#53885545 · 4 Dec 2018, 20:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | ,,როდესაც მაინ გაიღვიძა დრაკონი ისევ იქ დახვდა '' |
ის არსად წასვლას არ აპირებდა... გელამ უნდობლად გადახედა დრაკონს და შარვლის ჩაცმა დაიწყო... დრაკონი გამოფხიზლდა... თვალების ფშვნეტით გადახედა თავის პატრონს და ამოილუღლუღა: - საით? გელამ მიუგო: - სამსახურში... დრაკონმა მდორედ გადაწია თავი და საათს გახედა: - ჯერ 7 საათიც არ არის, რა გეჩქარება (ამთქნარებს) - დღეს ბევრი საქმე მაქვს, უნდა დავამთავრო - მიუგო გელამ - სამსახურს არ გავკარი თუ ძმა ხარ, წამო ემზარა ხაშზე გვეპატიჟება - ზმორვით უთხრა დრაკონმა... - ხაშზე? - გელა შეყოვნდა - თუმცა დღეს პარასკევია, უფროსს დავურეკავ და ზაზას დაავალებს მაგ ყველაფერს - სახე გაუნათდა გელას... - სასმელი? - აღმოხდა დრაკონს გელამ საწოლის ქვეშ ფრთხილად შეყო ხელი და რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ გამოიღო ლიტრიანი ოდნავ შელახული პლასტმასის ბოთლი... - აა! ორნახადია... ემზარამ ქვისლიც რო წამოიყვანოს, ოთხივეს გვეყოფა... დრაკონს სახე გაებადრა... იგრძნო რასაც უმზადებდა თავის პატრონი... - მაშინ მე ცეცხლს გამოვუშვებ - ირონიულად ჩაიხითხითა დრაკონმა - ოღონდ ასანთი არ გაკრას ვინმემ... ორივეს სიცილი აუტყდა... გელამ შარვლის ჩაცმა დაასრულა და გვერდულად გახედა დრაკონს: - წავედით? - წავედით! ორივე ხვდებოდა, რომ წინ შაბათ-კვირა იყო :D :D :D
|