
ეს გავაანალიზოთ აქ რაც ხდება. მე ამის არ მჯერა მაგრამ მთავრობა ხომ ამბობს რომ ესეა, და ასევე ამბობს ციფრი მზარდია და ავა 600 000 ამდე
ანუ ამით მთავრობა რას გვეუბნება 600 000 ადამიანი ისეთი ვისაც გაუსტუმრებელი ვალია აქვს. ესაა დაახლოებით 21-65 წლის მოსახლეობა. ანუ ასაკით ყველაზე პროდუქტიული მოსახლეობა.
ეხლა მიყვეთ როცა სესხს არ იხდი რა ტიპის ხალხია ეს.
- არ გააჩნიათ არანაირი დადასტურებული ქონება რომ ბანკმა გაუყიდოს და სესხი ამოიღოს.
- არ მუშაობენ სახემწიფო სამსახურებში, და კერძოში თუ მუშაოებენ არ უფიქსირდებათ შემოსავალი (ანუ ქაღალდზე უმუშევარი და უშემოსავლო)
- ვერ ახორციელებ საბანკო აქტივობას, დაყადეღებული აქვთ საბანკო ანგარიშები.
ეხლა შევხედოთ საქ სტატის ოფიციალურ მონაცმებს 2017 წლისას.
ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა (სამუშაო ძალა) - 1 983 000
დასაქმებული, ათასი კაცი - 1 706 000
უმუშევარი, ათასი კაცი - 276 000
ანუ ერთ საიტზე გვეუბნებიან 600 000 კაცია ისეთი ვისაც 1 თეთრი არ გადაუხდია წლის განმავლობაში ბანკისთვის. შესაბამისად მას ვერანიარი დადასტურებული შემოსავალი ვერ ექნებოდა, ვერც საქ სტატი აღრიცხავდა მას.
და მეორე საიტზე გვეუბნებია რომ 276 000 არის მხოლოდ უმუშევარიო. იმაზე აღარაფერს ვამბობ ბრითინგებზე რომ ამბობენ ხოლმე რამდენი ათასით გაზარდეს დასაქმებულები. თან 276 000 უმუშევრიდან ყველას სესხი არ ექნებოდა რათქმაუნდა.
ის მაინც გვითხარით სად გვატყუებთ?
თუ იმას ამბობთ რომ საზოგადოების იმ ნაწილიდან რომლებიც რაღაცას უნდა აკეთებდეს, ყოველი მესამე ქონების გარეშეა და ყოვლად უშემოსავლოა, 2018 წელს ლარიც ვერ უნახა ბანკმა რომ წაეღო.
და ამ მდგომარეობას ადასტურებს მთავრობა, ვიღაც ოპოზიციური პარტია მიგონებსო კი არ ამბობს, არა, საოცარი მეოთხე წლის 2 წლის თავზე მთავრობამ დაგვიდო რომ აქამდე მიგიყვანეთო.
ეს დაახლოებით იგივეა რომელიმე საფეხბურთო გუნდის მწვრთნელმა გუნდი ქვედა დივიზიონში რომ დალექოს, ამ გუნდს თუ ამბიცია აქვს ზემოთ ავიდეს პირველი რასაც გააკეთებს მწვრთნელს ააზილავს პანღურს, შეიძლება მწრთნელზე მეტად ფეხბურთელების ბრალი იყოს მარა მწვრთნელს მაინც უშვებენ.
აქედან დასკვნა:
ბიძინამ დაგვიდო ციფრი რომლის მიხედვიდაც თუ ქვეყნის ზემოთ აყვანა გვინდა, ბატონ ბიძინას უნდა ავაზილოთ დიდი პანღური.