Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
ფილოსოფია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(2)
[1]
2
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
განათლების შეფასება
, და მორალი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Damnoc
Super Member
ჯგუფი: Registered
Damnoc
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 908
წევრი No.: 72381
რეგისტრ.: 27-October 08
#53901807
· 8 Dec 2018, 10:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ალბათ ერთერთი უიშვიათესი შემთხვევაა ეს კითხვა სადაც ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვერცერთ მხარეს ვერ ჩამოვყალიბდი, არადა ძლიერ აქტუალურია
უნდა ეცადოს თუ არა მასწავლებელი/ლექტორი მაქსიმალურად რომ ყველას დაუწეროს ე.წ. "გამსვლელი ქულა"?
რათქმაუნდა აქცენტია იმ შემთხვევებზე სადაც მოსწავლეს ეს გამსვლელი ქულა არ ეკუთვნის.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
H-8_Oil
And so it goes
ჯგუფი: Members
H-8_Oil
And so it goes
ჯგუფი: Members
წერილები: 5381
წევრი No.: 239679
რეგისტრ.: 13-January 18
#53901910
· 8 Dec 2018, 11:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გვტროლავ? :სპყ:
--------------------
- All moments, past, present and future, always have existed, always will exist
- I am a Tralfamadorian, seeing all time as you might see a stretch of the Rocky Mountains. All time is all time. It does not change. It does not lend itself to warnings or explanations. It simply is.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Damnoc
Super Member
ჯგუფი: Registered
Damnoc
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 908
წევრი No.: 72381
რეგისტრ.: 27-October 08
#53901934
· 8 Dec 2018, 11:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
H-8_Oil
თქვენ მე შეურაცხმყოფთ სერ
კი ერთი შეხედვით ერთგნაზომილებიანი არც-კი-კითხვაა მაგრამ თუ ჩაყვები, არსში არ არის მარტივი.
თუნდაც ის რომ როცა მთელი საზოგადოება "ცოდავს" მაშინ თუ არის მორალური რომ შენ საკუთარი მორალურობით სხვა აზარალო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
H-8_Oil
And so it goes
ჯგუფი: Members
H-8_Oil
And so it goes
ჯგუფი: Members
წერილები: 5381
წევრი No.: 239679
რეგისტრ.: 13-January 18
#53901954
· 8 Dec 2018, 11:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Damnoc
QUOTE
თუნდაც ის რომ როცა მთელი საზოგადოება "ცოდავს"
რომელი საზოგადოება? მესამე მსოფლიოს ქვეყნების?
განვითარებულ საზოგადოებაში
QUOTE
უნდა ეცადოს თუ არა მასწავლებელი/ლექტორი მაქსიმალურად რომ ყველას დაუწეროს ე.წ. "გამსვლელი ქულა"?
რათქმაუნდა აქცენტია იმ შემთხვევებზე სადაც მოსწავლეს ეს გამსვლელი ქულა არ ეკუთვნის.
5% იც არ იტყვის, კი-ს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Damnoc
Super Member
ჯგუფი: Registered
Damnoc
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 908
წევრი No.: 72381
რეგისტრ.: 27-October 08
#53902027
· 8 Dec 2018, 11:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
H-8_Oil
QUOTE
რომელი საზოგადოება? მესამე მსოფლიოს ქვეყნების?
განვითარებულ საზოგადოებაში
ბედკრული სამშობლოს მაგალითი განვიხილოთ
თან პრინციპში ეგრე უცებ არ დავაყენებდი "განვითარებულ" საზოგადოებებს კვარცხლბეკზე შენს ადგილას.
QUOTE
5% იც არ იტყვის, კი-ს
იმით უნდა ვიმსჯელოთ რასაც ამბობს ხალხი თუ იმით რასაც აკეთებს?
ამასობაში მოდი ბარემ ისიც გავარკვიოთ ვის რა მდგომარეობა მიგვაჩნია რომ არის მაგ კუთხით.
