არც ვიცი ზუსტად, რითი დავიწყო, რადგან იმ საკითხის ამგვრმა ხედვამ, რაზეც ბლოგში მსურს ვისაუბრო, გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია ჩემს უკანასკნელ რელიგიურ შეხედულებებზე.
მრავალი წლის განმავლობაში მე ვიყავი ქართული სუფრის, როგორც ტრადიციული და კულტურული წარმონაქმნის წევრი, ვიზიარებდი ამ სუფრის ღირებულებს და გულმოდგინედ ვიცავდი ამ პერიოდში შესასრულებელ წესებს. რამდენიმე წლის წინ, მე სუფრაზე შევიტყვე, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის ილია მე-2 მოწოდება, რომ არ დაგვეტოვა სასულიერო პირების სადღეგრძელო დაულეველი. უპირობოდ მივიღე ეს თხოვნა და თუკი ვინმემ შემომთავაზებდა სუფრაზე აუცილებლად ვსაუბრობდი მათ მოღვაწეობაზე. თუმცა უფრო ადრე სანამ ამ თხოვნით მიმართავდა ილია II სრულიად საქართველოს მოსახლეობას, მე ხშირად მიჩნდებოდა ასეთი კითხვა, თვითონ ილია მეორის სადღეგრძელოს შესმისას, რატომ იყო საჭირო, ან თვითონ საქართველოს სულიერ მამას, ანუ ყველაზე ძლიერს იმ ასპექტებში, რაც სულიერებას განსაზღვრავს და ესენია მოთმინება, პატიება, სინანული და ასე შემდეგ, რაში სჭირდებოდა ქართულ სუფრაზე დალოცვა ის, ხომ ისედაც ყველაზე ძლიერი იყო იმ საკითხებში, რაშიც ჩვენ ვლოცავდით. პატრიარქის გზავნილის შემდეგ, მე ამ საკითხზე აზრის გამოხატვა აღარ გამიგრძელებია და უაზროდ ჩავთვალე, რომ ეს სავალდებულოც და საჭიროც იყო ჩვენი საზოგადოებისთვის.
როდესაც უკანასკნელ დროს მივედი აზრამდე, რომ ტრადიციამორღვეული ალკოჰოლის მიღების ზეიმი ძალიან დიდ ზიანს აყენებს ქართველ ხალხს, ვიფიქრე რომ, საღად მოაზროვნე სასულიერო წინამძღვარი გამოვიდოდა მოწოდებით: – აი, ქართველებო, ხომ ხედავთ, გადამეტებულმა ალკოჰოლურმა თრობამ რა შედეგამდეც მიგიყვანათ, რას დაგამსგავსათ. მოდით თქვენ ჩვენი ხათრი თუ გაქვთ, სასულიერო პირების სადღეგრძელო კი არ ჩაამატოთ ქართულ სუფრას – ერთი სადღეგრძელო ჩვენი მორიდებით ამოიღეთ იქიდან, ერთი მოითინეთ, ერთი დაიკელით, ნუთუ შეუსმელი ერთი ჭიქა მოგკლავთ და დაგაქცევთ სამუდამოდ. აი, ეს იქნებოდა ჭეშმარიტად გონის გამომჟღვნება და ამითი მივიდოდით ქრისტეს პირველ სასწაულთან იმ სახით, რაზეც შემდგომ ვისაუბრებ. მანამდე, მინდა დავუბრუნდე აბზაცის საწყის თემას და არ მინდა ვინმემ პირად წყენად მიიღოს ფრაზა, რომლითაც მე ქართული სუფრა მოვიხსენიე და განგიმარტავთ, რატომ არ მინდა ასე მოხდეს. მოკლედ გეტყვით, მსმენია ჩემი დიდი პაპის შესახებ, რომელიც დღეც და ღამეც შრომობდა დაღლილზე ღვინოს, არა ჭიქაში, არამედ ჯამში ჩაისხამდა შიგ პურს ჩაიფშვნიდა და ამ ათასჯერ ნაცად და ნასაზრდოებ კულტურას ენერგიის მოსამატებლად იყენებდა, მეორე დღეს უფრო გამრჯედ, რომ ეშრომა. ეს იყო იმისი მთვარი წესი, ტრადიციაც და ჩვეულებაც, ხოლო საქეიფოდ მთლიან სოფელს ამორჩეული ქონდათ წელიწადში ერთი დღე და ეწოდებოდა იმ დღეს დღეობა და ზეიმობდა და იხარებდა ყველა მცხოვრები. ხოლო როდესაც დღესდღეობით შევქმენით იმ ოდენობის ალკოჰოლის პროდუქტი და ჩვენდა უნებურად ის ერთადერთი დღე ვაქციეთ ასად, ამითი ალკოჰოლით ზეიმის რეალური სახეც და ტრადიციაც დავუკარგეთ ქართულ სუფრას. ეს ობიექტურად ჭეშმარიტებას წარმოადგენს და ამის ავკარგიანობის განხილვაც, იმ ისტორიული ფაქტით მინდა, რასაც ქრისტეს პირველი სასწაული ეწოდება.
