#54035661 · 8 Jan 2019, 00:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Damnoc
ცოტა აღწერა დაგედო რაზეა ვიდეო და ყველა გაიგებდა.
კარგი, მე დავდებ, ოღონდ ძალიან მოკლედ: ვიდეოში მოცემულია სიტუაცია, როდესაც ერთ-ერთმა ქალმა, რომელსაც ბავშობიდან მამაკაცური გარეგნობა და ხასიათი ჰქონდა გადაწყვიტა ჩაეტარებინა/მონაწილეობა მიეღო ექსპერიმენტში, სადაც გარკვეული დროის მანძილზე, რამდენიმე თვე, იცხოვრა მამაკაცური ცხოვრებით, მას შემდეგ რაც ხელოვნურად შეიცვალა გარეგნობა, მაგრამ არა სქესი. ის ისე გაერია მამაკაცთა წრეში, რომ ვერავინ ხვდებოდა მის ქალობას. რამდენმე თვიანმა გამოცდილებამ მას დაანახა, რომ მამაკაცად ცხოვრება არაა ისეთი მარტივი, უემოციო და უპრობლემო როგორც ეს ბევრ ქალს ჰგონია, პირიქით, მათში ბევრი ისეთი აღმოაჩინა, რასაც მანამდე ვერ ვხდებოდა, უფრო მეტი სიახლოვე იმ პრობლემებთან, რაც საერთოა და რაც ორივეს აწუხებს, ქალსაც და კაცსაც. და ბოლოს, ის ასკვნის, რომ მამაკაცებსაც ისევე სჭირდება და გააჩნიათ ემოციები, როგორც ქალებს. და ამას გარდა ერთად ყოფნაც სჭირდებათო. ექსპერიმენტის დასრულებამ ძალიან გაახარა, ვინაიდან სხვა სქესის აშკარად ძნელი მოსარგები აღმოჩნდა მისთვის მიუხედავად მისი მამაკაცურობისა და, შესაძლოა, ლესბოსელობისა.
ესაა ის, რაც ერთი თვალის შევლებით მოვისმინე.
|