#56241774 · 2 May 2020, 23:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
atmismuraba
QUOTE | რომელი ფილოსოფოსის ნამუშევარი იყო ყველაზე გავლენიანი პირადად თქვენს ცხოვრებაში |
ალბათ პირველი ფილოსოფოსი, რომელსაც უფრო ახლოს გავეცანი, იყო არისტოტელე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მამა და ფილოსოფიის ბიძა. ))
მართალია, დღევანდელი გადმოსახედიდან ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ პოზიტივი მეტი ჰქონდა მაინც. თუნდაც რად ღირს მის მიერ შექმნილი "ცოცხალ არსებათა კიბე", რომელმაც შემდეგ საფუძველი დაუდო მოძღვრებას ევოლუციის შესახებ...
სამაგიეროდ, კაი ბლომად შეუსაბამობები აქვს თანამედროვეობასთან. მის მიხედვით, ქალები ბოროტები და მახინჯები არიან: კაცი რომ დაამახინჯო და გონადები ამოაჭრა, ფემინიზდება, ქალს დაემგვანებაო. )) ზოგი ადამიანი მონობას იმსახურებსო (აქ როგორ არ გავამართლო, ოღონდ დაბადებიდან არა, საქციელიდან გამომდინარე!!). გველთევზებს გონადები არ აქვთ და შლამიდან ჩნდებიანო. არც ფუტკრის გამრავლება ესმოდა მთლად სწორად, მაგრამ მაინც გენიალური მეცნიერი იყო.
--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
|