სროლა კახეთში - ლაგოდეხში "ნაციონალურ მოძრაობის" ოფისთან ცეცხლი გახსნეს
28-11-2018 23:40
სროლა ლაგოდეხში - შემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერები სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას ზეიმობდნენ.
მათი თქმით, მხარდამჭერებმა ავტომობილებით გაიარეს, ენმ-ს ოფისთან მისვლისას კი რამდენჯერმე გაისროლეს.
ოპოზიციური პარტიის წევრები ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენლებმა ცეცხლი მათი მიმართულებით მიზანმიმართულად გახსნეს.
ადგილზე საპატრულო პოლიციაა გამოძახებული. სროლისას არავინ დაშავებულა.
http://rustavi2.ge/ka/news/119960
მიმაგრებული სურათი