— პირველ რიგში საინტერესოა თქვენი რეაქცია მიხეილ სააკაშვილის სიტყვებზე, იმის შესახებ რომ საქართველოში ებრაელი „აფერისტი“ მოშე ჩავიდა. იგი თქვენზე საუბრობდა.
— რისი თქმა შემიძლია… იცით, ბოლო წლებში მე მთელ მსოფლიოში მიწევდა მუშაობა. არასდროს გამიგია, რომ ხალხი აქცენტს ჩემ ფესვებზე, ეროვნებაზე ან რელიგიაზე გაეკეთებინა… ვფიქრობ ეს უადგილოა და არ არის ლამაზი. მგონი ბოდიში მოიხადა იმ სიტყვებისთვის, რომლის გამოც მე მცველებიც კი დამინიშნეს საქართველოში. ასეთი რამ პირველად გადამხდა. მაშინაც კი, როდესაც გრძნობთ რომ აგებთ სახე უნდა შეინარჩუნოთ. სააკაშვილი იმასაც ამბობდა, რომ მე ქართული მენტალობის არაფერი გამეგება და ამიტომ წავაგებთ. უნდა ხაზი გავუსვა, რომ იგი აქ ცდებოდა, რაც პირველად არ ემართება.
— ჩვენ ინტერვიუ სააკაშვილსაც გამოვართვით. მან თქვა რომ: მის გამონათქვამში არანაირი ანტისემიტიზმი არ არის. იგი ამბობდა იმაზე, რომ ერთმა ქართველმა აფერისტმა დაპატიჟა მეორე — ებრაელი აფერისტი. მისთვის თქვენ აფერისტი ხართ.
— ვიზიარებ. მან წააგო. მე ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.
— ზურაბიშვილის სურათის ბანერებიდან ჩამოხსნა და ივანიშვილის სურათით ჩანაცვლება და წარწერა „ხმა მიეცით სალომე ზურაბიშვილს“ — არც თუ ისე ცუდი იდეაა უნდა ვთქვათ! ეს თქვენ მოიფიქრეთ?
— მთლად მასე არ არის. ჩვენ მეორე ტურისთვის ჩამოვედით. გადავწყვიტეთ აქცენტი გაგვეკეთებინა არა იმდენად კანდიდატებზე, არამედ იმ ძალებზე, რომელებიც მათ ზურგს ამაგრებენ („არა მიშას“, „რა ნაცებს“, „არა ძალადობას“ — რედ.). ეს იყო „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაპირისპირება. ამიტომ, ჩვენ ბილბორდებისთვის გამოვიყენეთ არამხოლოდ სალომე ზურაბიშვილის ხარისხიანი ფოტო, სადაც იგი ლიდერად წარმოვაჩინეთ, არამედ მმართველი პარტიის ლიდერების ფოტოებიც. ყველა ეს ბანერი ერთად ეკიდა.
— კი მაგრამ, იგი ხომ დამოუკიდებელი კანდიდატივით იყრიდა კენჭს?
— დიახ, მაგრამ მას მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უჭერდა.
— მაშინ რატომ არ გამოიყენეთ უბრალოდ კანდიდატის ფოტო და პარტიული სიმბოლიკა?
— მმართველი პარტიის სახეები საჭირო იყო. რას იზამ — ისინი ყველა ცნობილი, პოპულარული ადამიანია! ისინი აქტიურად მუშაობდნენ საკუთარ ელექტორატთან. წინასაარჩევნო კამპანიის წესებია: არსებობს კანდიდატი, და არსებობენ ისინი ვინც მას მხარს უჭერენ. ეს არ შეიძლება უგულვებელვყოთ. თქვენ ხომ შემთხვევით არ დაგიწყიათ ეს საუბარი სააკაშვილის სიტყვებით. არსებობს სხვა ხალხიც, რომლებიც მხარს უჭერდნენ ოპოზიციის კანდიდატს — გრიგოლ ვაშაძეს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისთვის ჩაგვენერგა რომ ეს არის არჩევანი ორ იდეოლოგიას შორის, სახელმწიფოს მართვის ორ გზას შორის. ხალხი უნდა დაგვერწმუნებინა, რომ არსებობენ ისინი ვინც მხარს უჭერს დემოკრატიულ, თავისუფალ, პლურალისტულ გზას, და არსებობენ მეორენი — რომელებიც იმას უჭერენ მხარს რაც ყველას ახსოვს. ჩვენ არამხოლოდ მოვიგეთ ეს არჩევნები, ამომრჩევლების აქტივობამ პირველი ტურის აქტივობას გადავაჭარბებინეთ კიდეც. პირველ ტურში ხალხმა გადაწყვიტა, რომ პოლიტიკოსები თვითონ გაარკვევდნენ საკუთარ ურთიერთობებს და შეიძლება არც მისულიყვნენ არჩევნებზე. მეორე ტურში კი, ხალხი წავიდა არჩევნებზე და ხმა მისცა.
