ვაკანსიის სრული აღწერა და განაცხადიდასაქმების სააგენტო ჯობლინკი აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. შესყიდვების მენეჯერი ესაჭიროება კომპიუტერული და მობილური ტექნიკის ონლაინ მაღაზიას.
ძირითადი მოვალეობები:
კომპანიის გაყიდვების სამსახურიდან შემოსული მოთხოვნის მიხედვით, სადისტრიბუციო ქსელში შესაბამისი პროდუქციის მოძიება და შესყიდვა;
კონკრეტული პროდუქციის დეფიციტის შემთხვევაში, ალტერნატივების მოძიება;
სადისტრიბუციო კომპანიებთან ურთიერთობის გაღრმავება;
მუდმივად ახალი მომწოდებლებისა და გაუმჯობესებული პირობების ძიება;
ყველა ის მოვალება, რაც კომპანიის გაყიდვების შეუფერხებელი მიწოდებებისათვის არის აუცილებელი.
ძირითადი მოთხოვნები:
კომპიუტერული და მობილური ტექნიკის კარგად ცოდნა – როგორც სამომხმარებლო, ასევე საბაზრო, (ფასების), თვალსაზრისით;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
აუცილებელი თვისებები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
სისხარტე;
მიზანდასახულობა;
დროის ეფექტურად მართვის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები:
სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე;
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ანაზღაურება:
ფიქსირებული ხელფასი: 500 ლარი;
ბონუსი: შესრულებული შესყიდვების მიხედვით.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: შესყიდვების მენეჯერი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 32 2880107.