ჩეკო
Americansky Khuilo

      
ჯგუფი: Members
წერილები: 16647
წევრი No.: 213490
რეგისტრ.: 30-January 16
|
#53859394 · 29 Nov 2018, 22:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"საბჭოთა მაფია Vs. ქართული სახელმწიფოებრიობა"
როგორ მივედით ივანიშვილის მაფიოზურ მმართველობამდე:
ისტორიული პერსპექტივიდან გამომდინარე, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე რამოდენიმე წლით ადრე, არსებობდა საბჭოთა წყობილების მიერ გამოყვანილი მოქალაქის განსაკუთრებული ტიპი - Homo Sovieticus-ი (ქართ. საბჭოთა ადამიანი). ეს ტიპი გამოიყვანა საბჭოთა ხელისუფლებამ, სისტემისადმი ლოიალურობის, დაბალი ეკონომიკური ამბიციების და ეგალიტარული სოციალური პოლიტიკისათვის (მარტივად რომ ვთქვათ: არავითარი დამოუკიდებლობობისთვის ლტოლვა, საკუთარი კაპიტალის დაგროვება და ყველას ყველასთან გათანაბრება)..
ეს იყო რათქმაუნდა კომუნისტური იდეოლოგიის მავნე უტოპია, რომლის შედეგადაც სუფთა ეკონომიკური მიზეზების გამო, ამ საბჭოთა მახინჯმა წარმონაქმნმა - ს.ს.რ.კ-მ, 1991 წლის 31 დეკემბერს დაასრულა თავისი არსებობა.
საბჭოთა წყობილებამ თავისი არსებობის განმავლობაში, ჩამოაყალიბა ეგრედ წოდებული "მმართველი რგოლის" ნომენკლატურა, ეს (განსხვავებით უბრალო მშრომელ პროლეტარიატისგან) კლასი, მიუხედავად ურთიერთწინააღმდეგობისა მარქსისტულ/ლენინისტური ეგალიტარული იდეოლოგიისადმი, პარაზიტირებდა დანარჩენი მოსახლეობის ხარჯზე, მაგალითისთვის ცეკა/ტეკას თანამშრომლები, სარგებლობდნენ პრივილეგირებული ავტოპარკით და საკვები პროდუქტების მომარაგების სისტემით, მაშინ როცა საბჭოთა გლეხი, მუშა ან მშრომელი, ყიდულობდა შედარებით უხარისხო და იაფ საბჭოთა პროდუქტებს უნივერსამებში, საბჭოთა ნომენკლატურას ემსახურებოდა ლიმიტური პროდუქციუს მომარაგების სისტემა, საკომისიო მაღაზიები და დახლქვემოთ გადამალული საქონელი, სადაც საბჭოთა "ელიტა" სპეც. ტალონებით იძენდა დეფიციტურ პროდუქტებს და ტანსაცმელს.. არტისტები, ხელოვნების მუშაკები, პროფესორები, ეგრედ წოდებული "წითელი ინტელიგენცია", წარმოადგენდა ცეკა/ტეკას ხელმძღვანელი რგოლის და ლუმპენ-პროლეტარიატის შორის არსებულ, საშუალოზე მაღლა ანაზღაურებად ფენას, რომელიც სისტემაზე მსახურების სანაცვლოდ ხანდახან იღებდა, ჩაკეტილი საზღვრების გარეთ ცხვირის გაყოფის საშუალებას. მაგალითისთვის სუხიშვილ/რამიშვილის ვიზიტის შემდეგ ამერიკაში, 1972 წლის შემდეგ, თბილისში გაჩდნენ ახალგაზრდები, რომლებსაც იმ დროისათვის გაუგონარი ჯინსის მატერიით შეკერილი შარვლები ეცვათ, ასევე თბილისის საბალეტო დასის ვიზიტის შემდეგ იაპონიაში, 1984 წელს პირველი ვიდეომაგნიტოფონი გაჩნდა ბალეტმაისტერ ზურაბ კიკალეიშვილის ოჯახში.. რომ არ გამიგრძელდეს საბჭოთა წყობილების ავ/კარგიანობაზე მოხსენება, ცოტაოდენ ავ ამბებზეც მოგახსენებთ. საბჭოთა წყობილების ჩამოშლის ერთ-ერთი მიზეზი, როგორც ვახსენე ზემოთ, ეკონომიკური კოლაფსი გახლდათ, ცარიელ იდეოლოგიაზე მდგარი ეს უზარმაზარი კოლოსი იდგა თიხის ეკონომიკურ ფეხებზე, რომელსაც შეიარაღებაზე ჩადებული კოლოსალური თანხები აწვა მძიმე ტვირთად, ცალკე ცეხავიკ/წითელი დირექტორობა უხერხავდა ფეხს და ცალკე სტალინის მიერ 1925-37 წ.წ. , კრიმინალის გასაკონტროლებლად შექმნილი "ქურდული" სამყარო.
ცეხავიკ/წითელ დირექტორების არსებობის მთავარი მიზეზი მდგომარეობდა, მომარაგების სისტემის სადავეების კონტროლში და პროდუქციის თუ საბჭოთა ქონების არადეკლარირებული მართვა, საკუთარი პირადი ინტერესების და ზღაპრული ქონების დაგროვებაში. ეს კორუმპირებული ფენა გაგანია კომუნიზმისას ახერხებდა ფეშენებელური საცხოვრებელი პირობების, ექსკლუზიური ავტოტრანსპორტის ტარებას და საკუთარი შვილების პრესტიჟულ ინსტიტუტებში მოწყობას და ა.შ. მოკლედ გულაობდა ნომენკლატურის (ცეკა/ტეკას) კრიშის ქვეშ..
მეორე სასტავი, მობნელო, მოშავო, მოკრიმინალო ელემენტები, თავისი შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, აწვებოდა იდეოლოგიურ ტერორს პირველის (ანუ ცეხავიკ/ტენდერშიკების) წინააღმდეგ. საბჭოთა ძალოვანი სტრუქტურები (КГБ,MBД), ახლოდან აკვირდებოდა გაზულუქებული ჩინოვნიკ/წითელი დირექტორების ჯეჯილს და მათ (ასე ვთქვათ) სისტემისადმი ლოიალურობის შესანარჩუნებლად, "კანონიერ" ქურდებს იყენებდა..
ასე და ამგვარად, საკავშირო დონის ცეხავიკ/ტენდერშიკები ახერხებდნენ "ქურდებთა" კოჰაბიტაციას და ნომენკლატურის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, ნებისმიერი სახის იქნებოდა ეს მასალა, ნაჭრის ატრეზი, ბრილიანტი ცეკას ცოლისთვის თუ თუნდაც თამარ მეფის ჯვარი, რომელიც 1975 წელს მაშინდელმა პატრიარქმა დავით V-ე (დევდარიანმა, 2003 წელს ეძიკას ცესკოს გამყალბებელი ნანა დევდარიანის ბაბუმ), ცეკას პირველი მდივნის, ვასილ მჟავანაძის ჩათლაშკა რუსის ცოლზე გააჩუქა (ამაზე გამსახურდია/კოსტავას იატაკქვეშა გაზეთმა გვამცნო, რის გამოც მერაბი 10 წლით გააციმბირეს რუსებმა)...
მაშასადამე ბიჭვინთაში კაზინოში ეს ცეხავიკ/წითელი დირექტორები უკვე იმ დონემდე აიჭრნენ, რომ "წითელი ინტელიგენციის" პრაფესორ/დოხტორებს, ბანქოში მანქანების გარდა, უკვე ცოლებსაც კი უგებდნენ... "ქურდები ქურდობდნენ, ბოზები ბოზობდნენ, მკვლელები კლავდნენ"..(თ.აბულაძის "მონანიება" 1984 წ.), ცეხავიკები იპარავდნენ, ქურდები მათ არეკეტებდნენ, ძაღლები მათ დასდევდნენ და მათგან აკრეფილი ქუში, მიჰქონდათ უმაღლეს ეშელონებში ჩაბუდებულ საბჭოთა ნომენკლატურისკენ.
