#54032832 · 7 Jan 2019, 13:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სულიერი განვითარების გზაზე ადამიანი ერთ საკმაოდ ცბიერ ორგანოს გადაეყრება. ამ ორგანოს შეუძლია თითქმის ყველა სულიერი განცდის სიმულაცია შექმნას. ყველა ხვდებით, რომ ეს ორგანო ტვინია. ტვინს შეუძლია ბრძანების მეშვეობით შექმნას სიყვარულის გრძნობა, შექმნას კეთილი გამომეტყველების სახე, მედიტაციის დროს შექმნას განცდა, ვითომ ეხლა და ამ წამს ხარ, ალბათ ცრუ ხილვების შექმნაც ძალუძს. სულიერი ცხოვრებაც კი შეუძლია რომ ტვინმა განკარგოს. ადამიანი 10 მცნებას იცავს ტვინის მექანიზმით. ვიღაცა იტყვის: "რას ამბობ, 10 მცნებას მთელი გრძნობით ვიცავ, რა შუაშია აქ ტვინი?!“. ეს მადლის გრძნობა 10 მცნების დაცვიდან გამოწვეული ისევ ეგოდან წამოსული თვითკმაყოფილების გრძნობაა. შენ კმაყოფილი ხარ რომ მათხოვარს ეხმარები. შენ კმაყოფილი ხარ შენი გაკეთებული კეთილი დაქმეებით. ეს კმაყოფილების გრძნობა კი ისევ ეგოს ედება მალამოდ. 10 მცნებასთან სიტყვა "დაცვა" იმიტომ გავამუქე, რომ დაცვა უკვე ტვინის საქმიანობაა. მაგალითად, ჩვენ დავინახეთ ძალიან სექსულურიი ქალი, აღგვეძრა გარკვეული გრძნობები, მაგრამ ჩვენ დავიცავით მეშვიდე მცნება და არ ვიმრუშეთ. რა აზრი აქვს ამგვარ დაცვას. ამ ილუზორული პროექციიდან გამოსვლა, რომელსაც ტვინი გვთავაზობს ძალიან ნატიფი საქმიანობაა. საჭიროა ტვინის გაჩუმება და ტვინის ხიდად გადაქცევა, რომელიც სულიერ გზაზე გაგვიყვანს. მაშინ იღვიძებს გაცნობიერება და იწყება ცნობიერი ცხოვრება. როდესაც ადამიანი ცნობიერად ცხოვრობს მას არ სჭირდება სიყვარულის გრძნობის აღძვრა, რადგან სიყვარულის გრძნობა მისთვის სპონტანურია, მას არ სჭირდება 10 მცნების დაცვა, რადგან ცნობიერად მცხოვრები ადამიანი 10 მცნებით ისედაც დაიწყებს ცხოვრებას. (ქრისტე არ იცავდა 10 მცნებას, ის ცნობიერად ცხოვრობდა და 10 ცნების დაცვა თავისთავად გამოსდიოდა). ცნობიერად მცხოვრები ადამიანი არაფერს არ ცდილობს რომ გააკეთოს ან არ ცდილობს რაიმე გრძნობის გამოწვევას. მისი ქმედებები თავისთავადია. მცდელობა კი მხოლოდ ტვინის საქმეა.
ჩემი აზრით, სულიერ განვითარების გზაზე მყოფი ადამიანი საჭიროა დააკვირდეს თავის თავს, როგორ მოდიან აზრები, აზრებით როგორ აღიძრება გრძნობები. დააკვირდეს შიდა პროცესებს. შემდეგ უკვე ვფიქრობ, რომ ის აუცილებლად შეძლებს განასხვავოს ტვინიდან წამოსული განცდები სულიერიდან წამოსული განცდებისგან.
|