წყლის ღვინოდ გადაქცევა
ეს იყო დასაწყისი, როდესაც ქრისტემ უბრძანა ქორწილის მსახურებს, ცარიელი საწყაულები დაევსოთ წყლით და მიერთმიათ სუფრის გამრიგესათვის. შერჩებოდა, თუ არა ღვინისფერი წყალს, რომელიც ღვინონადგომ ჭურჭელში ჩაასხეს? რა თქმა უნდა შერჩებოდა და თუკი იესო სუფრაზე ასეთი ქადაგებით გამოვიდოდა, რომ რა გიხარიათ თქვენ ამ დიდი ზეიმის მონაწილეებო? ნუთუ ღვინომ ისე დაგასუსტათ და დაგაბრმავათ, რომ ღვინო უნდა იყოს მთავარი თქვენთვის, თუ ჭეშმარიტი სასიყვარულო კავშირის დამოწმება-დაკანონება _ თქვენი სიხარული მთვარი მიზეზი, რომ კიდევ ერთი ძლიერი კეთილშობილი ოჯახი შეემატება ჩვენს სამწყსოს. მე მგონი დღეს არც ერთი თანამედროვე მოაზროვნე ადამიანი არ განუდგებოდა ამ მოწოდებას და მაშინ რამხელა პროგრესის, სიმართლის და იდეის შემცველი ქადაგება იქნებოდა ეს ქრისტეს მხრიდან 2000 წლის წინ, რომაული წეს-ჩვეულებების უთნამედროვესი ეკონომიკური ხედვისა და სამართლის სისტემის მქონე სახელმწიფო მოწყობაში, სადაც ქეიფი, ღვინი სმა და მსგავი დროის გასატარებელი საშუალებები უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული. ნუთუ გადაგვარებული სუფრასა და ღრეობას მიჩვეული ადამიანის ამგვარად გამოსწორება არ იქნებოდა სასწაული? რა თქმა უნდა, იქნებოდა თუ ქორწილის სტუმრებმა მიიღეს და გაიაზრეს ეს მარტივი ჭეშმარიტება, რომ სიხარულს არ ჭირდება გარე ქიმიური საშუალებების დამატება, რადგან ეს შენ გულში ბევრად იოლად შეგიძლია წარმოქნა და გაამრავლო გონებით. აი, ამგვარი მოწოდება იქნებოდა პატრიარქის მხრიდან რეალურად ერისათვის საკეთილდღეო და გონივრული. დალიეთ ერთი ჭიქა წყალი და გაიხარეთ, ვითარცა ამ ჭიქაში ღვინის ყოფნა გაგახარებდათ. წლების წინ მე პირადად დავათრე უგონოდ გაუთვითცნობიერებლად ჩემი მეგობარი ლიტრანახევარი წყლით, რომელსაც მანამდე მხოლოდ 2 ჭიქა ღვინო დავალევინე და არ მინდოდა უფრო მეტი ალკოჰოლი მიეღო. ამიტომ მჯერა, რომ ეს შესაძლებელია.
პირდაპირ გეტყვით, რომ ქართველი ერის ყველაზე მომთმენ სულიერ მამას, ზემოთ ნაწერის გააზრების შემდეგ ჩამოსცილდა ყველაზე ბრძენისა და გონიერის სტატუსი ჩემს გულში.
http://thurtcods.home.blog/2018/11/13/%e1%...83%9a%e1%83%98/