ლეონიდ ბრეჟნევის ქალიშვილი შამპანიურის ბოთლში აგროვებდა ეკატერინე 2-ის სამუზეუმო ბრილიანტებს, ხოლი ერმიტაჟში დაცული საიმპერატორო სერვისი, აღმოჩნდა ს.ს.რ.კ-ს გენ.მდივნის ქალიშვილის კუხნაში.
ცოტაოდენ შევჩერდები ე.წ. "ქურდული" სამყაროს იდეოლოგიაზე, როგორც დავწერე ზემოთ, ბომბით საფოსტო ეტლზე ყაჩაღური თავდასხმისთვის ბაქოში გასამართლებული და გაციმბირებული ბანდიტ სტალინისთვის, ზონაზე არსებული მდგომარეობა (положение), ნამეტნავად არ ეპიტნავებოდა, ამიტომ ცნობილი ოდესის კრიმინალის "იაპონჩიკის" მკვლელობის შემდეგ, სტალინმა "იაპონჩიკას" მიერ შექმნილი და დაწერილი 10 პუნქტიანი (воровской кодекс чести) საკავშირო დონეზე შემოაღებინა ყველა ზონაში. იდეა მდგომარეობდა პატიმართა შიდა კონტროლში, ხოლი "სვაბოდაზე" გაზულუქებული "Фраер"-ბის წველვაში რომ ისევ სისტემაში გასანაწილებულიყო ე.წ. "Общак"-ის სახით..
მოკლედ 1989 წლის 9 აპრილის ტრაღედიამ, დააჩქარა ს.ს.რ.კ.-ს რღვევა და ეს მთელი საჭოთა "დოვლათი", 1991 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ერგო "მზითად" ჩვენს თაობებსაც. გავიდა ეძიკას 15 წლიანი ჭაობის, უშუქობის, 1992/93 წლებში აფხაზეთის ოკუპაციის და რუსების მიერ ჩახოცილი 10 000 მეომრის და 15 000 მშვიდობიანი ქართველის ტრაგედიიდან ბევრი დრო, 250 000 დევნილის, კორუფციის და ნეპოტიზმის შავბნელი პერიოდი დასადგურდა სრულიად საქართველოში, ელიტა ისევ ჭამდა ქვეყნის ბიუჯეტის 2/3-ს..
2003 წელს ეძიკას პოსტ-საბჭთა ნომენკლატურა, თავის ცეხავიკ/ტენდერშიკ/ კრიმინალთან ერთად ჩააჩოჩა მისმა მოწაფე მიშამ, ჩაჩოჩებას არ ჩაუვლია უმტკივნეულოდ ქართული სოციუმისთვის, პრივილეგირებულ ფენებს (დიპლომებით მოვაჭრე რაფესორებს, კორუმპირებულ 65 000 გაიშნიკებს, ტანცორ/შმანცორ/მომღერალ/მოცეკვაცე "წითელ ინტელიგენციას" დაუდგა შავი დრო, აღარ იყო მოთხოვნადი მათი საბჭოური რეჟისურა(კეწი დოლიძე, წვერებანი სლე, ნინელი ჭანკვეტაძე და რობიკ სტურუები), სიმღერები (ირმა სოხაძე და ძმანნი მისნი), გიჟპოეტ ( ჯანსუღ ჩარკვიან, ამაშუკელები) და ა.შ., მოკლედ აბუნტდა არამარტო ციხე, არამედ წითელი პრაფესურა, ცეხავიკ/ტენდერშიკები, მოცეკვავე/მომღერალი Homo Sovieticus-ები და რაც მთავარია ეძიკას ჯერაც ცოცხალი პარტ.ნომენკლატურა (ცეკა/ტეკა კომკავშირლები და მათი ნაშიერები).. ბრძოლა იყო სამკვდრო სასიცოცლო, ცალმხრივ ეძიკას ვეებერთელა კორუმპორებლი მონსტრი და მეორეს მხრივ მისი სტუდენტები; ახლადჩამოყალიბებული ილია ჭავჭავაძის "ნაციონალური მოძრაობის" იდეაზე საჩქაროდ შეკოწიწებული ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებმაც ეძიკას "წითელი" ნომენკლატურის მიერ ორგანიზებული 1991 წლის 22 დეკემბრის სამხედრო გადატრიალება დაჰგმო, აღადგინა შევარდნაძის მიერ უხეშად დარღვეული საკონსტიტუციო სივრცე და გამსახურდიას დამხობილი მთავრობის ლეგიტიმაცია აღიარა.
