ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ საქართველოს მასშტაბით 56.23 პროცენტი შეადგინა, რაც ჯამში 1 975 845 ამომრჩეველია.
ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, ამ პროცენტულ მაჩვენებელში არ შედიან საზღვარგარეთ რეგისტრირებული ამომრჩევლები.
ცესკოს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაში დაფიქსირდა 72,72 პროცენტი, ხოლო ყველაზე დაბალი წალკაში - 43,12 პროცენტი. რაც შეეხება დედაქალაქს, ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა 55,9 პროცენტია.
ანა მიქელაძის ცნობით, პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში, 20:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა 46,74 პროცენტი იყო, რაც მათივე ინფორმაციით, 1 637 956 ამომრჩეველია.
მისივე შეფასებით, არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა.
////////////
დაუკვირდით ციფრებს.
რამდენი კაცი დარჩა სახლში
რამდენმა კაცმა დაიკიდა ორივე მხარე და ამათ დაუმატეთ ისინი, ვინც გამოცხადდა არჩევნებზე და გადახაზა ორივე კანიდატი და იფიქრეთ იმაზე თუ რა შედეგი შეიძლება დაიდოს 2020-სთვის...
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3