— ამდენად მნიშვნელოვანია ხალხის მენტალობა გესმოდეთ, რომ არჩევნებში გაამარჯვებინოთ? თუ სააკაშვილი მართალია, როდესაც ამბობს, რომ თქვენ არ გესმით ქართული მენტალობა? იქნებ ეს არც არის საჭირო. იქნებ უბრალოდ არსებობს პოლიტტექნოლოგიების კანონები. რკინის კანონები, თუ გნებავთ.
— კანონები არსებობს. და მათი გამოყენება ყველა ქვეყანაში შიძლება. პირველი კანონი — უნდა ჩატარდეს კვლევა. როდესაც ჩავდივარ ქვეყანაში, მე მას არ ვიცნობ. ეს სიმართლეა. თუმცა ახლა მე გაცილებით მეტი გავიგე საქართველოზე.
— როდესაც თქვენ ჩახვედით, საერთოდ არ იცოდით ამ ქვეყნის შესახებ?
— არა, არაფერი არ ვიცოდი. მე ჩავატარე კვლევა. ეს ასობით გვერდია. ეს რაღაც გამოკითხვა არ არის. თქვენ ხალხს უსვამთ კითხვებს, რომელიც გეხმარებათ გაიგოთ, რაში ეპარება ეჭვი გადაუწყვეტელ ელექტორატს. გულდასმითი ანალიზის შემდეგ, თქვენ აყალიბებთ გზავნილს, რომელიც ამ ხალხს უბიძგებს იმ არჩევანის გასაკეთებლად, რომელიც თქვენ გსურთ — თქვენი კანდიდატის სასარგებლოდ. ამავე დროს, ამ გზავნილმა არ უნდა დააფრთხოს ისინი ვინც თქვენი კანდიდატის მხარეს არიან ერთმნიშვნელოვნად. შემდეგ თქვენ აგებთ სტრატეგიას. აუცილებელია ფოკუს-ჯგუფების გატარების მეთოდის ამუშავება. ფოკუს ჯგუფებია მაგალითად 40 წლის ქალები, 60 წლის კაცები, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ, ისინი ვინც თქვენ უფრო დაგიჭერთ მხარს, ვიდრე ოპონენტს… და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ თქვენს სტრატეგიას მათზე ამოწმებთ. მაგალითად, როგორ აღიქვამენ ისინი ბილბორდებს, რამ შეიძლება კიდევ აიძულოთ რომ ისე მოიქცნენ როგორც თქვენ გსურთ. ჩვენ ხომ შემთხვევით არ შევცვალეთ მთლიანად წინასაარჩევნო კამპანია.
— მაგალითად, ის, რომ ივანიშვილმა გამოაცხადა 600 ათასი მოქალაქის საბანკო ვალებისგან გათავისუფლების შესახებ — ეს საქართველოს მოსახლეობის ერთი მეექვსედია, ალბათ ესეც დაეხმარა დაურწმუნებელი ამომრჩევლის დარწმუნებაში.
— საქმე ისაა, რომ მთავრობამ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გამოაცხადა სოციალური ვალდებულებების ლიბერალიზაციის პროგრამის შესახებ. და ახლა გამოცხადდა, რომ პროგრამა მუშაობას იწყებს.
— მეორე ტურის წინ გამოაცხადეს? დამთხვევაა?
— არ ვიცი.
— თქვენ ამასთან არ გაქვთ კავშირი?
— არა, ამის შესახებ ერთი წლით ადრე გამოცხადდა, ვიდრე მე ჩამოვიდოდი. ეს ჩემი იდეა ვერ იქნება, ვინაიდან მე მაშინ საქართველოსთან კავშირი არ მქონდა.
— ცოტაც კიდევ ფულზე. თუ სააკაშვილს მივუბრუნდებით. მან განაცხადა, რომ საქართველოში მუშაობისთვის თქვენ გადაგიხადეს 200 მილიონი დოლარი.
— რა გაეწყობა, სხვაობა დაფაროს.
— და ეს რამდენია?
— ეს იგი არც ისე მაინტერესებს. მე რომ მცოდნოდა, რომ ეს ინტერვიუ მის შესახებაა, მაშინ… მე არ ვაპირებ იმ ადამიანებზე საუბარს, რომლებიც ანტისემიტურ ლოზუნგებს ყვირიან… და ამბობენ რომ მე მენტალობა არ მესმის…
— ამ საქმის ირგვლივ ფართო საზოგადოებრივი რეზონანსია, ამიტომაც ვსაუბრობთ მასზე.
— დიახ, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს. მე მოვედი არჩევნებზე გასამარჯვებლად. მე გავიმარჯვე. მას კი ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.
— როგორ მოხდა, რომ საქართველოში აღმოჩნდით?
