ადამიანებს გვაქვს მოთხოვნილება უკეთესს პირობებში ვიცხოვროთ, როცა ეს არ ხერხდება,
ამ უკეთესობის პროექციაც კი გვხიბლავს. ტყუილი აუცილებეილიც კია ჯანსაღი ფსიქიკისთვის,
ალბათ, ამიტომ არის თავს რომ ვიტყუებთ ხოლმე ადამიანები, იმედგაცრუებისგან ვცდილობთ ქვეცნობიერად თავდაცვას.
აბა, წარმოიდგინე ისეთი ქვეყანა სადაც პოლიტიკოსები არ მოიტყუებენ და ყველაფერს ისე იტყვიან, როგორც არის, მაგალითად: პენსია მოიმატებს, მაგგრამ საგარეო ვალის მეშვეობით, რომლის გადახდაც თქვენს შვილებს და შვილიშვილებს დაეკისრებათ. ვერასდროს დავიბრუნებთ აფხაზეთს და ვერც ოსეთს, სად გვყავს ჩვენ ამ ტერიტორიების დამბრუნებელი ჯარი ან დიპლომატები... და ა.შ.რეიტინგი დაუვარდებათ ასე რომ ილაპარაკონ, ხალხს პოპულისტური იდეები კვებავს, ილუზიები და უკეთესი ცხოვრების იმედი.
თან სიმართლე კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ რამდენად გულანთებულად ამბობს იმას,რასაც ამბობ. მერე ყოველთვის შეიძლება თქვა მე ასე მჯეროდა და მინდოდა რომ ყოფილიყო, მაგრამ არ გამოვიდაო. ამიტომ პოლიტიკოსები არ იტყუებიან, უბრალოდ ,,არ გამოსდით დანაპირების ასრულება"
თემა უფრო ფსიქოლოგიური მგონია.