ჟენევის მოლაპარაკებების 46-ე შეხვედრაზე რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოლაპრაკების ნაცვლად საქართველოს და დასავლეთს პრეტენზიები წაუყენა
რუსეთმა კვლავაც სცადა მოლაპარაკებების სულ სხვა მიმართულებით წაყვანა და ყურადღების სხვა თემებზე გადატანა
რუსებს რომ კითხო თურმე მოლაპრაკებები არა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე უნდა გაიმართოს არამედ საქართველოს მთავრობის ევროატლანტიკურ გეგმებზე და საქართველოს სამომავლო პროგრამებზე
რუსების განცხადებით ამერიკა და ნატო საქართველოს სამხედრო მხარდაჭერით ართულებს რეგიონში უსაფრთხოების გამყარებას
რუსეთის დელეგაციის მიერ დასახელებული კონკრეტულ საფრთხეებში შედიოდა
ვაზიანის ბაზაზე ვაშინგტონის და თბილისის მიერ ერთობლივად დაგეგმილი ახალი საფრენი ბილიკის მოწყობა
2019 წელს დაგეგმილი საერთაშორისო სამხედრო წვრთნა
ლუგარის ლაბორატორია
"ჩვენ გვჯერა რომ ნატოს გენერალური მდივნის და ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებები საქართველოს ნატოს წევრობის მხარდაჭერის მიზნით პროვოკაციულია სწორედ ასეთმა უპასუხისმგებლო დაპირებებმა უბიძგა სწორედ თბილისს 2008-ში კრიმინალური სამხედრო მოქმედებებისკენ" - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში
რუსეთმა კვლავაც ბრალი დასდო საქართველოს "მშვიდობიანი სამედიცინო დაწესებულების" ნიღბის ქვეშ ლუგარის ლაბორატორიაში არაკანონიერი სამედიცინო ექსპერიმენტების წარმოებაში
საქართველოს მხრიდან შEხვედრაზე მრავალი საკითხი იყო წამოჭრილი საქართველო მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და საერთაშორისო მონიტორინგის ჯგუფების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვება საქართველომ კვლავაც მოითხოვა კანონის აღსრუკება ოთხოზორია-ტატუნაშვილი-ბაშარაულის საქმეებში
დისკუსიების თავიდან აცილების მიზნით რუსეთის და ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს მას შემდეგ რაც საქართველომ დევნილების დაბრუნების თემის განხილვა დაიწყო
ეს როგორც ჩანს ტრადიცია დაამკვიდრეს დევნილების დაბრუნების ვაბშე მოსმენაც არ უნდათ
მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი 2019 წლის აპრილში შედგება
http://agenda.ge/en/news/2018/2649http://mfa.gov.ge/News/%E2%80%8Bsagareo-sa...1).aspx?CatID=5