ეს ბოლო დრო ჩემი ინტერესი მიიპყრო გირჩმა. ძალიან ჩავუღრმავდი იმას თუ რას ამბობენ ისინი და რა იდეები აქვთ. ერთ-ერთ ფორუმელს ვესაუბრე ამ საკთხზე, მადლობა მას ამ მშვენიერი საუბრებისთვის და მის ნიკს არ ვახსენებ რადგან შეიძლება მას არ სურს რომ ვახსენო,

ასევე რაღაც მატერალი წავიკითხე, რაღცეებს ვუყურე იუტუბში და ა.შ. მიუხედავათ იმისა, რომ რაღაცეებს ვიზიარებ, ბევრ რაიმეში ასევე არ ვეთანხმები.
გირჩის წევრები არიან ლიბერტარიანელები და მაგ ხალხს სურს, რომ მაქსიმალურათ შეამციროს ბიუროკრატია და გაყდოს აბსოლუტურად ყველაფერი რაც საქართველოს ეკუთვნის. ანუ რომ არ ჩამოვწერო, მგონი ყველამ იცის გირჩის იდეები აქ..
ჯერ ერთი, რომ რამდენი ადამიანი დარჩება უმუშევარი, როდესაც საჯარო სამსახურის უმეტესობა გაუქმდება?! ძალიან ბევრი. უამრავი.. ის არგუმენტი, რომ ამ ხალხს შეუძლია სცადოს საკუთარი ბედი თავისუფალ ბაზარში, არ შეესაბამება აბსოლუტურ ჭეშმარიტებას.. მესმის რომ ხშირ შემთხვევაში მზგავსი ხალხი უბრალოდ პარაზიტულად ღებულობს ხელფასს ბიუჯეტიდან, მაგრამ ასეა მოწყობილი საქართველოს ეკონომიკა და მყისიერი ცვლილებები დიდ შოკს მოიტანს.. სამუშაო ადგილები რომ გაჩნდეს საქართველოში, ინვესტიციები უნდა შემოვიდეს და რატომ ვხედავ პრობლემას ინვესტორების მოზიდვაში?! ჯერ ერთი რომ არასტაბილური დოლარის კურსი. თუ ადამიანმა ჩადო ფული ბიზნესში, ის ცდილობს, რომ რაც შეიძლება მალე ამოვიდეს ჩადებული თანხა. ჩადო დავუშვათ ფული და შემდეგ წამოიწია დოლარის კურსი. ძველი კურსით ხომ გარკვეულ დროში ამოდიოდა ჩადებულ თანხას და დოლარის კურსი როდესაც წამოიწია, ის დროც წამოიწევა რომელითაც თანხას ამოდიოდა. მერე გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და დაძაბული ურთიერთობა რუსეთთან. არავინ მოისურვებს იმ ქვეყანაში ფულის ჩადებას, რომელშიც ომია მოსალოდნელი...
რათქმაუნდა მეც ვთვლი რომ რაც შეიძლება მცირე უნდა იყოს ბიუროკრატია, მაგრამ მყისიერი ცვლილებები ბევრ პრობლემას მოიტანს საქართველოში. ყველაფერი უნდა მოხდეს ეტაპობრივათ.. რაც შეეხება კონკურენციას და დემპინგურ ფასებს... ხშირად ხდება, რომ ადემპინგებენ ქართულ კომპანიებს და ქვეყანამ უნდა დაიცვას საკუთარი ბაზარი. ანუ მაგალითად ქართული ქომპანია რომელიც აწარმოებს გარკვეულ პროდუქტს, არ ყოფნის მთელი საქართველოს მოსახლეობაზე და შესაბამისად შემოაქვთ დამატებით იმპორტით და შესაბამისად ქვეყნის გარე კომპანიები ადემპინგებენ ჩვენს ეროვნულ კომპანიებს.. შესაბამისად ხელისუფლება ვალდებულია, რომ საბაჟოზე გაუზარდოს გადასახადი და დაიცავოს საკუთარი ბაზარი. რომ არ დაიცავოს, კომპანია გაკოტრდება და ფული გაედინება ქვეყნიდან რაც არ არის კარგი შედეგი ეკონომიკისთვის.. ჩვენ უნდა მივხედოთ ტურიზმს. ტურიზმით შემოგვდის ჩვენ ფული და ამ სფეროს მივაწვეთ უნდა..
სკოლები რომ გაიყიდოს, სოფლის სკოლებს, სადაც რამოდენიმე სოფელზე არის ერთი სკოლა, ფიზიკურად ვერ ეყოლება კონკურენტი სკოლები...
ჯერ სულ ეს იყო. მერე დავამატებ კიდევ...
ვერ მოინდომებ ისეთი რაღაცის გაგებას, რასაც ვერ გაიგებ.