რა დასტოინი პრეზიდენტი გვყავს

სად ეს:
და სად საბჭოთა დიპლომატიის ფანი ვირთხა ულვაშა.
ამ სტატიას აქაც დავდებ:
ინტერნეტ მომხმარებელი გიორგი დიასამიძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელმაც საზოგადოების დაინტერესება გამოიწვია. გთავაზობთ წერილს უცვლელად:
"იმ ხალხის გასაგონად, ვინც ბოლო დღეებში წერს, რომ ძალიან გაუკვირდათ სალომე ზურაბიშვილის მაღალი დონის ინტერვიუები დასავლურ მედიაში, მისგან ამას არ ელოდნენ და სასიამოვნოდ გაოცებულები არიან, მინდა დავსვა კითხვა - რატომ გაგიკვირდათ? თქვენ მართლა გჯეროდათ, რომ სალომე ზურაბიშვილი რუსეთის აგენტია და უტვინო და უჭკუო? რატომ? მისი ბიოგრაფიის გადახედვა საკმარისი არ იყო იმისათვის, რომ ეგ აზრი აგრესიული და ყველაფრის მკადრებელი წინასაარჩევნო კამპანიის მიუხედავად სრულ აბსურდად მოგჩვენებოდათ? ან რანაირად უნდა ყოფილიყო უტვინო ადამიანი, რომელმაც ახალგაზრდა ასაკიდან კარიერა გაიკეთა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყნის დიპლომატიურ სამსახურში და ეს ქნა ღარიბი ემიგრანტების ოჯახიდან გამოსულმა გოგონამ. ძალიან კომიკურად გამოიყურება ის ხალხი, ვისაც ეს ინტერვიუები უკვირს
დიახ, სალომე ზურაბიშვილი არის ძალიან ჭკვიანი, პროდასავლელი დიპლომატი და პოლიტიკოსი და არაფერია საოცარი იმაში, რომ ასეთ ძლიერ ინტერვიუების აძლევს და გამოთქვამს რაფინირებულ და დიპლომატიურ აზრებს. სხვათა შორის, მას რუსები უკვე ძალიან ასწორებენ მიწასთან რადიკალურად პროდასავლური აზროვნების გამო. პარტიული აქტივისგან ყველაფერია მოსალოდნელი და ცოტა მოაზროვნე ხალხი ასე მარტივად როგორ წარმოეგეთ პრიმიტიულ პროპაგანდას?
დღეს რუსები და ნაცები გვერდიგვერდ და მხარდამხარ ერთად ებრძვიან სალომეს - რუსები მას დასავლეთის აგენტს უწოდებენ, ახსენებენ ანტისაბჭოთა წარსულს, ხოლო ნაცები მთელს ინტერნეტში ყველგან წერენ, რომ სალომე კარტოფილზე და ხახვზე გაყიდულმა ქართველებმა აირჩიეს. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი გამოვიდა და მთელი მსოფლიოს გასაგონად გააბანძა ქართველი ხალხი - მას კარტოფილზე გაყიდული უწოდა. ეს ხალხი ეძახდა სალომეს მოღალატეს და საქართველოს მტერს? კარტოფილის და ხახვის გამო კი არა, იმის გამო წააგეთ არჩევნები, ასეთი მდაბალი წარმოდგენა რომ გაქვთ ქართულ საზოგადოებაზე. სალომე ზურაბიშვილს არც ის უთქვამს, რომ ომი საქართველომ დაიწყო. მაგ ქალმა რაც თქვა, იცის მთელმა მსოფლიომ. დიახ, სააკაშვილის უთავბოლო პოლიტიკა გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ტერიტორიები კიდევ ერთხელ დავკარგეთ და ჩვენს დაუძინებელ მტერს - რუსეთს გავუადვილეთ ამ მიზნის მიღწევა. იმისათვის, რომ არ დაისაჯონ იმ ქმედებებისთვის, რაც ჩაიდინეს, სააკაშვილი და მისი გუნდი აქეთ გადმოვიდა შეტევაზე და სხვას დაუწყო მოღალატის ძახილი - მარტივი და ბინძური სტრატეგიაა, ვერაფერს იტყვი.
