როცა მსჯელობ უკვე გაქვს ცნობიერება, ეს ყველა ადამიანს მიეცა ადამ და ევას სამოთხიდან გამოგდებიდან,
ეხლა კი მიმტკიცებ რომ არ გაქვს ცნობიერება და კარგია თუ ცუდია ეს ამის თქმას მოითხოვ? ვაჰ… პასუხი:
კარგია.. რომ მაგას ჩაუფიქრდი საერთოდ, ბევრი ადამიანი არ უფიქრდება თუ რას ფლობს და არც კი იცის ეს…
* * *
პს.
ადამს ჰქონდა ეს ცნობიერების უნარი მაგრამ არ იცოდა ამის შესახებ და არც იყენებდა მას…(სიმბლოურად სწორედ ესაა გადმოცემული აქ)
მას არ ჰქონდა ინდივიდუალურობის განცდა სწორედ ამის გამო, ღმერთმა მისცა მას მიზეზი რომ შეკითხვა წარმოქნოდა ადამს თუ რატომ
აუკრძალა ერთი ხის ნაყოფის შეჭმა და სხვა ყველა არა? ამ შეკითხვასაც კი არ წარმოსთქვამდა ადამი, (შენ შეკითხვას მაინც სვამ) ხოდა ელოდა
ელოდა ღმერთი და რომ ნახა რომ ინდივიდის ჭაჭანება არ იყო ადამში ანუ ის ჭამდა და სვამდა იმას რაზეც არ იყო დადებული ვეტო…

შემდეგ ქალი შექმნა ევას სახით, მაგრამ იგივე განმეორდა არც ევას არ მოსვლია თავში შეკითხვის დასმა, ისიც ცხოვრობდა ასე ადამივით
მასთან ერთად არც კომფლიქტი არ ჰქონდათ და იყვნენ ასე ცხოველებივით ტყეში შიშვლები და ვერც გრძნობდენ ამ სიშიშვლეს ისევე
როგორც ცხოველს არ აწუხებს სიშიშვლე, არადა ადამიანები იყვნენ და ცნობიერებაც ჰქონდათ უბრალოდ ინდივიდუალრი ერთი ნაბიჯი
იყო საჭირო რომ გადაედგათ და ყველაფერი ამოქმედდებოდა ანუ მათი ცნობიერება ჩაირთვებოდა, ხოდა შემდეგ ღმერთმა მიუგზავნა
ერთი ანგელოზი სახელად ლუციფერი, რომელიც ძალზედ სხივოსანი იყო, ის ანგელოზი დაეცა და სიმბოლურად გველის სახით ჩავიდა
კაცობრიბის გამოსაფხიზლებლად, პირდაპირ რომ შევადაროთ ვირუსივით შევიდა აწყობილ სისტემაში, რომელიც უზერის გარეშე ფეხს
არსად არ დგამდა, ანუ ამ შემთხვევაში ღმერთზე დამოკიდებული ცხოვრებიდან გამოსაყვანად ინდივიდის განვითარებისთვის რომ
ადამიანს სრულყოფილებისთვის ინდივიდიუალური ნაბიჯებიც სჭირდება საკუთარი ნება, რომლითაც გადაწყვეტს მერე ღმერთის გზას
დაადგეს, იმ ვირუსის გადალახვით თუ იმ ვირუსს ჩაჰყვეს ბოლომდე? თავისუფალი არჩევანის უნარის გამომუშავება ასე მოხდა…
ხოდა მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო, ცნობიერება შევიდა ადამიანებში (სიმბოლურად ცნობიერების ნაყოფი იგემეს) და სწორედ მაშინ
მიხვდენ რომ ისინი შიშვლები იყვნენ და შეიმოსნენ ფოთლებით, აი აქ დაიწყო ცნობიერება ადამიანებში და ინდივიდუალურობაც…
ასე რომ შენ ცნობიერებაც გაქვს და ინდივიდუალურობაც შეკითხვებსაც კარგად ართმევ თავს და ჯიუტადაც იცილებ პასუხებს რომლებიც
არ გაწყობს, მოკლედ მოგიყევი მთელი ცნობიერების წარმოშობის ისტორია.. რომელიც ადამ და ევას ამბავია (სიმბოლურად) ბიბლიაში..