#53962164 · 21 Dec 2018, 10:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჯორჯ კობი, იგივე გრიგოლ კობახიძე პირველი ქართველი იყო, რომელიც ამერიკაში საკუთარი გამოგონებით მილიონერი გახდა, რის შემდეგაც საბჭოთა კავშირისთვის მიუღებელ ფიგურად იქცა.
1882 წელს რაჭაში დაბადებული გრიგოლ კობახიძე ათი წლის იყო, როცა სახლიდან გაიპარა. ბორჯომის მინის ქარხანაში მუშაობით ირჩენდა თავს და გამოგონებებზე მუშაობდა.
1907 წელს პოლონეთის გავლით გერმანიაში წავიდა, სადაც შუშის პროდუქციის დამამზადებელ პატარა საწარმოში დაიწყო მუშაობა.
1919 წელს დაგროვებული თანხით ამერიკაში, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ეტლებოროში შუშის ქარხნის გამართვა დაიწყო.
9 წლის განმავლობაში ჯორჯ კობი General Electric-ში მუშაობდა. გამომგონებლური საქმიანობა არც ამ დროს მიუტოვებია, პარალელურად საკანცელარიო მაღაზიას ამუშავებდა, რომელშიც თავისივე გამოგონებულ კალმებსა და სხვა ნივთებს ჰყიდდა. 1922 წლისთვის Coby Glass Products-ს უკვე მყარად ეჭირა ადგილი აღმოსავლეთ აშშ-ს უმსხვილეს ბიზნესს შორის.
როდესაც გრიგოლ კობახიძე მილიონერი გახდა, საქართველოში ინვესტიციისთვის ჩამოვიდა, მაგრამ ბოლშევიკებმა ამის უფლება არ მისცეს, თუმცა მაინც მოახერხა თავის მშობლიურ სოფელში სკოლა, სამედიცინო პუნქტი და ეკლესია აეშენებინა.
ამერიკაში მოღვაწეობის მანძილზე მან 60-მდე გამოგონება დააპატენტა, რასაც მისი კომპანიისთვის უფრო და უფრო მეტი პრესტიჟი მოჰქონდა. ამ გამოგონებების მოკლე ჩამონათვალია: ავტომატური საწერი კალამი, სამედიცინო მინის ამპულა, მინის ნაძვის ხის სათამაშოები და ფერადი მინის ელექტროსანათები.
მისი მოღვაწეობის ისტორიაში ასევე გამორჩეული ფაქტია გიორგი მაჩაბლისგან მიღებული შეკვეთა, რომელმაც მას უფრო მეტი დიდება მოუტანა - სუნამოს ჭურჭელი, რომელიც გამოყვანილი იყო ქართველი დედოფლის რეგალიებით - ოქროს გვირგვინი პატარა შუშის ჯვრით თავზე.
ასევე გრიგოლ კობახიძეს კავშირი აქვს ჩვენს მიერ უკვე ნახსენებ ალექსენდრე ქართველიშვილთან, რომლის დაკვეთითაც პილოტების კაბინისთვის მძიმე შუშის კონსტრუქცია შექმნა.
ჯორჯ კობის მშენებლობის ტექნოლოგიის ქართველ მეფესაც უწოდებდნენ, მის მიერ გამოგონებული ზემტკიცე შუშის ბლოკები და წყალგამძლე ბეტონი, ცათამბჯენების ასაშენებლად დღემდე გამოიყენება.
გასული საუკუნის ქართველი მილიონერი ამერიკაში, გრიგოლ კობახიძე, იგივე ჯორჯ კობი. კობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოგონება წყალგამძლე ცემენტი და ზემდგრადი მინა-ბლოკი ფლორიდას უკავშირდება. ამ გამოგონებებმა ამერიკის მრეწველობაში გადატრიალება მოახდინა და მოგვიანებით -30-იან წლებში, პირველი ცათამბჯენების აშენებისას, ფართოდ დაინერგა. 40-იანი წლების შუაში ახალი წლის მთავარ ატრიბუტს ნაძვის ხეს ნებისმიერ ამერიკულ ოჯახში სანათებით და მინის სათამაშოებით რთავდნენ, ამერიკის ნებისმიერ ოჯახში იპოვიდით საახალწლო სათამაშოებით სავსე ყუთს წარწერით "კობი მინის საშობაო ხის ორნამენტები" კობი შობაა." საქართველოში ალბათ ცოტამ თუ იცის რომ, ამ სათამაშოების შემქმნელი გრიგოლ კობახიძეა, რომელსაც მთელი ამერიკა "ჯორჯ კობის" სახელით იცნობდა.მისმა შემოსავალმა წლიურად 4 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ქიმიკოსმა შეიამხანაგა გიორგი მაჩაბელი, რომელმაც ამერიკაში პარფიუმერიის წარმოებას მიჰყო ხელი და სახელიც გაითქვა. მისი წარმოების გასაფართოებლად მნიშვნელოვან მოვლენად იქცა გიორგი მაჩაბლის შეკვეთა - სუნამო "საქართველოს დედოფლის" ჯვრიანი ოქროს გვირგვინის ფორმის უმშვენიერესი ფლაკონის დამზადება და, როგორც გიორგი მაჩაბელი შემდგომში აღნიშნავდა, მისი პროდუქციის წარმატების მთავარი მიზეზი ეს იყო
--------------------
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!.. ,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3
|