BadbadGirlმე წლები ვიყენებდი ჩვეულებრივ სტანდარტულ ეტლს, რეფრაიდერზე ბოლო 2 წელია გადმოვჯექი. ჯერ დამსვეს და შემამოწმეს შემეძლო თუ არა ზედატანის დამოუკიდებლად დაჭერა და კონტროლი, ამის გარეშე რეფრადიერიდან შეიძლება გადმოვარდე, რადგან დაბალი ზურგი და გვერდები აქვს. შემდეგ დამსვეს ბალიში მოამრგეს(ბალიში ძირითადად ნაწოლებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ მე სიმაღლისათვის ვიყენებ) ასევე შეგიძლია სურვილისამებრ და შესაძლებლობების მიხედვით აირჩიო საზურგე, 1, 2, 3 ნომრები ანუ 1 ყველაზე დაბალი 2 საშუალო და 3 მაღალი. მე 2 ნომერი მაქვს. ეტლებიც ასევე 3 ზომადაა დაყოფილი
ნუ ზოგი მსუქანია ზოგი გამხდარი... მე 2 ნომერში ვზივარ, თუმცა 3 მჭირდება, მაგრამ ლიფტში არ შედის და 2-ში ჩამსვეს. გვერდებში მიჭერს ცოტა, ასევე ზამთარში კურტკის ჩაცმის დროსაც ძნელია, მოუხერხებელი. და ფეხის დასადებები დამირეგულირეს. ამიწიეს ჩემს ზომაზე.
ახლა მაქვს მეორე რეფრაიდერი რომელსაც იქს ბრეისი ანუ ჯვარედინი ღერძი გავუკეთეთ 1 ზომით დიდი. 3 ნომერი, რადგან ასე უფრო მაღალზე ვზივარ და მაღალი ვჩანვარ

+ ასე უფრო მოსახერხებელია მართვა და კომფორტული, ასევე ბალანსის დაჭერაც ადვილდება. ბალანსი ანუ წინა ბორბლების მიწიდან აწევა და ჰაერში გაჩერება. გვეხმარება კიბეების და ტროტუარების გადალახვაში. ხო და დამავიწყდა მეთქვა პირველ რეფრადიერს გვერდებზე დავუმატე ჩემი სურვილით "კრილოები", ანუ გვერდებზე აქვს პატარა ფრთებივით გაშვერილი, ეს მიცავს ტალახისაგან რომ ვიყო დაცული, თორემ აქამდე 1 ჯემპრი 1 თვე არ მყოფნიდა
ასევე უკანა ბორბალს აქვს 5 პოზიცია მე ვხმარობ მე-3 პოზიციაზე ანუ შუაში. რადგან რაც უფრო წინაა ადვილად აკეთებ ბალანსს და ადვილად ყირავდები რაც უფრო უკან პირიქით. თუმცა წინ წაწეულ ბორბლებით დაღმართზე დაგორების შანსი ნაკლებია. უკან წაწეულით კი- პირიქით.
წინა ბორბლები მოთავსებულია ფეხის დასადების ქვეშ, რაც იმის საშუალებას იძლევა რომ ეტლი წინ არ გადყირავდეს. ასევე წინა ბორბლები არის V-ს ფორმის ცილინდრული, არ ეფლობა სილაში ტალახში და ასევე ცუდ გზებზედაც კარგად გადაადგილდება, ამიტომაც ჰქვია ამ ეტლს რეფრადიერი ანუ ყველგანმავალი.
ასევე უკანა ბორბლებიც არის 3 ზომის 3 ნომერი ყველაზე დიდია მე ჩემს პირველ რეფრაიდერზე ვიყენებ 3 ნომერს მეროეზე კი 2 ნომერს ანუ 3 ნომერი ისეთია როგორიც ვიდეოშია აღწერილი 2 ნომერი უფრო წვრილი, 3 ნომერს ძირითადად ვიყენებ ოფროუდებისთვის, ხოლო 2 ნომერი კარგია ქალაქში და სარბოლელად

ანუ მანევრი უფრო კარგი აქვს და სწრაფიცაა. ნუ სისწრაფე ობოდებზედაცაა დამოკიდებული. ობოდების დიამეტრზე, მაგრამ საქართველოში მგონი მაგის არჩევის საშუალება არ არის. არის 1 ნომერი ყველაზე წვრილი მაგრამ ეგ არ ვიცი მე როგორია, მგონი ეგ უფრო პარკეტის ვარიანტია. ამ ეტლების წონა არის 18 კილო. ანუ საკმაოდ მძიმეა მგონი და მანქანით ტრანსპორტირების დროსაც ძნელია. და არ იშლება ისევე მარტივად როგორც აქტიური იკეცება მხოლოდ შუაზე, როგროც ყველა სტადნარტული ეტლი.
ამაზე რაც გადმოვჯექი სხვა ეტლის დანახვა აღარ მინდა აქტიურის გარდა

ისეთი შეგრძნებაა ჟიგულიდან მერესედესზე რომ გადაჯდები
მგონი ამომწურავი პასუხი გაგეცი
ახლა თუ არ შეგაწუხებ იქნებ შენს პროფესიაზედაც გვიამბო რამე? ანუ ეს როგროც ვხვდები ჩვეულებრივი ეტლებია და როგორ ხდება მაგის მროგება?
სამწუხაროა, რომ აქტიურ ეტლებთან შეხება არ გაქვს, თუმცა როგორც ჩანს, ერკვევი მათში.
* * *
P.s ეს ეტლი არის დამზადებული თვითონ იმ ადამიანების მიერ რომლებიც ეტლში სხედან.
This post has been edited by ikusha1994 on 21 May 2012, 14:38