წინასიწტყვაობა:
მოდერებო ვიცი არ არის შესაფერისი თემა და პოლიტ განყოფილებაში გამკაცრებული წესებია მაგრამ გთხოვთ აცოცხლოთ თემა ხვალამდე და დავხურავ ცეესკოს ოფიციალური შედეგების თანდართვით . ასევე ანგარიში გაუწიეთ იმას რომ 4477 პოსტი ვორნის გარეშე გავაკეთე ამ განყოფილებაში .
.
ვთქვი სალომე თუ მოიგებს აღარ დავპოსტავ ამ განყოფილებაში თქო და ამ პირობას მხოლოდ იმიტომ არ ვასრულებ რომ ჭრეილი მაიკა არ ჩამაცვათ . ნიკის მიუხედავად არ მგონია რომ ერთ კვირაში ვინმეს შეეხსენებინა ან დიდად ადარდებდეს რა ვთქვი .
ან მეორე მხრივ არც იმ ბავშვს ვგავარ ყურადღების მიქცევა რომ უნდა თემის გახსნით , ასევე არც ალტერ-ნიკების გახსნას არ ვაპირებ , ასევე არც ემოციურად არ ვაქვეყნებ ამ პოსტს .
გულწრფელად ვიტყვი მინდა გარკვეული პერიოდის მერე რომ წავიკითხავ ამ პოსტს ვინანო რომ არჩევნების დღევანდელ შედეგზე ასეთი გადაჭარბებული აზრის ვიყავი (ან ემოციური , გულუბრყვილო და ა.შ) მაგრამ სამწუხაროდ ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ .
ორივე მხარეს იდგნენ/დგანან პირადი ძალაუფლების/სარგებლობის მსურველი ადამიანები რომლებიც არჩევნებს როგორც ფეხბურთს ან სხვა სპორტს ისე უყურებენ .
მაგალითად გვარამია ადრე იძახდა საქართველოდან წავალო, ქვეყანა დაინგრევაო სალომე თუ მოიგებსო დღეს კი 2 საათი იმაზე ისაუბრა რომ თითქოს ვაშაძემ მოიგო და გაოგნებულია ასეთ შედეგებს არ ელოდა .
მეორე მხრივ კობახიძე ითვლის მინიმუმ რამდენი ათასი ხმით უნდა მოიგონ .
ძალიან ჰგავს ეს კალათბურთის თამაშს როცა წაგებული ჩაგდებულ ბურთს ითვლის .
ეს არჩევნები ძალიან განსხვავდებოდა სხვა არჩევნებისგან , აქ არ იყო ძალაუფლებაზე ჭიდილი (ქოცებს ისედაც ჰქონდათ ეს მათ არაფერი შემატებიათ ) არც ნაცებს ემატებოდათ დიდი არაფერი .აჩენდა შანს რომლის მოპოვება უკვე საპარლამენტო არჩევნებზე ხდებოდა სადაც ნამდვილად ვერ აიღებდა ვაშაძე ამდენ ხმას.
ოპოზიციის გამარჯვება და შემდეგ საზოგადოების აქტიურად ჩართვა გამოიწვევდა ახალი ენერგიის გაჩენას და დადებით ცვლილებებს , ნაც-ქოცის სისტემური ჭიდილის ტყვეობიდან ხალხის გაქცევას , როცა ერთმანეთიტ არ დააშინებდნენ ხალხს .
რატომ იყო დიდი ბრძოლა ? განსაკუთრებით ქოცების მხრიდან ?რატომ აარჩიეს ზურაბიშვილი ?რატომ ისაუბრა ზურაბიშვილმა ისეთ მტკივნეულ ტემებზე რაზეც საზოგადოება ორად გაიყოფოდა?
ვერსია -ოცნებამ შეცვალა რუსეთთან დამოკიდებულება . არ ვუწოდებ მოღალატეს . მათ აქვთ გეგმა გაწმინდონ რუსეთის იმიჯი , ჩამოაშორონ ოკუპანტის სტატუსი, თვლიან ამით გაანთავისუფლებენ კომპლექსისგან და საგარეო მარცხისგან და მადლიერი რუსეთი აღიარებას უკან წაიღებს .მიდიან ვა-ბანკზე რომ რუსეთი მათ პირობას შეასრულებს , მაგრამ ამ უგუნურებით 90 % რუსეთი კიდევ უფრო განიმტკიცებს მის პოზიციებს ოკუპირებულ ქვეყნებში .
დავტოვოთ ეს ჩემს ვარაუდად , პოლიტიკაა და შეიძლება ბევრ დეტექტიურ ფილმებს ვუყურებ მაგრამ მთავარი საკიტხი არ იცვლება :
სალომე ზურაბიშვილმა- ასეთმა კანდიდატმა ასეთი წინასაარჩევნო კამპანიით შეძლო ასე დამაჯერებლად მოგება .
