https://bpn.ge/finansebi/51076-rezonansiq-r...Vb43q-ALbqYXXAcსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებამდე 9 დღით ადრე, 2018 წლის 7 დეკემბერს, მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვაზე დაწესებული მორატორიუმი გააუქმა. შედეგად საინტერესო პრეცედენტი მივიღეთ - ერთი მხრივ, ორშაბათიდან, 10 დეკემბრიდან, მორატორიუმი უქმდება და უცხოელებს თავისუფლად შეეძლებათ საქართველოში მიწის შეძენა, მეორე მხრივ კი, 16 დეკემბერს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგება, რის შემდეგაც, უკვე 17 დეკემბრიდან კონსტიტუციის ახალი რედაქცია შედის ძალაში, რომლის მიხედვითაც, უცხოელთათვის მიწის მიყიდვა საერთოდ იკრძალება. როგორც გზეთი „რეზონანსი" წერს, შესაბამისად, გაჩნდა ერთკვირიანი „ფანჯარა"
- 10-დან 17 დეკემბრამდე – რომლის განმავლობაშიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის შეძენა უპრობლემოდ შეეძლებათ.
გარდა ამისა, ისინი თავიანთ მიმართვაში წერენ, რომ „დღეის მდგომარეობით, ასეთი 2500 განაცხადია შესული საჯარო რეესტრში, რომელთა უკან ათასობით ჰექტარი ქართული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა იგულისხმება გაყიდვა-გასხვისების მოლოდინში!!!"
რა "აღმსარებლობის" სექტანტები არიან ამ საკონსტუციოში?
ჯერ პლანი, ახლა ეს...
14 დეკემბრამდე რატომ იჩქარეს გადაწყვეტილების მიღება?!
ფი.ეს. კაცობრიობის ისტორია ძირითადად მიწისათვის ბრძოლაა!
ისრაელის ახლანდელი სახელმწიფოს ისტორიას გაგახსენებთ, ჯერ კერძო ტიპებმა ნაწილ-ნაწილ მიწები იყიდეს და მერე მასზე სახელმწიფო გამოაცხადეს
ფორუმიც საეჭვოდ პასიურობს...
This post has been edited by JoseeeM on 10 Dec 2018, 12:36