შსს: პატრულ-ინსპექტორი, მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამს იღებდა იმ პირისგან, ვინც მეტროში ხალხს უკანონოდ ატარებდა
206წაკითხვა9გაზიარება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალურმა ინსპექციამ ქრთამის აღების ბრალდებით პატრულ-ინსპექტორი დააკავა.
უწყების განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის ერთ-ერთ მეტროსადგურში მოქალაქე გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საკუთარი სამგზავრო ბარათის გამოყენებით, ხალხს უკანონოდ ატარებდა. მათი თქმით, აღნიშნული დარღვევის შესახებ გაიგო მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა და მას მფარველობის სანაცვლოდ ყოველ მორიგეობაზე გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა.
უწყებაში ამბობენ, რომ ბრალდებული მეტროსადგურ ვარკეთილში მორიგი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს.
<a href='https://on.ge/story/31078-შსს-პატრულ-ინსპექტორი-მფარველობის-სანაცვლოდ-ქრთამს-იღებდა-იმ-პირისგან-ვინც-მეტროში-ხალხს-უკანონოდ-ატარებდა?fbclid=IwAR1BnXN_7ZrmXM_dUB3i8cHbCWlASkcVwlAvIXgFegQXgAknCOFQAYX99FE' target='_blank' rel='nofollow'>https://on.ge/story/31078-შსს-პა
ამ ქვეყანაში არანაირი დაკრიშვა არ გაგივათ!
This post has been edited by SPLIYVI on 6 Dec 2018, 22:00