აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს. ის ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია მეორე თანამშრომელიც, თუმცა მას მცირე ნაკაწრი აღენიშნება.
შსს-ში კი აცხადებენ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სხეულის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა.
"დანაშაულში ბრალდებული პირი დადგენილია და მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს", - აღნიშნავენ უწყებაში.
https://www.interpressnews.ge/ka/article/52...romeli-dachres/უბედურება ისაა, რომ თან ტიპი გაიქცა
და გეტყვით რატომაც ვერ მიაბრიდეს ის მთვრალი სპერმატოზოიდი
ერთი უკიდორესობიდან შსს გადავარდა მეორეში
რუსთავი 2-ის და არასამთავრობოების შიშით სულ საკუთარ პოლიციელებს ამტყუნებენ
მგონი რამოდენიმე თვის წინ მოხდა ფოთში
ხოდა ვერ გაბედეს ბიჭებმაც სროლა
საკუთარ თავს ვერ იცავენ, სხვის დაცვას შეძლება ასეთი პოლიცია
ბატონო გახარია, ნუ უსმენ ამ მწივანა ხალხს და დაუდექი გვერდით პოლიციელებს კანონის ფარგლებში
არის მეორე ვარიანტიც, უბრალოდ არ იცოდნენ რა უნდა ექნათ მსგავს სიტუაციაში
არ ქონდათ ინსტრუქცია და თვითონ კი ვერ გადაწყვიტეს
მოკლედ, ერთი შეხედვით ასე ჩანს და თუ რამე სხვა ფაქტებია, გაასაჯაროვეთ
This post has been edited by shepherd on 9 Dec 2018, 20:11
Adam_Beyer -კარგით ნუ გვაყვედრით ამ სროლებს, თუ მართლა რამე გაქვთ გაკეთებული არავინ არ გავალდებულებდათ, უბრალოდ ალბათ მართლა ქვეყნის გამო აკეთებდით