საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, პაატა ბურჭულაძემ, „რუსთავი 2“ -ის პირდაპირ ეთერში, სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი გახდეს ქალი, რომელიც 2008 წლის ომის დაწყებას ქართულ მხარეს აბრალებს და არ არის პატრიოტი. ბურჭულაძის განცხადებიდან დაახლოებით სამ კვირაში, კახელების გულის მოსაგებად, თელავში, გამართულ ინაუგურაციაზე ზურაბიშვილმა აღიარა, რომ რუსეთი ოკუპანტია. იგივე პატრიოტობაზე მორალის წამკითხველმა ბურჭულაძემ კი, პუტინის და კახელების გულის მოგება, ორი კურდღლის მადევარივით, ერთდროულად მოინდომა და სანქტ-პეტერბურგში, ვლადიმერ პუტინს „ღვინოვ კახურო“ უმღერა.
ციხე შიგნიდან გატყდა. ბურჭულაძეს კრიტიკა მოძმე „ნაციონალებმაც“ არ დააკლეს - მოკლედ რომ ვთქვათ, არ შეარგეს ვალოდიას თანდასწრებით სიმღერა, მაგრამ, თუ კაცს ემღერება რა ქნას?! ის უფრო საკითხავია, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შემხედვარე ბურჭულაძე რამ აამღერა? - რატომ და როგორც, ოპერის მომღერალმა თავად თქვა - იური ტემირკანოვის მეგობრობამ სძლია. როგორც ჩანს, პოლიტიკიდან საოპერო სცენაზე დაბრუნებულმა პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობები ერთმანეთისგან გამიჯნა და განაცხადა, რომ მეგობრის იუბილეზე მომავალშიც აუცილებლად ჩავა და თავს დაუკრავს ყველა დიდ ხელოვანს.
კულტუროლოგი, ლელა იაკობაშვილი for.ge - სთან საუბრისას აცხადებს, რომ კულტურისა და პოლიტიკის ერთმანეთისგან გამიჯვნა არაფრით შეიძლება, რადგან ნებისმიერი ომის თემა კულტურული ექსპანსიაა.
ვრცლად...
მიმაგრებული სურათი