ბევრი რამის (ცუდისაც და კარგისაც) გახსენება შეიძლება "ნაც.მოძრაობის" ლიდერშიფის და საველე ჯარისკაცების (შემსრულებლების) მხრიდან ნამოქმედარ ამა თუ იმ ავ თუ კარგ საქმეზე, მაგრად უდავოდ ამ ძალამ მოაბრუნა, უფსკრულში გადაჩეხილი საქართველოს სახელმწიოებრიობა, რომელიც შევარდნაძის და პოსტ-საბჭოთა რუსეთის მიერ იქნა გადაჩეხილი. (ახალი დროშა, ჯარი, პოლიცია, საჯარო ინსტიტუციები, ჰიმნი და ა.შ.)
2006 წლიდან ეძიკას რევანშისტულმა და ძალაუფლების სადავეებიდან გაგდებულმა ძალამ, ახალი მოტივაციით შემოუტია ქართულ სახელმიფოებრიობას, იქეთ გრუშნიკები დაიჭირა მიშამ, აქეთ ეძიკას საბჭოთა ნომენკლატურშიკები, "წითელი ინწილიგენცია" და ცეხავიმ/ტენდერშიკები დატოვა ულუკმაპუროდ. მტერი დაუღალავად ეძებდა სისტემის სუსტ წერტილებს, აამუშავა "ქურდული" სამყაროს რესურსი თავისი ორთაჭალის მყვირალა სმატრიწელის "ურტყით მისკებით", 50 000 გაუშიფრავი საბჭოთა ს.უ.კ.-ის აგენტურით ( ლუსტრაციის კანონის არმიღებასაც მიზეზად ოჯახში დედის ან მამის ან და/ძმის აგენტურული წარსულია). მოტაშ-ფანდურე "წითელი ინწილიგენციით", რომლებიც შეიფარა 2007 წელს ბადრი (არკადი) პატარკაციშვილმა, 7 ნოემბრის სოციალისტური რევოლუციის 90-ე წლისთავის იუბილეს, ამ ეძიკას სასტავმა არ გამაზა შანსი და შეეცადა ბადრიბოსის მოსმას სახელმწიფოს სათავეში, მარიონეტული "მთავრობის" შირმის ქვეშ. შემდეგ მოხდა რუსების ღია შემოჭრა აფხაზეთში 2012 წლის თებერვალში, სარკინიგზო ჯარების მიერ 1993 წლის ომის დროს აფსუების მიერ აყრილი ლიანდაგების დასაგებად, რათა 2008 წლის აპრილში შემოლაგებულიყო 200-მდე ტანკით, რომელიც თავის ხოდით ურკინიგზოდ დიდ მანძილებს ვერ გადაადგილდება. 2008 წლის აგვისტო ომს აღარ შევეხები, გავაგრძელებ 2009 წლის 9 აპრილის 20-ე სამგლოვიარო წლისთავის ჩაშლით, რომელიც გრეჩიხოიდებმა მოაწყეს ქალაქის ცენტრში საკნების გაშლით. 2011 წლის 26 მაისისთვის "მუხროვანის" სამხედრო ამბოხის მომზადება ბურჯანაძის, ბიწაძის, გლდანულასთან ცხინვალისკენ მიმავალ მარშუტკაში დაწეული და ჩაცხრილული მეამბოხე წკრიალაშვილის და დანარჩენი რენეგატების მიერ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100-ე წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმის ჩაშლის მცდელობა.
