სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ჩატარებისთვის ერთ-ერთ ქალაქად ფოთი განიხილებაერთ-ერთი ქალაქი, რომელიც საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ჩატარების ადგილად განიხილება, ქალაქი ფოთია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი.
როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ზურაბიშვილი ინაუგურაციის ფოთში გამართვას იმ სიმბოლური დატვირთვით ხსნის, რომ აღნიშნული ქალაქის აღმშენებლობა მისი დიდი ბაბუის, ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება. როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილის მამა, ლევან ზურაბიშვილი ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილი იყო.
შეგახსენებთ იმასაც, რომ სალომე ზურაბიშვილმა სწორედ იგივე მიზეზით საარჩევნო კამპანიაც სიმბოლურად სწორედ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში გამართული შეხვედრით დაიწყო.
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია სავარაუდოდ, თბილისში არ გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ინაუგურაციის ჩატარების ადგილად რამდენიმე ქალაქი განიხილება, თუმცა კონკრეტულად რომელში გაიმართება ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 59 %-იანი მხარდაჭერა მიიღო. პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს უნდა გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები თბილისში, პარლამენტის ეზოში გაიმართა.
https://www.interpressnews.ge/ka/article/52...poti-ganixilebaსაოცარ და საინტერესო ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ვერასდროს ვერ მოიწყენ
This post has been edited by tintoreto on 3 Dec 2018, 16:50
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი