ვინ ხართ რაიმე გამოცდილების ან ცოდნის მქონე ?
მოკლედ, ჩემი დეიდაშვილი სამშაბათს 20 ნოემბერს მოყვა ავარიაში. ქვეითს დაეჯახა ტრაილერი და რეანიმაციაშია. იწვა ყოფილ ლანცეტში, ახლა ჯეომედში და დღეს გადმოვიყვანეთ ნიუ ჰოსპიტალსში, იმიტომ რომ გეო მედს არავინ არ აქებს, ოღონდ მანდედან წაიყვანეთო. გაუკეთდა ორი ოპერაცია, თავზე (საფეთქლის ძვლები ამოუღეს და დრენაჟები ჩაუდგეს რომ ჰემატომა არ განვითარდესო) და ელენთა ამოაჭრეს და კიდე ღვიძლი გაუკერეს. გეო მედში გვითხრეს, რომ უიმედი მდგომარეობა არ არის და რომ ყველაფერი დამოკიდებულია ორგანიზმზეა. დაჟეჟილობა აქვს გულ-მუცლის რა, ფილტვები აქვს ძაან დაჟეჟილი და საფრთხეს ელოდებან ფილტვებიდან და რავიცი, ყველა მხრიდან. თავში სისხლჩაქცევები და შეშუპებები, მარა ოპერაციამ გაამართლა ჯერჯერობით უფრო ღრმად არ წასულა თავში არაფერი. ხელოვნურ კომაშია. ჯერჯერობით სტაბლურად მძიმეა, გარტულებები არ არის, მაგრამ პოზიტივისთვის ჯერ ძაან ადრეა 10-12 დღე ჭირდებაო. ამაზე უარესებიდანაც გამოსულან და ამაზე მსუბუქებიც დამძიმებულანო.
ჩვენ კიდე დავიხოცეთ, ხან იმედიანად ვართ, ხან უიმედოდ. მოდიან ნათესავები/ახლობლები ტექსტებით: "აგერ, ჩემი მეზობელი ჯემალა, ოთხი თვე იყო კომაში, ტვინი ტავიდან გადმოდიოდა მარა აგერ დადის გადასარევად".
რა შანსია გადარჩენის ?