მოკლედ პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ამოიღო ჩემი ცეცხლსასროლი იარაღი.
ნუ არაფერი რო არ ქონდა შეხება დანაშაულთან ყველამ იცოდა, დაინახეს, ჩანაწერებიც აქვთ და ექსპერტიზაც ჩაატარეს ალბათ.
მოკლედ საქმეს ვერ ხურავენ და ამის გამო ჩემ ნივთს რომელიც ამოიღეს ნივთმტკიცებად არ მიბრუნებენ. პროკურორს მივმართე და გამომძიებელთან გადამამისამართა, საქმის დამთავრებას დაელოდეო მანამდე ვერ დაგიბრუნებთო.
ახლა რა ხდება
საქმეს ვერასდროს ვერ დახურავენ იმიტომ რომ დამნაშავე აღარ არსებობს
და ამდენი ხანი იძიებენ პოლიციელთა ქმედებას.
რა გზები მაქვს დავიბრუნო ნივთი?