ჩემი გამოცდილებით ყოველ მეორე ნაბიჯზე ხდება, ეს უბრალოდ ქულების შეგნებული "მომატებით" იქნება თუ სტანდარტების დაწევით.
პრინციპში ისიც ცალკე სადებატო საკითხია განათლებულობის შეფასება შედარებითი უნდა იყო (როგორც დღეს არის) თუ აბსოლუტური (რამდენადაც შესაძლებელია).
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
KhAtiaAa
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
KhAtiaAa
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 289
წევრი No.: 245202
რეგისტრ.: 4-September 18
#53902182
· 8 Dec 2018, 12:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Damnoc
ვაღიარებ, არ მინდოდა შენს თემაში დაკომენტარება, მაგრამ აქტუალური და საჭირბოროტო საკითხია, ამიტომ, მომინდა კვალი დამეტოვებინა.
საერთოდ, მანდ ბევრი ფაქტორებია გასათვალისწინებელი, როდესაც სკოლის მოსწავლე/ სტუდენტზე გვაქვს საუბარი, ორივე შემთხვევაში, ერთმანეთისგან განსხვავებული მიდგომებია საჭირო.
როდესაც მოსწავლეზე ვსაუბრობთ, აქ უნდა გავითვალისწინოთ, კრიზისული ასაკი, ბევრს თავში უქრის ხოლმე მაგ დროს, უფრო ცელქდებიან ან პირიქით, შესაბამისად, მოსწავლემ შესაძლოა თავისი უნარები ვერ გამოავლინოს სათანადოდ და არასწორი შთაბეჭფილებები დატოვოს მასწავლებელზე. მარტო მე-9 კლასიდან იმდენი ცელქი ბიჭები გაყარეს სკოლიდან, ფაქტობრივად გაწირეს ეს ბავშვები, ჯერ ნასწავლი როგორ ფასდება ჩვენს ქვეყანაში და უსწავლელი ხომ საერთოდ, როდესაც, ვფიქრობ, მასწავლებლების მხრიდან, შესაძლებელი იყო ამ ბავშვებთან სწორად მიდგომა, მაგრამ მასწავლებლები ხომ საქართველოს ტკივილია, ბავშვებთან ელემენტარული მიდგომა არ იციან, რომ მოსწავლის პატივისცემა მოიპოვონ, ქართულის მასწავლებელი საერთოდ იწყევლებოდა, ღმერთმა დაგწყევლოთო. ანუ სკოლაში უფრო ლმობიერებას ვემხრობი, რადგან ხშირია, როდესაც მოსწავლე ეროვნილების დროს ინდომებს და მანდ წარმოაჩდნს ხოლმე დამალულ უნარებს.
უნივერსიტეტში ასე თუ ისე ჩამოყალიბებურ ხალხთან გვაქვს შეხება და რა თქმა უნდა, უფრო მეტი სიმკაცრეა საჭირო, თუ გვინდა რომ ხარისხიანი განათლება მივიღოთ, ოღონდ აქაც გააჩნია საგანს, მაგალითად, თავისუფალი კრედიტების საგანზე, რომელიც სტუდენტის პროფესიას არ ეხება, აქ უფრო ლმობიერი ვიქნებოდი, მაგრამ, მთავარი პროფესიის საგანზე, მკაცრი ვიქნებოდი, ოღონდ რბილად მივუდგებოდი რომ არ დამეფრთხო სტუდენტები და სწავლა არ შემეძულებინა, პირველ შუალედურს ძალიან მკაცრად ჩავატარებდი, რომ შემდეგისთვის უფრო მოენდომებინათ და იოლად გასვლის იმედით არ გაზარმაცებულიყვნენ, მაგრამ ფინალურისთვის თუ ვნახავდი, რომ მონდომებული იყო მოსწავლე და შეძლებისდაგვარად სწავლობდა და შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებდა, ამას დავუფასებდი და ფინალურისთვის ერთი-ორი ქულის გამო, ვერ გავწირავდი, აი სიზარმაცის გამო, თუ სულ არაფერს აკეთებდა სტუდენტი და ჰაერიდან მომთხოვდა ქულებს, ნამდვილად არ დავუწერდი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Damnoc
Super Member
ჯგუფი: Registered
Damnoc
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 908
წევრი No.: 72381
რეგისტრ.: 27-October 08
#53904196
· 8 Dec 2018, 20:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
KhAtiaAa
QUOTE
არ მინდოდა შენს თემაში დაკომენტარება
და რატომ?
