ჯერ მადლიერების გამოხატვა თქვენს მიმართ (ქ.ოცნება) თვით თქვენი "პრეზიდენტის" მიერ
მივულოცავ ჩვენს ოს და აფხაზ დებს და ძმებს, ოცნების პარტიას, ჩახალიანს, იურა ფოტოგრაფს, ძასოხოვს, ძმებ გრეჩიხებს, სესიაშვილებს, ხახვის თუ კარტოფილის მოყვარულებს და განსაკუთრებით 200 000 ვალჩამოწერილ(?) ადამიანს,
ყველაზე დიდი მილოცვა მოძმე რუსეთის პრეზიდენტს და დიად რუს ერს საქართველოს პრეზიდენტის ამ სიტყვების გამო,
ეს მიშა [სააკაშვილი] იღებდა გადაწყვეტილებას. ის უნთებდა მწვანე შუქს ელვისებურ თავდასხმას, რომელმაც ძალიან სწრაფად მარცხი განიცადა“;
„რითაც არ უნდა იმართლებდეს თავს ქართული მხარე, [საქართველომ] მან იარაღის ენით ისაუბრა, დაკარგა მამაკაცები, პოზიციები და გარკვეულწილად პოლიტიკური ნდობის მანდატიც, რომლითაც მანამდე სარგებლობდა“;
„ამ ინციდენტების შემდეგ დაძაბულობა ადმინსტრაციულ საზღვარზე გამყარდა, სუბიექტებს შორის ურთიერთობები დაძაბულია. ეს დაძაბულობა სამომავლოდაც გაგრძელდება“ სალომე ზურაბიშვილი, "La tragédie géorgienne 2003-2008" (პარიზი, 2008), გვერდები 58-61, დანართი 73;
„2007 წლიდან მოყოლებული, საქართველოსა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე თავდაცვის ახალი მინისტრის მოსვლა შეიარაღების შეძენის ზრდას დაემთხვა: უფრო და უფრო დახვეწილი, უფრო და უფრო ძვირადღირებული, უფრო და უფრო მრავალრიცხოვანი. შესაბამისად, თავდაცვის ბიუჯეტმა ჯამში გადააჭარბა 2007 წლის საბიუჯეტო ხარჯების მეოთხედს";
"საომარი რიტორიკა ამჟღავნებდა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისმიზნებს. ამგვარად, ერთი შეხედვით ტერიტორიული მთლიანობისათვის საფრთხის შემცველი თავდასხმებისგან ტერიტორიის დაცვისაკენ მიმართული თავდაცვითი პოლიტიკის უკან შეიარაღებისა და აღჭურვის პოლიტიკა დააყენეს, რომელიც სამხედრო რევანშისა და დაკარგული ტერიტორიების იძულებითი რეინტეგრაციის მიზნებს უფრო პასუხობდა“, სალომე ზურაბიშვილი, "La tragédie géorgienne 2003-2008" (პარიზი, 2008), გვ. 137-139, დანართი 73"
მართალია ქ.ოცნების მხოლოდ ორი წარმომადგენელია მხოლოდ უკმაყოფილო გაუგებარი მოსაზრებებით, გული არ გაიტეხოთ აბა რა ანგარიში ჩასათვლელია ვინმე ანა დოლიძე და თეა წულუკიანი.
როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე განმარტავს, აგვისტოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადება საფუძველს იძლევა, საქართველომ ჰააგაში მიმდინარე პროცესი „სრული ფიასკოთი დაასრულოს":
„10 წელზე მეტია, უამრავი ადამიანი იღწვის საერთაშორისო დონეზე, ჰააგაში, სტრასბურგში, რომ დადგინდეს რუსეთის აგრესია, დადგინდეს, როგორ დაზარალდა საქართველოს მოსახლეობა რუსეთის აგრესიისგან. თუ ეს განცხადებები, რომელსაც ზურაბიშვილი დღეს [პრეზიდენტობის] კანდიდატის სტატუსში აკეთებს, გამეორდა შესაძლო გაპრეზიდენტების შემდეგ, ეს ნიშნავს პირდაპირ დარტყმას ყველა იმ ადამიანის ღვაწლზე და იმის დადგენაზე, რომ ეს ომი დაიწყო რუსეთმა და რომ სწორედ რუსეთმა დააზარალა ჩვენი მოსახლეობის ინტერესები. ასეთი განცხადებები, გაკეთებული პრეზიდენტის ტრიბუნიდან, თითქმის იძლევა გარანტიას, რომ ეს პროცესები, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ ჰააგაში და სტრასბურგში, დასრულდება ფიასკოთი“
ორი განცხადება გააკეთა ამ თემაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც და საპრეზიდენტო კანდიდატებს სიფრთხილის გამოჩენისაკენ მოუწოდა.
