ტვინი შეჭამეს ფორუმზე, ე.წ. "ხელოვნურად შექმნილი უკრაინის" თეზისით, რომელიც პირველად ბუქარესტის სამიტზე გაჟღერდა და, მაშინ მის ავტორად პუტინი იყო დასახელებული.
აიტაცეს რუსეთუმეებმა და ატრიალებენ წაღმა-უკუღმა. გეგონება, თავად რუსეთი არ იყოს შეკოწიწებული და სხვისი ტერიტორიებისგან შემდგარი ქვეყანა.
ცოტა ინფორმაციის ქონა არ აწყენს არავის, ამიტომ რუსულ(!) ვიკიპედიაზე დაყრდნობით შევადგინე ეს თემა ყირიმის ისტორიის შესახებ.
ყველა ქვეყანა რომელიღაცა ეპოქაში იყო სხვა ზომის, ან სხვა დიდი თუ პატარა იმპერიის ნაწილი.
ასე იყო უკრაინაც და, ასე იყო ყირიმიც.
ყირიმის შემთხვევაში კი რუსეთს ყველაზე მცირე დრო ეკავა ეს ტერიტორია სხვა იმპერიებთან შედარებით (იმპერიებზეა საუბარი).
კერძოდ რუსეთი 171 წელი ეკავა ყირიმი, მაშინ როცა ოსმანურ იმპერიას 340 წელი ეკავათ ყირიმი და მანამდე მონღოლებს 220 წელი ეკავათ.
რაც შეეხება უკრაინას მას 60 წელია უკავია ყირიმი.
დღევანდელი რეალობა ისაა რომ ყირიმი უკრაინის შემადგენლობაშია და არავითარი საფუძველი რუსებს არ აქვს იმის სამტკიცებლად რომ ყირიმი რუსეთს ეკუთვნის, და ის 170 წელი რომლის განმავლობაშიც რუსეთმა ყირიმზე წამოჯდომა მოახერხა არაფერს არ ამტკიცებს.
მასე თუ წავიდა ყირიმი თურქებისაა რადგან 340 წელი იქ იყვნენ და, ამაზე დიდხანს კიდევ ბიზანტია.
ყირიმის მოკლე ისტორია კი ასეთია:
- ჩვ. წელთაღრიცხვამდე მე-6-მე5 საუკუნეებიდან, ჩვ. წ-ით მე-3 საუკუნემდე სკიფების იყო.
- მე-3 დან მე-6 საუკუნემდე ჯერ გოთებმა მიანგრ-მოანგრია ყირიმი, შემდეგ ჰუნებმა.
- შემდეგ იყო ბიზანტია. შემდეგ ხაზარები, შემდეგ უნგრელები.
- ასე იყო მე-9 საუკუნემდე.
-
988 წელს გაიჩითა კიევის თავადი ვლადიმირი. მაგრამ ძირითადი გავლენა ყირიმში მაინც ბიზანტიას ჰქონდა.
- რომლებიც ჩაანაცვლა კონსტანტინოპოლმა.
- მე-12 საულუნის საწყისი წლებიდან 1441 წლამდე ყირიმი გადავიდა მონღოლური ურდოების ხელში.
- 1441 დან 1783 წლამდე ყირიმი იყო ოსმანური იმპერიის .
-
1783 წლიდან 1954 წლამდე ყირიმი იყო რუსეთის იმპერიის.
-
1954 წლამდე დღემდე ყირიმი არის უკრაინის

.
ისტორია და რეალობა ასეთია, და არა ისეთი როგორც რუსეთს უნდა რომ იყოს.
This post has been edited by picpic on 1 Mar 2014, 20:18