საბურთალოზე გადავედი სადაც გასაოცარი სიტუაცია დამხვდა, სილქნეტის დიესელის გარდა არაფერია
ეს სიქლნეტის დიესელი კიდე საშინელებაა, დაბალი სიჩქარე, საღამოს საერთოდ ვეღარ ისარგებლებ ნორმალურად
ოპტიკურ ბოჭკოვანი ალბათ შემოვა ასე 2030 წელს როცა მსოფლიოში ალბათ რაიმე უსადენო იქნება ყველგან ახალი სწრაფი ტექნოლოგიიის, აი მაშინ შემოვა ჩვენთან ყველგან ოპტიკურ ბოჭკოვანი
სილქნეტის დიესელზე კიდე მაქსიმალური პაკეტი თუ არ იყიდე ჩათვალე საღამოს 9 საათზე ინტერნეტი არ გაქვს, ეს სიამოვნება უფრო მძაფრდება თუ დასვენების-არასამუშაო დღეა, სიცივეა და ყველა სახლში ზის კომპთან
რა გახდა ოპტიკურის გაყვანა ყველგან და ხალხის დაკმაყოფილება, მითუმეტესს დედაქალაქში, ასე გინდათ თქვენ ევროპა? ინტერნეტი ვერ გიშოვია კაცს 21 საუკუნეში
ფასები იცოცხლე კი აქვთ და მადა
ეს კავკასუსი ცოცხალია დღეს კდიე? გავიგე მაგთიმ იყიდაო, რეებს ჩალიჩობენ რას ბოდიალობენ, მოამარაგონ მაინც და გაიყვანონ სადმე ინტერნეტი
ყველაზე ღადაობა ისაა რომ სადაც უკვე ინტერნეტი გაყვანილია იქ მიდის მაგთიც და სხვებიც და თავაზობენ ადამიანებს რომ მიატოვონ ახალი ქსელები ან სიქლნეტი და გადავიდნენ მეორეზე, უკეთებენ რეკლამას ფასდაკლებას, წვალებით გადაიბირებენ ვინმეს
აი ეგრე მომადგნენ სხვა ქალაქშიც, და აქეთ დედაქალაქში კიდე საძებარია ინტერნეტი
სადაც არ არის და დეფიციტურია, იქ კი არ გაყავთ იმდენია მსურველი, ესაა ბიზნესი? ასე უნდათ ფული იშოვონ?

სადაც ხალხი იხვეწება იქ არაა გაყვანილი და ამ დიესელით და ერთმანეთზე გადახლართული კაბელებით ჩალიჩობს ოჯახები და სადაც ინტერნეტია და ხალხი კმაყოფილია იქ
ე კ ვ ე ხ ე ბ ი ა ნ სხვა ფირმები რომ ერთმანეთს გამოგლიჯონ პირიდან ლუკმა და გადაიბირონ კლიენტი
ოდესმე შემოვა ნორმალური კომპანია საქართველოში?
This post has been edited by Mr Angry on 2 Dec 2018, 23:19