„ფატუ ბენსუდასთან [ჰააგის სს საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი] შეხვედრა საქართველოს ახალ პრემიერთან იყო გაცნობითი ხასიათის, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ ითქვა. მათი უმრავლესობა დახურული თემაა, გამოძიების საიდუმლოებიდან გამომდინარე. თუმცა ერთი რამ შემიძლია, განვაცხადო: ქალბატონმა ბენსუდამ გვითხრა, რომ გამოძიება კიდევ უფრო დაჩქარებულ ტემპზეა გადასული [...]. მინდა, ყველას მოვუწოდო ფრთხილი განცხადებებისკენ, მოზომილი, აწონ-დაწონილი სიტყვებისკენ − ეს არ გახლავთ, მაპატიეთ გამოთქმისთვის, „ნაცის“, „ქოცის“, ან „გუგავა მოვას“ რომ იძახის, იმ პარტიის საქმე. ეს არის ზოგადქართული, ეროვნული, სახელმწიფოებრივი საქმე. სამშობლო ერთნაირად სტკივა ყველას, რომელ პარტიასაც არ უნდა აძლევდეს ხმას. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი − სხვადასხვა მიზანი ჩვენ ვერ გვექნება. ჩვენი მიზანია, თუ ჩვენი სიცოცხლის დროს ვერ გაერთიანდა ჩვენი ქვეყანა, ჩვენს მომავალ თაობებს დავუტოვოთ მთავარი. ეს მთავარი არ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, რომ საქართველო არის მთლიანი; მთავარია, დავუტოვოთ გადაწყვეტილებები − სტრასბურგი იქნება ეს თუ ჰააგა, სადაც ეწერება შავით თეთრზე, რომ საქართველო არის მთლიანი აფხაზეთით და ცხინვალის რეგიონით. ჩვენ თუ ეს ვერ დავტოვეთ, ჩათვალეთ, რომ ვერაფერი გავაკეთეთ. მე ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს მოვუწოდებ, - ქალბატონ სალომეს, „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფების კანდიდატებს − სულერთია, დღეს რა ჰქვიათ, როცა ამ თემაზე საუბრობენ, გამოიჩინონ სიფრთხილე, იმიტომ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. სტრასბურგის სასამართლოსთვის ჩვენ ბოლო 5 წლის განმავლობაში 700 მტკიცებულება მოვაგროვეთ, სასამართლო სათათბირო ოთახშია გასული და ეს ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს. კინკლაობის თემად სხვა რამეები მოვიფიქროთ, ასე სჯობს და არა ის ზოგადქართული და საშვილიშვილო საქმე, რასაც ჰქვია საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც, მე ვისურვებდი, თქვას − ჩვენი ტყვეები აწამეს და დახოცეს, იმიტომ, რომ ეს არის სიმართლე და არა მხოლოდ მათი შვილებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის არის სიმართლე; და რომ საქართველო არის მთლიანი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონით“, – განაცხადა წულუკიანმა.
http://www.accentnews.ge/ge/news/details/61237მით უმეტეს რომ ანგარიშში ჩასათვლელები არ არიან ვიღაც ოპოზიცია.
საოცარი შემთხვევაა, საქართველოს "პრეზიდენტი" საქართველოს წინააღმდეგ ოკუპანთან დავაში.
გააგრძელეთ ზეიმი
შუა უნდა გაიკრიფოს.@ ბიძინა ივანიშვილი.
სპორტი-სპორტსმენი, გვერდი-გვერდზე და არა
სპორცი-სპორცმენი, გვერძი-გვერძე
რუსეთთან ომი უნდა დავამთავროთ@ვინმე იუზერი GIORGELA