სკოლა/უნის ამბავს რაც შეეხება, პრინციპულად სხვადასხვა საკითხია ჩემი აზრითაც.
სკოლა არის საზოგადო ბენეფიტი, მოსწავლე არის ბენეფიციარი და იქიდან გარიცხვა შესაბამისად ნიშნავს რომ ადამიანს ამ ბენეფიტს ართმევ. (ისე აქ წარმოიშობა შემდეგი კითხვა: თუ ბავშვი იმდენად "ცელქია" რომ სხვების განათლებას მნიშვნელოვნად აფერხებს, უნდა დავაყენოთ მისი განათლება სხვების კოლექტიურ ინტერესებზე წინ?)
უნი უკვე აღარ არის საზოგადო ბენეფიტი. ის არის ჩვეულებრივი ბიზნესი რომელიც სუბსიდირებულია მთავრობის მიერ. იქ სტუდენტი არის სერვისის მომხმარებელი.
პრინციპში თუ დისკუსიას აადვილებს შეგვიძლია მთლიანად უნიზე გადავერთოთ.
QUOTE
თუ ვნახავდი, რომ მონდომებული იყო მოსწავლე და შეძლებისდაგვარად სწავლობდა და შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებდა, ამას დავუფასებდი და ფინალურისთვის ერთი-ორი ქულის გამო, ვერ გავწირავდი
თუ ერთი-ორი ქულის მომატება ჭირდება რომ არ გაიწიროს, ასეთ ადამიანს გინდა მისცე დოკუმენტი რომელიც ზოგ შემთხვევაში მისცემს წვდომას ისეთ პოზიციაზე სადაც მის კომპეტენციაზე ადამიანების სიცოცხლე იქნება დამოკიდებული იმის გამო რომ ბეჯითია და კარგი გული აქვს?
QUOTE
აი სიზარმაცის გამო, თუ სულ არაფერს აკეთებდა სტუდენტი და ჰაერიდან მომთხოვდა ქულებს, ნამდვილად არ დავუწერდი.
ვთქვათ ერთს თითი თითზე არ დაუდია და მეორე მთელი გულით ცდილობდა მაგრამ შედეგები ორივეს ზუსტად ერთნაირი აქვთ და ორივეს ჭირდება ცოტა დახმარება რომ არ "გაიწირონ", ამ დროს რას იზამდი?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5793
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16
#53904391
· 8 Dec 2018, 20:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Damnoc
მეჩვენაბ თუ. უსათაუროს ქარმა დაუბერა შენს პოსტებში?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Damnoc
Super Member
ჯგუფი: Registered
Damnoc
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 908
წევრი No.: 72381
რეგისტრ.: 27-October 08
#53904479
· 8 Dec 2018, 21:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Heart_of_Darkness
ახსენი აბა ბრად
ისე უსათაუროდან უბრალოდ განხილვის მეთოდი არ გამოარჩევს ამ განყს?
პრინციპების დონეზე რომ განვიხილოთ დაუკმაყოფილებელი სექს-დრაივი, იღლიები და აბსურდული იუმორი, ყველა მშვენივრად მოერგებოდა ამ განყს ჩემი მოკრძალებული აზრით. მთავარია სოფოს ვფილობდეთ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
KhAtiaAa
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
KhAtiaAa
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 289
წევრი No.: 245202
რეგისტრ.: 4-September 18
#53904883
· 8 Dec 2018, 22:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Damnoc
QUOTE
და რატომ?
არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ, წინა თემაში რაღაც ავირდავირიეთ და თავს ვარიდებდი იგივე რომ არ განმეორებულიყო.
QUOTE
ისე აქ წარმოიშობა შემდეგი კითხვა: თუ ბავშვი იმდენად "ცელქია" რომ სხვების განათლებას მნიშვნელოვნად აფერხებს, უნდა დავაყენოთ მისი განათლება სხვების კოლექტიურ ინტერესებზე წინ?
ძალიან რთული თემაა, იმ მხრივ, რომ ზოგი ბავშვი განსაკუთრებულად რთული და დაუმორჩილებელია, ისე რომ გაკვეთილის ჩატარებას ზოგჯერ შეუძლებელს ხდიან და აქ შეიძლება დადგეს მათი სკოლიდან გარიცხვის საჭიროება, მაგრამ, ერთი ფაქტიც იმსახურებს ალბათ აღნიშვნას, რომ ასეთი ბავშვები გამგებიან და მეგობრულ მასწავლებელებლებთან გაცილებით მეტ პატივისცემას ამჟღავნებე. ისეთი კლასელი მყავდა, რომ სკოლის აუტანელ ბავშვებში ალბათ სამეულში შევიდოდა და აი რასაც ჰქვია ამწარებდა მასწავლებლებს, ოღონდ ისტორიის მასწის გარდა, რომელიც ძალიან მეგობრულად ეპყრობოდა ბავშვებს და ერთადერთი საგანი იყო, სადაც ეს ბავშვი გაკვეთილშიც ერთვებოდა და ძალიანაც არ ხმაურობდა, კიდევ მეორე იყო, რომელიც ძალიან ბევრს აცდენდა, მაგრამ ნამდვილად ძალიან ნიჭიერი იყო, კომპიუტერულ პროგრამებში ერკვეოდა ძალიან, მაგრამ ესეც გააგდეს, ეხლა ეს ბავშვი არ გაწირეს? ნუ, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მასწავლებელზე ბევრი რამაა დამოკიდებული, რაც უფრო ემეგობრება მოსწავლეებს და დისტაინციას არ იჭერს, ამპარტავნული მზერით, მით უფრო მეტ პატივისცემას მიიღებს მოსწავლეებისგან, ნევროზიანმა და ხეპრე მასწმა რა უნდა გააგებინოს ასეთ ბავშვს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული შემთხვევებიც ხდება, როდესაც არც მეგობრობა არ ჭრის ზოგ ბავშვთან, რა შემთხვევაშიც, ალბათ, სამწუხაროდ, აუცილებელია რაღაც ზომების მიღება.
QUOTE
თუ ერთი-ორი ქულის მომატება ჭირდება რომ არ გაიწიროს, ასეთ ადამიანს გინდა მისცე დოკუმენტი რომელიც ზოგ შემთხვევაში მისცემს წვდომას ისეთ პოზიციაზე სადაც მის კომპეტენციაზე ადამიანების სიცოცხლე იქნება დამოკიდებული იმის გამო რომ ბეჯითია და კარგი გული აქვს?
აქ ერთი რამეც არის გასათვალისწინებელი, გააჩნია რა პროფესიას ეხება ეს შეღავათი, მაგ: სამედიცინოზე რა თქმა უნდა დესპოტი ვიქნებოდი, რადგან ექიმის ცოდნა მარტო ექიმს არ ეკუთვნის, აქ სხვა ადამიანების ჯანმრთელობა დგება კითხვისნიშნისქვეშ.
QUOTE
ვთქვათ ერთს თითი თითზე არ დაუდია და მეორე მთელი გულით ცდილობდა მაგრამ შედეგები ორივეს ზუსტად ერთნაირი აქვთ და ორივეს ჭირდება ცოტა დახმარება რომ არ "გაიწირონ", ამ დროს რას იზამდი?
