თემა არაა ამაზე როგორც ჩანს , არადა საინტერესო მოვლენაა მისთვის ვისაც 18-21 წწ კავკასიის ისტორია აინტერესებს.
მოკლედ , ლეტს გო ....
ამიერკავკაიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკადროშა 

მდებარეობა 

მთავრობის მეთაური/პრემიერ მინისტრი -  აკაკი ჩხენკელი ( შემდეგ საქართველოს საგარეო საქმ.მინისტრი). 
დედაქალაქი - ტფილისი . 
ფედერაციის დაშლის შემდეგ სხვადასხვა დროს ყალიბდებოდა საქართველოს , სომხეთის , აზერბაიჯანის , არაქსის, სხმრეთდასავლეთ კავკასიის,მთის სომხეთის რესპუბლიკები, რომელთა უმეტესობამ უმოკლეს ხანაშივე შეწყვიტა არსებობა . 
მცირე ისტორია1918 წლის 22 აპრილს გამოცხადდა ფედერაციის დამოუკიდებლობა რუსეთის იმპერიიდან . 1918 წლის 16 მაისს საქართველო გავიდა ფედერარაციიდან. 28 მაის ფედერაცია ლიკვიტირებულ იქნა  ტფილისში  . სომხეთმა და აზერბაიჯანმაც გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. 
მიუხედავად ამ მცირე პერიოდისა , ქვეყანას ძალიან საინტერესო და რთულ პერიოდში მოუხდა არსებობა . 
რატომ გამოაცხადა ამიერკავკასიამ რუსეთისგან დამოუკიდებლობა?როდესაც მეფის რუსეთში ქაოსი დაიწყო ამიერკვაკასიისთვის ვეღარ იცლიდა ცენტრალური ხელისუფლება . ''ოზაკომი''  რომელსაც უნდა დაეცვა რეგიონი ქაოსისგან ფაქტობრივად ვერაფერს აკეთებდა .  როცა რუსმა ჯარისკაცებმა კავკასიის ფრონტი დატოვეს ფაქტობრივად რეგიონი
დაუცველი დარჩა . სომხეთის მონაკვეთის დაცვას ცდილობდნენ სომხები , ქართულისას ქართველები ... პარარელურად ოსმალეთი ცდილობდა
ამიერკავკასიისთვის ბიძგი მიეცა რომ დამოუკიდებლბა გამოეცხადებინა .ცდილობდა დაედო სეპარური შეთანხმება . 29 იანვარს (1918წ.)  გეგეჭკორმა უკრაინისა და სამხ.აღმოსავლეთის მთავრბებს (რუსეთის იმპერია) ამცნო ოსმალეთის სამშვიდობო ინიციატივის შესახებ და თებერვლისთვის ამ საკითხის განსახილველად ამიერკავკასიის დედაქალაქ თბილისში მოიწვია. მათ უარი განაცხადეს . სამხრთ.აღმოსავლეთის მთავრობან მტერთან მოლაპარაკებაზე არ წავალო... მოკედ , ფრონტისპირა ამიერკავკასია შიდა იმპერიულ იზოლაციაში მოექცა + თურქების პირისპირ მარტო დარჩა . 
თურქებმა დაიწყეს შეტევა იმ ფრონტზე რომელსაც მხოლოდ ქართველები და სომხები იცავდნენ  .
პარარელურად ამიერკავკასიამ შექმნა საკუთარი სეიმი - პირველი სხდომა გახსნა ჩხეიძემ
ამიერკავკასიაში ჩამოდის ინფორმაცია რომ რუსეთმა ყარსის არდაგანის და ბათუმის ოლქები თურქეთს დაუთმო.
ტრაპიზონში შედგა ამიერკავკასია-ოსმალეთის დელეგაციების შეხვედრა .  ფედერაცია ტერიტორიების დათმობაზე უარს აცხადებდა .
თურქულმა დელეგაციამ ამიერკავკასიურს რამდენჯერმე სთხოვა განემარტათ , თუ რა ტიპის წარმონაქმთან უწევდათ საქმის დაჭერა.
რუსეთის იმპერიის მოშლა ,ამიერკავკასიური ტერიტორიების თურქეთზე გადაცემა , თურქეთის სამხედრო მოქმედებები რეგიონში იყო ძირითადი მიზეზი რის გამოც გამოცხადდა ამიერკავკასიის დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა . 
დაშლათურქეთის ჯარები რომლებიც სომხური და ქართული მიწების სიღრმეებს იკავებდნენ სრულიად მისაღები იყო აზერბაიჯანელებისთვის .
ამის ფონზე ქართველები გამოსავალს ეძებდნენ და ხსნა ჰპოვეს გერმანიაში , რომელსაც დახმარება სთხოვეს  ისე , რომ სომხებისა და აზერებისთვის არაფერი უცნობებიათ .  ბაქოში ელოდებოდნენ თურქების ჩასვლას, ოსმალეთი უკვე ლორეს ''წმენდდა'' და ახალ პრეტენზიებს აცხადებდა , ემუქრებოდა ტფილისსაც კი .
1918 წ. 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა ''ამიერკავკასიისგან'' ( იმის იმედით რომ გერმანია მოახერხებდა მარტო საქართველოს დაცვას მაინც).
28-ში ''ამიერკავკასია'' ისტორიას ჩაბარდა . 
ფედერაციის დაშლის შემდეგ მოხდა , სომხურ-ქართული და აზერბაიჯანულ-სომხური ომები .
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მეტნაკლებად დაიბრუნა ოსმალეთის მიერ წართმეული მიწები .