რასობრივ დისკრიმინაციაზე მეტია სასჯელი და ასეც უნდა იყოს.
თუ ვინმე არაა შემოსაშვები ქვეყანაში, არ უნდა შემოუშვა, თუ უშვებ, არ უნდა ცემო და არ უნდა მოკლა.
ის აზერ-ებრაელი ბიჭი - საფაროვი რომ მოკლეს ნაბიჭვრებმა, არ შეგეცოდათ? თუ გაგიხარდათ, რაკი ქართველი არ იყო. სწორედ მაგ მიზეზით მოკლეს.
ძალიან კარგი კანონები შეიმუშავა ოცნებამ და მართლა ევროპული და დემოკრატიული ქვეყანა ვხდებით პირველად საქართველოს ისტორიაში:
მაგალითად, წელს გამკაცრდა სასჯელი გენდერული ნიშნით ჩადენილ კრიმინალზე და ოჯახურ ძალადობაზე. ამასთან, გადამზადდა პატრული ამ მიმართულებით და შეიქმნა სპეციალური სამსახური, რომელიც ოჯახურ ძალადობაზე იქნება ორიენტირებული,
შედეგად მივიღეთ ის, რომ 2018 წელს არ მომხდარა არცერთი ცოლის ან ყოფილი ცოლის მკვლელობა, არ ყოფილა ერთი ფაქტიც კი, მაშინ როცა ბოლო წლებში ისეთი საშინელი ვითარება იყო, ლამის კვირაში ორჯერ ხდებოდა და მივეჩვიეთ კიდეც, ყურადღებას აღარ ვაქცევდით. 2017 წელს საქართველოში 50-მდე ქალი მოკლეს, მაშინ როცა ვაჰაბიტურ ჩრდილო კავკასიაში 2007-2018 წლებში მხოლოდ მაგის ნახევარი.
რამხელა ნაბიჯია აზრზე ხართ?
ამისთვის დიდი მადლობა თამარ ჩუგოშვილს და ეკა ბესელიას, დაწერილი კანონებისთვის და მთელ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, რომელმაც ასევე დიდი ისტორიული გარდატეხა მოახდინა საქართველოში, ქალის გაპრეზიდენტებით, მაშინ როცა შეეძლო ბევრად უფრო ადვილად და ნაკლები ძალისხმევით თუ ფინანსებით ვინმე მარგველაშვილისნაირი მამრი გაეყვანა.
ამაზე არავინ წერს და არავინ საუბრობს: ნაცები იასნია არ იტყვიან, არც ქოცების ნაწილი, არც პიარი ჰყავს ხელისუფლებას წესიერი და როგორც ამ არჩევნებიდან პერიოდიდან აღმოჩნდა, ქართველებს არც რეალური ფემინისტები და ლიბერალები გვყავს.
არადა, მაგარი ამბები ხდება საქართველოში, ძალიან მაგარი - ევროპაში შევდივართ გრიალით