თუ ორივე ტიპის სტუდრნტმა ერთი დ იგივე შედეგები დადო გამოცდაზე და ორივეს 1-2 ქულის მომატება დასჭირდა, არცერთს არ გამოვყოფდი, აი ორივეს რომ - 0 მიეღო, მაშინ, გამოვიდოდა, რომ საერთოდ არაფერი უსწავლიათ და ვერ მოვუმატებდი, თუმცა, იდეაში, არ არის სწორი ასეთი ქმედება, რადგან უნივერსიტეტი სერიოზულ მიდგომას მოითხოვს და სიმკაცრე აუცილებელია, ხარისხიანი განათლებისთვის. და საერთოდ, დავამატებდი, რომ თუ სტუდენტი რაიმე პროფესიას ალღოს ვერ უღებს, უნდა შეიცვალოს პროფესია, რომ ქულები აღარ ჰქონდეს მოსამატებელი და აღარ გაწვალდეს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5793
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16
#53904890
· 8 Dec 2018, 22:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Damnoc
QUOTE
(Damnoc @ 8 Dec 2018, 21:13 )
ისე უსათაუროდან უბრალოდ განხილვის მეთოდი არ გამოარჩევს ამ განყს?
მოჭარბებული ტროლინგი გამოარჩევს.
ერთობ პოსტმოდერნისტული განყია, ვფიქრობ, თანამედროვე კულტურის კრიზისის რეპრეზენტატულიც კი.
QUOTE
ყველა მშვენივრად მოერგებოდა ამ განყს ჩემი მოკრძალებული აზრით.
ნამდვილად, ბევრი საინტერესო იუზერია.
ჯერ მარტო იუზერ ბრევალოს ეროტიკული მატიანე რად ღირს და მერე სპრინგთაიმის რაშიმონისეული ხედვა.
ჩემი საყვარელი განყია, ლიტერატურის შემდეგ.
ნიჰილისტურ განწყობაზე ყოფნისას შევდივარ ხოლმე და მახალისებენ თემების აბსურდულობით.
ამ თემას რაც შეეხება,
QUOTE
უნდა ეცადოს თუ არა მასწავლებელი/ლექტორი მაქსიმალურად რომ ყველას დაუწეროს ე.წ. "გამსვლელი ქულა"?
იმ ღრმად ინტელექტუალური საკითხების შემდეგ, რომლებზეც ვდავობდით, იმათთან შედარებით,მსუბუქი თემაა.
იმ ადამიანის მოლოდინში ვარ, ვინც დადებით პასუხს დაგიწერს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Damnoc
Super Member
ჯგუფი: Registered
Damnoc
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 908
წევრი No.: 72381
რეგისტრ.: 27-October 08
#53905284
· 8 Dec 2018, 23:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
KhAtiaAa
QUOTE
მასწავლებელზე ბევრი რამაა დამოკიდებული
მაგაში გეთანხმები მაგრამ მოდი კითხვა ასე მოვაბრუნოთ. თუ აღმოჩნდა (და ალბათ ასეც არის) რომ ყველა სკოლის ყველა საგანში ვერ გვეყოლება ისეთი მასწავლებელი ვისაც უნარი ან/და სტაბილური მოტივაცია აქვს რომ ასეთი მოსწავლე ბედნიერი ამყოფოს, მაშინ რა ვქნათ?
ამასობაში ეს საკითხიც წამოიჭრა: "რაც დღეს "საშუალო" განათლებად ითვლება რეალურად საშუალოა?"
QUOTE
გააჩნია რა პროფესიას ეხება ეს შეღავათი
ჰმმმ, რომელ პროფესიებზე იტყოდი რომ არ საჭიროებს სიმკაცრეს? ან რა პრინციპით გადაარჩევდი?
