#53965934 · 22 Dec 2018, 01:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
lasha kakauridze
| QUOTE | | ყველა რელიგია მშვიდობას ქადაგებს |
კი, იდეაში  პრაქტიკაში კი კარგად ვიცით რა და როგორ ხდებოდა. ყველა რელიგიაზე ვერ ვილაპარაკებ, ბევრია რომლებიც საერთოდ არ გამეგება. რაც შეეხება ერთღმერთიანობის თანამოაზრეებს, სწორედ მათ ვადანაშაულებ ფიზიკურ თუ მორალურ ძალადობაში. სამწუხაროა ფრიად რომ ეს კვლავ გრძელდება. Legend8| QUOTE | | ამდენი რელიგია რაღა საჭიროა ? |
რელიგია არის რწმენა. ადამიანს კიდევ ყოველთვის ჰქონდა რაღაცის რწმენა. ერთი ღმერთის ვისაც სწამს, იუდეველებს, ქრისტიანებს და მუსულმანებს, ეს ჩემთვის ერთღმერთიანობის ერთგვარი ევოლუციაა. გარკვეულ განსხვავებებს თუ არ ჩავთვლით სამივე ერთი და იგივეს ამბობს. თუ ეს ასეა, მაშინ არც ის შეიძლება რომ თითოეული რელიგიის მესენჯერები ქადაგებდნენ სხვა და სხვა რაღაცას. ამ ლოგიკით ყველა, ვისაც სწამს ერთღმერთიანობის, უნდა იყოს მუსულმანი, რადგან ბოლოა.
|