მოკლედ ყველანაირად ცდილობდა სახელმწიფოს ძუძუს ჩამოგლეჯილი პოსტ-საბჭოთა "ელიტა", ისევ ჩვეულ კარმუშკაზე ჩაბღაუჭებას. 2012 წლის თებერვლიდან დაიწყო "ცოცხების" სპეც.ოპერაციის შემზადება, ბელგიაში დაბანაკებული გიორგი ფოფხაძის, თარხან-მოურავის, ინაშვილის და მისი სადისტი ძმაკაცის ბედუკაძის რეჟისირებული კადრების დაკვეთა, ბედუკაძემ $27 000 დოლარის სანაცვლოდ, აწამა, ჩაწერა და გადაუგზავნა ჩანაწერები ბელგიაში მყოფ რუსეთის რეზიდენტს გიორგი ფოფხაძეს რომელმაც ივანიშვილის ძალაუფლებაში მოსვლისათვის, ბედუკაძის მიერ წამების კადრები გაასაღა ევროპულ სტრუქტურებში, ნაც.მოძრაობის სისტემურ დანაშაულად, 2012 წლის 21 სექტემბერს 2 ოქტომბრის არჩევნებამდე 10 დღით ადრე, ინაშვილის და ივანიშვილის ტელევიზიებმა მოახდინა მასიურად ბედუკაძის პროპაგანდული ფირის დატრიალება, მუხტის ვარდნის გამო ივანიშვილმა კახეთში დაუკვეთა ჩვილი 9 თვის ბარბარე რაფალიანცის ქვევრში ჩახრჩობა, ეს ბავში ქვევრში სოსო ბერიკაშვილმა, "ქართული ოცნების" კახეთის შტაბის უფროსმა აღმოაჩინა (მანანას ნათესავმა).. ივანიშვილმა დაიპყრო სახელმწიფოს სადავეები, ჩასვა ციხეში ნაციონალების ძალოვანი სტრუქტურების მინისტრები და დაშალა 6 წლიანი კორუფციით, ნეპოტიზმით და მოსყიდვით ახლადშექმნილი ნედლი ქართული სახელმწიფოებრიობა.. ეძიკა ჯოჯოხეთში თავს გრძნობს კმაყოფილად, რადგანაც მისი 65 000 კორუმპირებული ძაღლი ისევ "დასაქმდა", შავი სამყაროს გაჯეჯილება და ციხეებიდან ამნისტია, პრეზიდენტის, პარლამენტის, სასამართლო/პროკურატურის, პოლიციის ხელმძღვანელობის ჯიბეში ჩადებით, ივანიშვილმა გზა გაუხსნა რუსული გეგმის - საქართველოს სახელწიფოებრიობის ხელყოფის დასრულებას, აფხაზეთის და სამაჩაბლოს კოსოვიზაციის სახით.
რაა იმაში გასაკვირი რომ ივანიშვილმა მოაბრუნა პოსტ-საბჭოთა ეძიკას ცეხავიკ/ტენდერშიკების კორუფციონერები, ნეპოტიზმით შეპყრობილი ბიძაშვილ/დეიდაშვილები, ამნისტირებული მკვლელები, ქურდები და მამაძაღლები, რათა დაეტერორებინა საარჩევნო უბნებთან ადგილობრივი მოსახლეობა?..
დღეს არჩევანი დგას ასე - ან ივანიშვილი და მისი კლეპტოკრატიული 17%-იანი ღორების კოლტი (დაახლოვებით 5000 ოჯახი), რომელიც ბიუჯეტის 80% სჭამს, ან დანარჩენი - სიღატაკის ზღვარს მიღმა დარჩენილი ქართველი ერის 83%, თავის 50 000 მშიერი და გამათხოვრებული ბავშვებით!
This post has been edited by ჩეკო on 29 Nov 2018, 23:34
--------------------
#ბიძინახუი! #Бидзинахуй!
"მხოლოდ კოღოს დაჯდომა ყვერებზე, გაიძულებს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას" - კონფუცი
"ჩემო დაღლილო ქოც-ბოტებო, ბიძინას დედისტყვნამდე გაძელით" :cry: ® Crypto
|