სალომე ზურაბიშვილს მიულოცა ევროპამ, საერთაშორისო საზოგადოებამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მაგრამ არ მიულოცია რუსეთს და ნაცები ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერის, მედოევის ციტატას დაარბენინებენ სალომეზე, სადაც ის საქართველოს პრეზიდენტს და ქართველებს დასცინის და ლანძღავს, მედოევის გარდა არავინ ჰყავთ დასაციტირებელი.
აშშ-ის ელჩი ილია მეორესთან მივიდა და მისი ზურგიდან მოუწოდა ვაშაძეს, რომ სალომეს გამარჯვება ეცნო. ეს არაფერს გეუბნებათ? არ აწყობს აშშ-ს საქართველოში არეულობა და პუტჩი, ის აწყობს რუსეთს, მას აწყობს საქართველოში სისხლი, ხოცვა-ჟლეტა და ადგილზე ვინ ვისი კაცია თუ ქალი და ვის ინტერესებს ატარებს, აქედანაც ჩანს.
ან თქვენ რა ლიბერალები ხართ, მის დღემში ქართველ ხალხს ბნელს რომ უწოდებთ და ზემოდან უყურებთ. ქალს ხან მეძავს უწოდებდნენ, ხან ირანელის ცოლობას აბრალებდნენ და ერთი ხმა არ ამოგიღიათ, ეგ კი არა, თავადაც ესროდით ქვებს. ირანელი კი არა, კომუნისტების გაგდებული ემიგრანტების შთამომავალი ჰყოლია ყოფილი ქმარი და თქვენ ყიზილბაშებს ეძახდით მის შვილებს. ეგაა თქვენი ლიბერალობა, ეგაა თქვენი ფემინისტობა? ერთს არ გითქვამთ, ირანელიც რომ იყოს, მერე რაო. ან 30 წლის წინანდელ განქორწინებას რატომ უხსენებთ ქალს, ბნელი გრუზინები ხომ არ ხართ.
ერთს არ გაგიკრიტიკებიათ სააკაშვილი ქსენოფობიური, ანტისემიტური, დისკრიმინაციული, სექსისტური გამოსვლებისთვის მთელი წინასაარჩევნო პერიოდის მანძილზე და სალომეს "გამოთქმებს" დასდევდით, ერთი სიტყვა შეშლოდა, რომ მთელს ინტერნეტში და მედიაში გეტრიალებინათ. მოუგონეთ ათასნაირი ფეიკი ნიუსი, აღვივებდით კუთხურ შუღლს, ან ამ ყველაფრის ჩამდენებს შორიდან უყურებდით, ხოდა, ამიტომაც თქვენი მოჩვენებითი "ლიბერალობაც" საპნის ბუშტივით გასკდა და ყველას რეალური სახე გამოჩნდა.
დიახ, სალომე პროდასავლელი პრეზიდენტია - კომუსტების გაძევებული ქართველი პატრიოტების შთამომავალი და ძალიანაც სიმბოლური და მაგარია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს 100 წლის თავზე ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი - ჭკვიანი, გაწონასწორებული, რაფინირებული და ძლიერი ქალი (და ლამაზი), რომელიც ერთ-ერთი ქალი პრეზიდენტია მსოფლიოში, სულ რაღაც 12-თთაგან და ეს უკვე ძალიან ბევრმა აღნიშნა, მათ შორის, ევროპელმა მაღალჩინოსნებმა ევროპის მაღალი ტრიბუნებიდან და მედიიდან.
ასე რომ, ბატონებო, ნუ გიკვირთ სალომეს ინტერვიუები დასავლურ მედიაში. ეს ლოგიკურია, ისევე როგორც ლოგიკურია ის, რომ ნაციონალების კანდიდატს - გრიგოლ ვაშაძეს ყოველ მეორე გამოსვლაში საბჭოთა კავშირი ენატრება და მის "უძლიერეს დიპლომატიას" მისტირის. ყველაფერზე ფაქტები ღაღადებენ, თორემ ენას ძვალი არა აქვს და დაბრალებით ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრასაც დააბრალებ ადამიანს, თუ გეყოფა ფანტაზია, შუბლის ძარღვს გაიწყვეტ და ყველაფერს იკადრებ ადამიანი," - წერს ინტერნეტ მომხმარებელი.
This post has been edited by arasblut on 5 Dec 2018, 12:52
მიმაგრებული სურათი