ზურაბიშვილი ამბასადორიალზე არ მივიდა
2018-12-18 09:44:00
ამბასადორიალი 2018-ის დღის წესრიგი შეიცვალა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ პრესრელიზში ეწერა, რომ სიტყვით გამომსვლელებს შორის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც იყო , თუმცა მეხუთე პრეზიდენტი ღონისძიებაზე არ გამოჩენილა.
„ქალბატონ პრეზიდენტს აქვს საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი, ის აქტიურად მუშაობს საკუთარი გუნდის აპარატის ფორმირებაზე. ვითვალისწინებთ ამას, მაგრამ დარწმუნებული ვართ არანაირი პრობლემა არ იქნება, რომ მომავალში დიპლომატებთან მოხდეს შეხვედრა. ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა და ბუნებრივია ამ საერთო ხედვებზე ვიმუშავებთ მომავალში,“-ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
ჯანდაცვის მინისტრის ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადებიდან ცოტა დრო გავიდა და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საორგანიზაციო საკითხებით არის დაკავებული.
ამბასადორიალი 2018 დღეს გაიხსნა - დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების მონაწილეობით ღონისძიებას ამჯერად პარლამენტი მასპინძლობს.
საქართველოს მთავარ გამოწვევებზე მსჯელობა ზურაბიშვილის გარეშე ჩაივლის.
http://www.newposts.ge/wap.php?l=G&ID=192575