საქართველოში მუდმივად ვსაუბრობთ გაბერილ შტატებზე და უაზრო ხარჯებზე, რაშიც ასობით მილიონი ლარი მიდის, არადა შეიძლება სხვა რაიმე უფრო კარგს და შედეგიანს მოხმარდეს.
ამის ყველაზე ნათელი მაგალითია სამხარეო დაყოფა, საქართველოს სულ 69 700 კვ.კმ ტერიტორია უკავია, 3,7 მილიონი მოსახლით.
თუმცა გვაქვს იმდენი დონის რეგიონული დაყოფა რაც ასეთი პატარა სახელმწიფოსთვის საჭირო არაა.
კერძოდ გვაქვს: მხარეები, მუნიციპალიტეტები, სასოფლო თემები.
ბოლო ორი გასაგებია და საჭიროა, მაგრამ სამხარეო ადმინისტრაციები რისთვის არსებობენ, რა რეალური ფუნქციები ეკისრებათ მათ?
მაგალითად გვაქვს 3 და 4 მუნიციპალიტეტისგან შემდგარი გურიის და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეები.
არიან ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები თავისი ადმინისტრაციით და ბიუჯეტით, სულ დაახლ.2000 კვ.კმ და 110 000 მოსახლე.
რაიმე რაციონალური ახსნა არსებობს იმის, რომ 3 პატარა მუნიციპალიტეტს ზემოთ კიდევ არსებობს სამხარეო ადმინისტრაცია? რა საჭიროა? რისთვისაა? იმდენი რა ფუნქცია უნდა იყოს ასეთ პატარა ტერიტორიაზე რომ კიდეც სამხარეო ადმინისტრაცია იყოს საჭირო?
იგივე ეხება პრაქტიკულად ყველა მხარეს, ზოგან ცოტა მეტია მუნიციპალიტეტები, ზოგან ცოტა ნაკლები, მაგრამ მოსახლეობა ყველგან ცოტაა და ტერიტორია პატარა. მოკლედ არაფერი არაა ისეთი რასაც მუნიციპალიტეტები თვითონ არ/ვერ გააკეთებდნენ.
გასაუქმებელია სამხარეო ადმინისტრაციები ჩემი აზრით, თანხა რაც მათ ერიცხებათ კი მთლიანად მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდეს და მიზნობრივი პროექტები განხორციელდეს არ აჯობებს?
გასაგებია ისეთ დიდ სახელმწიფოებს როგორებიც უკრაინა, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, პოლონეთი, იტალია და სხვ. რატომაც ჭირდებათ ეს, მაგრამ ჩვენ რაღად გვინდა?
This post has been edited by ingfari on 1 Dec 2018, 01:24