ვლადიმერ ჩაჩიბაია - ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვის მეორე ფაზის ფარგლებში საქართველოს მართვისა და კონტროლის უახლესი სისტემა გადმოეცემა
14:49, 06.12.2018
ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვის პირველი ეტაპი დასრულებულია, მეორე ფაზა კი, თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას საფრანგეთში ჩასვლისთანავე დაიწყება, – ამის შესახებ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში უკვე ჩამოვიდა პასიური სისტემები და ტაქტიკური საჰაერო თავდაცვის სისტემა „მისტრალი“, შემდეგ ეტაპზე კი, ქვეყანას მართვისა და კონტროლის უახლესი სისტემა გადმოეცემა.
„პირველი ეტაპი დასრულებულია. საქართველოში ჩამოვიდა პასიური სისტემები და ტაქტიკური საჰაერო თავდაცვის სისტემა „მისტრალი“. მეორე ფაზა კი, პარიზში მინისტრის ჩასვლისთანავე დაიწყება და საქართველოს გადმოეცემა მართვისა და კონტროლის უახლესი სისტემა. ეს არის თანამედროვე მართვისა და კონტროლის C3-ის სისტემა , რომელსაც უნარი აქვს, ეროვნულ და საერთაშორიო დონეზე საჰაერო თავდაცვის პასიური და აქტიური სისტემების ინტეგრირება მოახდინოს“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.
ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვაზე ფრანგულ მხარესთან ახალი კონტრაქტი ხვალ გაფორმდება. ამ მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დღეს საღამოს საფრანგეთში გაემგზავრება.
https://1tv.ge/news/vladimer-chachibaia-ant...JWIWb8KlI5buuIIისე ეს ხელშეკრულებავის ვის დროს გაფორმდა?
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3