QUOTE
თუ სტუდენტი რაიმე პროფესიას ალღოს ვერ უღებს, უნდა შეიცვალოს პროფესია
გეთანხმები და თან მგონი არსებული შეფასების სისტემა რომ ავამუშავოთ ისე როგორც საჭიროა, თავისთავად მოგვარდებოდა ეგ პრობლემა.
Heart_of_Darkness
QUOTE
ერთობ პოსტმოდერნისტული განყია, ვფიქრობ, თანამედროვე კულტურის კრიზისის რეპრეზენტატულიც კი.
კულტურული სეპარატიზმი მეჩვენება მაგ განყის საწვავად. "I'll make my own culture, with blackjack and hookers" მოტივებზე
QUOTE
იუზერ ბრევალოს ეროტიკული მატიანე
მოილინკოს სამეცნიერო ინტერესის ეგიდით.
QUOTE
იმ ადამიანის მოლოდინში ვარ, ვინც დადებით პასუხს დაგიწერს.
შენს ადგილას სუნთქვას არ შევიკავებდი მაგის ლოდინში
ასეთუისე ერთი ჯიშის ხალხი მოდის თავისი ნებით ამ განყში და დიდი ალბათობით სიმულირება იქნება საჭირო განსხვავებული აზრის
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Lаki
Ho(m)po Sapiens
ჯგუფი: Members
Lаki
Ho(m)po Sapiens
ჯგუფი: Members
წერილები: 29626
წევრი No.: 172971
რეგისტრ.: 7-September 13
#53906554
· 9 Dec 2018, 11:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კომუნისტების დროს გიჟები კი არ იყვნენ, სკოლაში მოსწავლეს 3-ანს რომ არ ამადლიდნენ.
ნუ ახლა, თუკი მთლად ჩამოყალიბებულ კრიმინალთან არ ჰქონდათ საქმე.
ხშირად ხდება ხოლმე რომ მერე ის სამოსანი ცხოვრებაში წარჩინებული ადამიანი გამხდარა.
სხვა მხრივ კი ყველაფერში ვეთანხმები
KhAtiaAa
-ს
--------------------
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
KhAtiaAa
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
KhAtiaAa
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 289
წევრი No.: 245202
რეგისტრ.: 4-September 18
#53906627
· 9 Dec 2018, 12:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Damnoc
QUOTE
თუ აღმოჩნდა (და ალბათ ასეც არის) რომ ყველა სკოლის ყველა საგანში ვერ გვეყოლება ისეთი მასწავლებელი ვისაც უნარი ან/და სტაბილური მოტივაცია აქვს რომ ასეთი მოსწავლე ბედნიერი ამყოფოს, მაშინ რა ვქნათ?
ერთადერთი საშველი განათლების სისტემის გადატრიალებაა, წესით, ყველაზე მეტი ფინსნსები განათლებაზე უნდა იხარჯებოდეს, 250 მილიონი არისო ფეხბურთისათვის გამოყოფილიო და ეს თანხა განათლებისთვის მოეხმარათ არ სჯობდა? ამ ჩვენს ფეხბურთს მაინც სრაფერი ეტყობა და სად მიდის ეს თანხა ვერ გამიგია. ჩემი ნება რომ იყოს, სკოლებში შევიტანდი მეტ აკადემიურობას, მასწავლებლობა ისევე პრესტიჟული იქნებოდა, როგორც ლექტორობა, ამ მასწავლებლებს, გამოცდებს ჩავუტარებდი, როგორც კონკრეტულ მათ საგანში, ისე ფსიქოლოგიაშიც, რადგან მასწავლებელი, ბავშვის ფსიქოლოგიაში კარგად უნდა ერკვეოდეს, გამოცდებჩაბარებულებს, სათანადო ხელფასი ექნებოდათ და შესაბამისად, მოტივაციაც გაეზრდებოდათ.. რამდენჯერაც ჩვენთან მასწავლებლების გამოცდები ჩატარდა, ყველა ჯერზე 80%+ ჩაიჭრა, ყველა საგანში, ასეთებმა ვის რა უნდს ასწავლონ? კიდევ, შეიძლება ვინმეს გაეცინოს ამაზე, მაგრამ ფორმების შემოტანას ვემხრობი, რადგან მარტო პრანჭვა-გრეხვაზე აღარ იქნებოდნენ ბავშვები გადართული და სწავლას უფრო მეტ დროს დაუთმობდნენ.
