თბილისში, წერეთლის გამზირზე, მოქალაქეს ავტომობილი მოპარეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მამაკაცი მანქანიდან გადავიდა, რომ სწრაფი გადახდის აპარატიდან ტელეფონზე თანხა ჩაერიცხა, რა დროსაც უცნობი პირი მის მანქანაში ჩაჯდა და გაიქცა. როგორც Ambebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, მოპარული ავტომანქანით გამტაცებელმა ავარია მოახდინა, რა დროსაც ხუთი მანქანა დაამტვრია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის ერთობლივი მუშაობის შედეგად გატაცებული ავტომობილი მალევე იპოვეს. გამტაცებელი დაკავებულია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=118225პლასტელინასი არ იყოს, სულ გამოჰუმანურდნენ ეს ბავშვებიც
თან სხვდასხვა, საწინააღმდეგო მიმირთულებით
Adam_Beyer -კარგით ნუ გვაყვედრით ამ სროლებს, თუ მართლა რამე გაქვთ გაკეთებული არავინ არ გავალდებულებდათ, უბრალოდ ალბათ მართლა ქვეყნის გამო აკეთებდით