დაახლოებით მილიონი ხმის აღება
ამ შედეგმა მრავალი წელი საბოლოოდ მოსპო იდეა მესამე ძალაზე .
გულუბრყვილო საუბრები რომ უსუფაშვილი, ელისაშვილი, მარგველაშვილი , ან სხვა შეძლებს მილიონი ხმის აღებას ? ზღაპარი ! შეძლებს თუ ეყოლებათ "ინვესტორები" , რომლის მიმართაც იქნებიან ვალდებულნი .
სწორედ ამის გამოსწორება შეეძლო ოპო კანდიდატის მოგებას .
"გაეიაფებინა" , "გაეადვილებინა" სხვა კანდიდატისთვის რომელიც სუფთაა, კარგი იდეებით პოლიტიკაში მოსვლა , .
როგორც ვთქვი შეგიძლიათ გააგრძელოთ ზღაპრები ყოველ არჩევნებზე როცა ქოცებს შემოხაზავტ რომ უცებ ციდან ანგელოზი ჩამოფრინდება და ქოცებს მოუგებს არჩევნებს , ქოცები კი ამას დათმობენ .
ხო ჩემს აზრს რაც შეეხება :
საზოგადოებრივ აზრს უმრავლესობა ქმნის და პოლიტიკურ ამინდს , რადგან ნათლად გამოჩნდა "პოლიტიკური სიტუაცია " საქართველოში არანაირი სურვილი აღარ მაქვს თუნდაც ერთი კომენტარით მეტი გავაკეთო ამ თემაზე
დასკვნა :
*ვინც სალომეს მიეცით ხმა გეტყოდით რომ ღმერთმა შეგარგოთ , მალე დაინახავთ ამის შედეგს და მიზეზს (რატომ მაინც დ ამაინც სალომე კანდიდატად და ა.შ რაზეც ზემოთ ვისაუბრე)
*ვინც ვაშაძეს მიეცით ხმა (მაგრამ ნაცები არ გევასებათ ) ყველაზე დასაფასებელი ხალხი ხართ რადგან კარგად გაიგეთ იდეა -მიზანი რატომ იყო ოპოზიციის მოგება საჭირო და იმედი მაქვს თქვენი რიცხვი გაიზრდება .სახელმწიფოებრივი აზროვნებაა საჭირო
*ვინც ვაშაძეს მიეცით ხმა და ნაცი/მიშისტი ხართ მინდა გითხრათ რომ თქვენი განცხადებების გამო (მიშას) ცეცხლზე ნავთი იყო და ძალიან ეხმარებოდა ქოცებს პროპაგანდის წარმოებაში "მიშა მოდის "
*ვინც სახლში დარჩით - ვისაც შეგეძლოთ და ხმა არ მიეცით ან ორივე გადახაზეთ -ეს არის უპასუხისმგებლობა. ქვეყანას პრეზიდენტი უნდ აყოლოდა და არ ვირჩევდით გადახაზულების პრეზიდენტს .
ძალიან გრძელი დასკვნითი პოსტი კი გამომივიდა :
პ.ს.
ჩემი პოლიტიკური შეხედულება იყო და არის არა კონკრეტულ პარტიაზე დამოკიდებული არამედ კონკრეტულ ადამიანზე ვინ რისი გამკეთებელი იყო/არის . ჩვენ პოლიტიკოსები უნდა შევაფასოთ და არა პარტიები .პარტიული მიდგომა საწყისშივე ბლოკავს ჭკვიან ხალხს : ის ნაცია -ცუდია ყველაფერი რაც გააკეთა , იგივე ის ქოცია -სისულელეს ამბობს , იგი ლეიბორისტია და ა.შ
შეიძლება პოლიტიკური პარტიის მიმართ სიმპატია გქონდეს უფრო მეტი თუ ბევრი პოლიტიკოსი მოგწონს მის პარტიაში .
სანამ პარტიულ მიჯაჭვულობას და "საყვარელი გუნდის" ქომაგობას არ შევეშვებით მანამდე ითამაშებენ "პუბლიკაზე" ჩვენი "ფალავნები"
/
მოკლედ მადლობა ვინც წაიკითხა ბოლომდე , უფრო მადლობა ვინც გაიგო და უღრმესი მადლობა ვინც მეთანხმება .
კარგად იყავით
“Keep away from those who try to belittle your ambitions. Small people always do that, but the really great make you believe that you too can become great.”
“Ambition is the path to success. Persistence is the vehicle you arrive in.”