თემა რა თმა უნდა სპორტთანაა პირდაპირ კავშირში, მაგრამ გურამ კაშია განეკუთვნება იმ ქართველთა რიცხვს, ვინც თავისი შრომით და პროფესიონალიზმით ასახელა ქვეყანა, ასეთი ადამიანებით იცნობენ ჩვენს ქვეყანა.
ჩემი პატივისცემა (კიდევ ერთხელ) გურამ კაშიას !!!
ვიდეოს უყურეთ, ემოციურად გულის ამაჩუყებელია
ჰოლანდიის ჩემპიონატზე "ემენთან" მატჩის წინ "ვიტესმა" არნემში თავისი გუნდის ყოფილ კაპიტანს გურამ კაშიას გაცილება მოუწყო.
ის თამაშის დაწყების წინ მოედანზე შევიდა და ცრემლები ვერ შეიკავა.
სტადიონზე შეკრებილი 15 000 მაყურებელი გურამს ოვაციებით შეეგება და მის სახელს სკანდირებდა.
კაშია "ვიტესში" თბილისის "დინამოდან" 2010 წელს გადავიდა და 6 წელი იყო მისი გუნდისთავი.
31 წლის ქართველმა "ვიტესის" რიგებში ერედივიზიონში 244 მატჩი ჩაატარა, რითაც არნემელთა ყველა დროის რეკორდსმენი გახდა. ამ მატჩებში კლუბის ლეგენდამ მეტოქეთა კარი 20-ჯერ აიღო.
მან "ვიტესთან" ერთად ნიდერლანდების თასი მოიგო და
ზაფხულში "სან ხოსეში" გადაბარგდა.
https://sportall.ge/fekhburthi/fekhburthii/...kava-video.html