#53976995 · 24 Dec 2018, 19:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
 QUOTE | საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველთა ვინაობა ცნობილია
https://news.ge/prezidentis-mrcevelta-vinaoba-cnobilia/
საქართველოს პრეზიდენტმა მრჩევლები წარადგინა. სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ლაშა ჟვანია უხელმძღვანელებს. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კი ქეთევან მახარაშვილი იქნება.
მახარაშვილს ასევე დაევალება ეთნიკურ უმცირესობებთან და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრეზიდენტის საქმიანობის კოორდინაცია.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქეთევან მახარაშვილი დროებით პრესსპიკერის ფუნქციებსაც შეასრულებს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი სიმონ პეტრიწი იქნება. დიასპორისა და მოქალაქეობის საკითხებში მრჩევლის თანამდებობა კი ნათია სულავამ დაიკავა.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სამხედრო საკითხებში აკია ბარბაქაძე იქნება, ხოლო საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში მრჩევლის თანამდებობა ირინა შენგელიამ დაიკავა.
კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში მრჩეველი კოტე ნაცვლიშვილი გახდა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად კი დიმიტრი გაბუნია დაინიშნა.
სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენცუიაზე აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის დასრულებამდე მხოლოდ ამ გუნდის ფორმირება შეძლო.
„წარმოგიდგენთ ნაწილს ჩემი გუნდის, რომელიც დღესდღეობით ინიშნება, მრჩეველთა გუნდი. როგორც იცით, თქვენ საკმაოდ შეზღუდული ვართ ამ მომენტში და სანამ არ ჩატარდება სრული რეორგანიზაცია და კონკურსი იმისთვის, რომ დავაკომპლექტოთ ბოლომდე ის ადგილები, რაც შტატით გვეკუთვნის, მაგრამ ჩვენ ვიწყებთ ამ ფორმატში მუშაობას,“ – ამბობს სალომე ზურაბიშვილი. |
პრეზიდენტის ინსტიტუტი ხომ ძლიერია კონსტიტუციით და ორმაგად სასიხარულოა რომ ძლიერი გუნდიც ჩამოყალიბდა... მალე მონარქიას აღადგენენ და ოსები და აფსუები დაბრუნდებიან ერთიან მონარქიულ საქართველოში...
მრჩეველები იქით იყვნენ და რამე სამართლებრივი აქტი გამოსცა ან მთავრობამ ან პარლამენტმა ესენი ათონელის სასახლეში რომ დაგულაობენ?
This post has been edited by IG2006 on 24 Dec 2018, 19:56
|