QUOTE
რაც დღეს "საშუალო" განათლებად ითვლება რეალურად საშუალოა?"
არანაირად არ არის, ჩვენი ქვეყნის სკოლებში რაც ხდება არის რასაც ჰქვია " ბარდაგი" სრული უპატივცემულობა მოსწავლე-მასწავლებელს შორის, ისეთი სასაცილო/ სატირალი სცენები მახსენდება თუ რა ხდებოდა გაკვეთილებზე, რომ რავიცი, ერთი სსრკ მასწავლებელი გვყავდა, რასაც ჰქვია მართლა გარეკილი და პროტესტის ნიშნად 30-ივე ბავშვი კლასში არ შევდიოდით გაკვეთილზე და ისეთი სცენები იდგმებოდა რომ აი მართლა სამარცხვინო და ამას გარდა კიდევ რამდენი სისულელე ხდებოდა, ვინ მოთვლის.
QUOTE
რომელ პროფესიებზე იტყოდი რომ არ საჭიროებს სიმკაცრეს? ან რა პრინციპით გადაარჩევდი?
იდეაში ნამდვილად ყველა საჭიროებს სიმკაცრეს, ეს ასეც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, თუ გვინდა რომ ცოტა განვვითარდეთ და მეტი მცოდნე გვყავდეს, მაგრამ, აი ერთ რამეს გეკითხები, შენ როგორ მოიქცეოდი, აი მაგ: სტუდენტმა რთულ საგანში დააგროვა ფინალურიანად 50 ქულა და 1 ქულა აკლდება, მოუმატებდი? მე ჩემი ამბავი რომ ვიცი, 1 ქულისთვის შემეცოდებოდა. თორემ არანაირად არ არის ეს სწორი.
QUOTE
გეთანხმები და თან მგონი არსებული შეფასების სისტემა რომ ავამუშავოთ ისე როგორც საჭიროა, თავისთავად მოგვარდებოდა ეგ პრობლემა.
ისე, ეგრეა, ლექტორი არანაირ შეღავათზე რომ არ წავა, თავისთავად იძულებულნი გახდებიან, რომ პროფესია შეიცვალონ და მათთვის გასაგები განხრით წავიდნენ და ვინ იცის, იქნება უკეთესი სპეციალისტებიც გახდნენ.
* * *
Lаki
QUOTE
კომუნისტების დროს გიჟები კი არ იყვნენ, სკოლაში მოსწავლეს 3-ანს რომ არ ამადლიდნენ.
ისე, კომუნისტების დროს, ბევრი ჩაწყობები ხდებოდა, მარტივი მაგალითი, ბიძაჩემია, ანჩი-ბუნჩი არ სცოდნია, მაგრამ, ფულის სანაცვლოდ, იურიდიულზე მოუწყვიათ, თუმცა მაინც ვერ უსწავლია და როგორც ჩაურიცხავთ, ისე გამოურიცხავთ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Lаki
Ho(m)po Sapiens
ჯგუფი: Members
Lаki
Ho(m)po Sapiens
ჯგუფი: Members
წერილები: 29626
წევრი No.: 172971
რეგისტრ.: 7-September 13
#53907568
· 9 Dec 2018, 16:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
KhAtiaAa
ეგაა
იურიდიულზე (და სამედიცინოზე) მარტო ფულით ან მხოლოდ(!) ცოდნით ვერ გახვიდოდი/ჩააბარებდი
ორივე საჭირო იყო.
ჩაწყობები კიდევ ყველგან ხდებოდა
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფილოსოფია
|
იქით
»
Pages:
(2)
[1]
2
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1124 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.