ჰარი პოტერი მომწონს ძალიან, მაგრამ მსგავსება ვერ დავიჭირე. იქ უფრო აქტიურია და საინტერესო ყველაფერი, ბევრი ხალხი, ბევრი ამბავი, რა მოხდება და როგორ, ასე წინასწარ მაინც ვერ საზღვრავ, ბევრად ბუნებრივი პერსონაჟები....
ეს ჯერ რაღაცნაირად მდორე მეჩვენება. მერე თავგადასავლები-დაწყებამდე უკვე იცი, რა მოხდება და როგორ.
ქვოუთი-ჩვენი გმირი. (ჩემი გმირი გიწოდე). აძინოკი ვოლკ!
რა თქმა უნდა, ურთულეს დავალებას უბრწყინვალესად ართმევს თავს!
როგორ მარტო ებრძვის იმ რაღაც ობობებს? მარტო წავიდა, ღამე, არც დაიბარა სახლში.
ნუ, 12 წლისამ იმდენი იცოდა ერთი მოხუცისგან, სამი წლის მერე უნივერსიტეტში მივიდა და რამდენიმე დღეში ამ ცოდნით არკანისტი გახდა-სხვებზე მაინც პატარა და იმ სხვებს თვეობით და წლობით სწავლა სჭირდებოდათ ამის მისაღწევად უნივერსიტეტში! ამან ერთისგან ისწავლა. თან ისე ჩააბარა გამოცდები, ფული იქით უნდა გადაეხადა და აქეთ მოითხოვა, არა მაქ და მე მიხადეთო. და როცა ეგონა, მაინც გადასახდელი მაქვსო, ერთ მაგისტრს ეუხეშა-დადექი და მელოდე, მამაჩემის ისტორიას როდის მოგიყვები, ჯერ თქვენ რო დამაკისრეთ, იმ ფულის საშოვნელად უნდა წავიდეო!
მერე როგორ უკრავს?! შვიდ სიმზე, ექვს სიმზე, ხუთ სიმზე! მივიდა ცნობილ ფუნდუკში, ისეთი სიმღერა იმღერა, სხვები რო ვერ ბედავდნენ და შუა დაკვრაში სიმი გაუწყვიტა მტერმა (ჯიმი, ძერჟი გიტარუ) და ექვს სიმზეც კი ისე შეასრულა ეს ურთულესი ბალადა, მაშინვე დააჯილდოვეს, აბა?!
და ცნობილ და წონიან მაგისტრს როგორ დაუპირისპირდა?! ჩახადა საქვეყნოდ. ორი დღის მისულმა! ხელიდან სტაცებდნენ ერთმანეთს მაგისტრები მის თავს! რუნები 7 დღეში ისწავლა-ხალხს თვეები და წლები ჭირდება...
და ის ამბროზია (

) როგორ გადაიმტერა? უბრალო კი არა, ყველაზე გავლენიანი ოჯახის საყვარელი შვილი, ყველაფერზე ხელი რო მიუწვდება და უკან არ დაიხევს, აი ეგეთს არ შეეპუა. სხვები რომ ვერ ბედავდნენ, ეს დაეჯახა სახალხოდ. აი, რა ბიჭია!
.....
მოკლედ, ნახევარს მივაღწიე და ამოსული მაქვს ყელში ეს ტრაბახი და თავის ქება. პირველ პირში მოყოლა რაღა იყო! ან სიმღერის დროს ტირილი, ან ქალების დახასიათება, ან საერთოდ აღწერილობები.... რავიცი რავიცი. ინდური სერიალივითაა ძაან. რო გითხრათ, აურამაგარიამეთქი...რიავიცი.
თუმცა ჰარი პოტერიც და ყინულის და ცეცხლის სიმღერაც ძაანაც მომწონს (ადარებდნენ ამას ხო?), მიუხედავსდ იმისა, რომ ფენტეზი არ მომწონს ზოგადად.
ნუ, ბოლომდე ჩავალ, წავიკითხავ.