— მე მომმართეს. ზუსტად ისევე, როგორც მომმართავენ სხვადასხვა ქვეყნებიდან. მე მთხოვეს რუმინეთში ორი წლის წინ წინასაარჩევნო კამპანია ჩამეტარებინა. მე მოვიგე. ცოტა ხნის წინ კოსოვოდან მომმართეს. პოლიტტექნოლოგად სხვა ქვეყნებშიც ვმუშაობდი, და არამხოლოდ წინასაარჩევნოდ. ეს ისაა, რითაც მე პროფესიონალურად ვარ დაკავებული.
— სტრატეგიული მრჩევლისთვის მნიშვნელოვანია ვინ არის მისი კლიენტი?
— გარკვეულწილად. მივუბრუნდები საქართველოს… ჩემი იქ ყოფნის პირველ დღეებში ჩვენ მიტინგების მომსწრენი გავხდით. იყო ბევრი ხმაური, ისმოდა მძიმე ბრალდებები პარია „ქართული ოცნების“ მიმართ. გამოქვეყნდა დრონიდან გადაღებული სურათები
პარტიის ლიდერების უძრავი ქონების: აგერა, უყურეთ, მდიდრებს ამდენი ქონება აქვთ. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ეს შეტევა ვიღაცის მიერ გულდასმით დაგეგმილი იყო. მე ვთქვი: უნდა გადავიდეთ კონტრშეტევაზე, და არა თავი დავიცვათ. არსებობს გარკვეული წესები.
— შეტევების წესები არსებობს? არსებობს ნებადართულობის საზღვრები? თუ თქვენ არღვევთ მათ?
— რა თქმა უნდა საზღვრები არსებობს. ვფიქრობ „ფეიკ-ნიუსის“ დრო — წარსულშია. მაგალითად ქართული ტელეარხს ფიქტიური გამოკითხვის ფიქტიური ციფრები მოყავდა, და ეს გასაგები გახდა არჩევნების დღეს. დღეს თქვენ შეგიძლიათ ინფორმაცია იპოვოთ ნებისმიერ კანდიდატზე . ინტერნეტში ყველაფერი არსებობს. რა და როდის თქვა. რა პოსტი დაწერა სოცქსელებში ნახევარი წლის წინ, და რა — ორი წლის წინ. თქვენ ადვილად უკვე ვეღარ მოატყუებთ საკუთარ ამომრჩეველს. უნდა შეახსენოთ ამომრჩეველს რა იყო ადრე (ნაწყვეტები ვაშაძის ინტერვიუებიდან — რედ. ). სხვათაშორის ნებადართულის საზღვარს ზურაბიშვილის წინააღმდეგ ლახავდნენ.
— თქვენ გისაუბრიათ მასთან ამაზე?
—მისაუბრია. თუმცა, არა, ამაზე არ მისაუბრია.
— საერთოდ გისაუბრიათ? გქონდათ ურთიერთობა?
— რა თქმა უნდა.
— როგორია თქვენი პირადი შთაბეჭდილებები?
— იგი ნაკლებადაა პოლიტიკოსი, ვიდრე ლიდერი.
— აგვიხსენით.
— იგი ლიდერია, რომელსაც უჭირდა კამპანიის წარმართვა, რადგან იგი — საქმის ადამიანია. ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, ელში, ესეიგი სამუშაოდ მოვიდა. ამიტომ, როდესაც მას ვუთხარით, რომ უნდა წასულიყო და „საჯაროდ ბავშვებისთვის ლოყაზე ეკოცნა“, მას ეს საინტერესოდ არ მოეჩვენა. და ამაზე არ წავიდა. ხალხმა დაინახა, რომ მას სწამს იმის, რასაც აკეთებს და საკუთარზე დგას. იგი არ აკეთებს იმას, რასაც, როგორც წესი, კანდიდატები წინასაარჩევნოდ აკეთებენ. ამ გაგებით იგი ისეთი კანდიდატია, რომელთანაც ძნელია მუშაობა. მაგრამ საბოლოო ჯამში…
— და რისი გაკეთებისთვის არ არის მზად ის? მეტოქის ხისტი კრიტიკისთვის?
— იცით, კამპანიის დროს მიღებულია შეხვედრები ხალხთან, ახალგაზრდობასთან, იქ წასვლა, სადაც როგორც წესი არ დადიხართ. მას ეს არ უნდოდა. მას უნდოდა ყოფილიყო ისეთი, როგორიც მერეც იქნებოდა — არჩევნების შემდეგ. მე მას ვუთხარი: „მესმის რომ არ მოგწონთ თავის მოჩვენება“. თანაც იგი 30 წლის აღარ არის. მზად არ არის შესაცვლელად. მაშინ მე მას ვუთხარი: „ერთ რამეს გთხოვთ. მოიქეცით ისე, თითქოს უკვე პრეზიდენტი ხართ“. მან მოუსმინა ჩემ რჩევას. და ვფიქრობ, ზუსტად ამან იმუშავა.