვრება.
ეს ხომ უნდა გამოათრიო და დაადესიმუდელო მეტროში და ბაზრობებზე უნდა ათრიო ყვერებდაკიდებული ეს უჯიშო ვირის ნაკეთები