#53871524 · 2 Dec 2018, 09:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს რასაც ახლა ვხედავთ, არის ძალიან დიდი შავი ლაქა ქართული სახელმწიფოსთვის, მაგრამ უფრო მეტად ეს მიანიშნებს ბიძინას მიერ ქართველი ხალხის დაჩმორება (ზუსტად ეს სიტყვაა შესაბამისი).
თავიდან მოვყვეთ ..
ქართულ საზოგადოებაში არის ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების, რომლებიც წარმოადგენენ ე.წ. საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს. წაწესებულებები, რომელსაც აფინანსებს სახელმწიფო.. ასეთ დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანების დიდი უმრავლესობა ჩვეულებრივ პატივაყრილია... მათი დიდი ნაწილი მხოლოდ ხმის მიმცემი რესურსია ხელისუფლებისთვის. საწყენია რომ ასეთებში შედიან სკოლის მასწავლებლები და ბაღის აღმზრდელები. ანუ ის ადამიანება რომლებმაც ჩვენს შვილებს უნდა ასწავლონ რა არის ღირსება და როგორ უნდა იყვნენ ღირსეულები, როგორ გახდნენ ადამიანები და არ იყვნენ მონები. სამწუხაროდ ეს ადამიანები თვითონ არიან მონები !
შემდეგი ანუ კარტოფილი და ხახვი..
შევთანხმდეთ, რომ პროდუქტის დასახელებას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელოვანია მორალური ნორმები. ანუ უნდა დავსვათ კითხვა თუ რომელი საქციელი უფრო ამორალურია, ყიდვა მშიერი ადამინის თუ მშიერი ადამიანის მიერ ხმის გაყიდვა ? იქიდან გამომდინარე რომ ეს მეორე უბრალოდ გამოუვალ მდგომარეობაშია ხშირ შემთხვევაში, იმ სიღატაკიდან გამომდინარე, რომელიც ამ ქვეყანაში მზარდი ტენდენციით ხასიათდება. აქვე არის ის ვინც ყიდულობს მათგან ხმებს და ამით მათ ღირსებას აკნინებს... წარმოვიდგინოთ ეს სურათი ცალკეულ შემთხვევაში და განვაზოგადოთ მერე .. ძალიან მძიმე სანახავია ასეთ დროს მდიდარი ადამიანის ასეთი საქციელი .. ის ამორალურობის პიკია !
შემდეგი.. კრიმინალი...
აქაც საინტერესო ვითარება გვაქვს დღემდე არსებულ და აღიარებულ დაუწერელ ნორმებთან მიმართებაში. ანუ რას ვგულისხმობ და ეს ადამიანები, რომლებსაც საკუთარი თავი აღმატებული ჰგონიათ ვიღაცეებზე და ამიტომ აძლევენ თავს უფლებას სხვებზე იძალადონ, არსებულმა ხელისუფლებამ და უბრალოდ ფულიანმა ადამიანმა, გაიხადა შნირებად.. წყალზე ან სიგარეტზე რომ გზავნიან ხოლმე ისე გააგზავნეს ესენი ხმების მოსატანად.. ანუ ესენი გახდნენ ხმებზე გაგზავნილი შნირები...
კანონი და მორალი
აქ შეგვიძლია ყველა დანარჩენ სიმრუდეებზე ვისაუბროთ. მთავარი მაინც ის მომენტია, როდესაც რამდენიმე ხმის დამთვლელი ხმას აძლევს ბიულეტინი ბათილია თუ არას.. უბრალოდ იმდენად ცხადი სურათია რომ შეუძლებელია გვერდის ავლა..
კანონის სრული დაცვით შემოხაზული ბიულეტენი.. ერთი შემოხაზული, მეორე გადახაზული ... ხელი აუწიეს და თურმე ბათილია ..
ადამიანები, რომელიც რამდეჯერმე აძლევენ ხმას... არადა ხშირად გამიგონია, როცა ითხოვენ ხოლმე ვიღაცეები, ადამიანს თუ უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება ის უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ ზღვარს განათლების და აზროვნების კუთხით ..ამ შემთხვევაში კი ერთი საეჭვო ხმის უფლების მქონე ადამიანი წარმოგვიდგა 5 ხმის მქონედ.. ხოლო ვიღაც იურისტი, ეკონომისტი თუ ბიოლოგი ან ფიზიკოსი, მხოლოდ ერთი ხმის ამარა დარჩა..
გარდა იმისა რომ კანონთან მიმართებაში ეს ძალიან მძიმე დარღვევაა, სრულიად მორალურია !
და მაინც... დღეს ვნახავთ, რამდენად მოახდინა თუ ვერ მოახდინა ბიძინა ივანიშვილმა ქართველი ხალხის ბოლომდე დეგრადირება !
ბიძინა ვს ქართველი ხალხი !
|