#53996874 · 29 Dec 2018, 04:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შესაძლოა გადამეტებული წარმოდგენა მაქვს ამ ადამიანზე, მაგრამ ვფიქრობ რომ დედამიწას მხოლოდ მასკი და მისნაერები გადაარჩენენ და კარგი იქნება თუ პოლიტიკაში ამ ახალ მოდას ყველასათვის მისაბაძი სახელმწიფო შემოიღებს. ამ შემთხვევაში რათქმაუნდა აფეთქების ეპიცენტრი აშშ-ში იქნება, მაგრამ პროგრესის ტალღა მთელ მსოფლიოს გადაუვლის და შემდეგი ეტაპზე დანარჩენ მსოფლიოშიც მკვეთრად შესუსტდება უტრაკო და უმაქსნისი ორატორების პოზიციები და ასე უფრო გაეხსნებათ გზა სხვადასხვა ქვეყნის ელონ მასკებს.
აშკარაა რომ მოძველდა არსებული მსოფლიო წესრიგი და დედამიწაზე უკვე ძალიან ბევრი ადამიანია ისეთი ვინც რამდენიმე დღეში ერთხელ იღებს საკვებს მინიმალური დოზებით და ამაზე უფრო მეტია ისეთი ვინც დღიურ კალორიულ ნორმასთან ახლოსაც არაა და რამდენიმე მილიარდი ისეთი ვისაც ყოველდღიურობაში ხელი არ მიგვიწვდება ეკო საკვებზე. (ვგულისხმობ ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ პროდუქტს და არა დელიკატესებს)
მოკლედ ყველანი კარგად ვხედავთ რომ დღეის მდგომრეობით მსოფლიო წესრიგს გაღსუებული ორატორები ქმნიან, რომლებიც მუდმივად ცდილობენ მნიშვნელოვანი პრობლემების, ნაკლებად მნიშვნელოვანი ან გამოგონილი პრობლემების ჩრდილქვეშ მოქცევას.
ნუ ჩვენ შემთხვევაშიც ივანიშვილი რომ მასკის საწინააღმდეგო უკიდურესობაა ამასაც ყველანი უნდა ვხდებოდეთ, მაგრამ იმასაც ვიტყვი რომ ჩვენთან მასკი არ იმუშავებს. ცოტა ხანი კიდევ გვჭირდება მათრახი, ოღონდ ეს მათრახი უპატიებლად უნდა გადაერტყას ყველა ანტისახელმწიფოებრივად მოქმედ ადამიანს
--------------------
ევოლუცია მეცნიერული ფაქტია
(c) ზეთეისტი დათიკო
|