საინტერესოა და ბოლომდე წაიკითხეთ - აზრზე მოდიან და უკვე მოქმედებს დასავლეთი, შედეგიც იქნება
https://www.amerikiskhma.com/a/azov-sea-esc...08/4695958.html"ამერიკა-რუსეთის ფონდის" პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კრემლი იმეორებს ქმედებებს, რომელთა გამოც არ დაისაჯა. მისი აზრით, დასავლეთს უფრო მკაცრი და თანმიმდევრული პოზიციები უნდა ეჩვენებინა 2008 წლის შემდეგ:
"მათ ისწავლეს, რომ თუკი ასე, მოთმინებით, ნელ-ნელა, დღითი დღე, და რადარს მიღმა იმოქმედებენ, შეიძლება უპირატესობა ჰქონდეთ. ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოებამ შეცდომა დაუშვა და პასუხი უნდა ყოფილიყო მეტად ფოკუსირებული, თანმიმდევრული და ეს საკითხი უნდა შეენარჩუნებინათ პრიორიტეტებში. იმედია, ამ გაკვეთილს ვისწავლით და უკრაინის შემთხვევაში მაინც გამოვიყენებთ", - ამბობს სელესტ უოლენდერი.
რეგიონის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები ამბობენ, რომ პუტინმა დასავლელი ლიდერებისგან არა ყოყმანი და უთანხმოება, არამედ თანმიმდევრული და მტკიცე პასუხები უნდა მიიღოს. და თუ ეს ასე არ მოხდა, ეს მას მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს. სწორედ ამიტომ, ამერიკელი ანალიტიკოსები მიზნობრივი სანქციების გაძლიერებას ემხრობიან