ვუახლოვდებით ათწლეულის ბოლო წელს და ეს ათწლეულიც ერთ წელში დასრულდება
ჩვენ გვაქვს კოლექტიური წარმოდგენა იმაზე, თუ რა იყო 'ქართული 80-იანები" (თვითმფრინავის ბიჭები, "მონანიება", გლასნოსტ-პერესტროიკა და 9 აპრილი),
'90-იანები" (აფხაზეთი, უშუქობა, "პა სეანსი", მხედრიონი, შედარებითი სტაბილიზაცია ბოლო წლებში და მოქკავშირი)
ნოლიანები (ვარდების რევოლუცია, მიშას პირველი წლები, პატრიოტთა ბანაკები და პატრული, აგვისტოს ომი, იმედები რომ მალე ნატო-ევროკავშირში შევალთ)
------
ამ ყველაფრის შემდეგ გავიდა დრო. რაც უფრო მეტი დროა გასული, უფრო ობიექტური და დალაგებული შეფასება გვიჩნდება წარსულის მიმართ, ამიტომ შესაძლოა ჯერ ადრეა შეფასება ამ ათწელეულის და ჩვენი პერიოდის მაგრამ მაინც საინტერესოა, როგორ დაამახსოვრდება ეს ეპოქა მომდევნო თაობებს? ვინც ახლა ბავშვები არიან იმათ, ან ჩვენ (თუ ცოცხლები ვიქენით 10-20-30 წლის მერე)? რა სიმღერები აღძრავენ ნოსტალგიას ჩვენში? გვქონდა საერთოდ ორიგინალური სიმღერები 10-იან წლებში?

სტეფანეს 'ჩემი აღარა ხარ მორჩა' და სოფო ბათილაშვილის 'რა კარგი ხარ რა კარგი" არ ითვლება, რადგან წინა ათწლეულების ქავერებია