ერთ მაგალითს მოგიყვან, არ ვიცი თუ დაგეხმარება.
მეცხრამეტე საუკუნეში დაიბადა ადამიანი საკმაოდ შეძლებულ ოჯახში, ნიუ იორკში.
ჯანრმთელობის სერიოზული პრობლემებით დაიბადა. ცალი თვალით ვერ ხედავდა, სმენადაქვეითებული იყო ნაწილობრივ, აწუხებდა ზურგის ტკივილები და უჭირდა დგომა.
ახალგაზრდობაში, ძალიან უნდოდა მხატვარი გამოსულიყო, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. მამამისისგან ზეწოლის ქვეშ იყო, თავი იმედგაცრუება ეგონა. მამამ აიძულა ჰარვარდში ჩაებარებინა სამედიცინო ფაკულტეტზე და რამდენიმე ხანი, იყო კიდეც ამით დაკავებული.
მერე მიხვდა, რომ ცხოვრება ფუჭად მიედინებოდა. სწავლას თავი დაანება დროებით და მიუხედავად მისი მდგომარეობისა, ამაზონის ჯუნგლებში წავიდა ექსპედიციაზე.
ჩააღწია ამაზონამდე, მაგრამ ექსპედიციის განმავლობაში, ცუდად გახდა. სხვა წევრებმა ექსპედიცია მის გარეშე გააგრძელეს, ის კი ფაქტობროვად სიკვდილისთვის იყო განწირული.
სასწაულის წყალობით, მოახერხა სახლში დაბრუნება, მაგრამ მისი ჯანმრთელობა უფრო მეტად გაუარესდა. მამამისის თვალებში უფრო დიდ იმედგაცრუებას ხედავდა. მისი ცხოვრება ტანჯვა იყო. ფოქრობდა, რომ პერსპექტივა არ ჰქობდა ამ ასაკში (დაახლოებით 30ის იქნებოდა), მომავალი კარგს არაფერს ჰპირდებოდა.
ამიტომ სუიციდზე ფიქრები არ ტოვებდნენ მარტო. ერთ დღესაც, ერთ ერთი ფილოსოფოსის ნაშრომის კითხვისას, თქვა თავისთვის, მოდი ამიერიდან, 1 წლის განმავლობაში, რაც კი მოხდება ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერზე ავიღებო პასუხისმგებლობას. მაქსიმალურად შევეცდები რომ განვვითარდე და ჩემი ცხოვრება უკეთესი გავხადო და თუ არაფერი გამომივა, თავს მერე მოვიკლავო.
ასეც მოიქცა. და იცი რა მოხდა? ამ მეთოდმა გაამართლა. დღეს ეს ადამიანი ცნობილია როგორც უილიამ ჯეიმსი, ამერიკული ფსიქოლოგიის მამა.
https://en.m.wikipedia.org/wiki/William_Jamesძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ ცხოვრებაზე, მასში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობის აღება, მაშინაც კი, როცა გარემო ფაქტორები თამაშობენ უზარმაზარ როლს.
შენ ირჩევ, როგორი ინტერპრეტაცია მისცე მომხდარს, შენ ხელშია ის, თუ როგორი კუთხით შეხედავ ამას, რას ისწავლი საკუთარი განსაცდელიდან და როგორ გამოიყენებ ამ ცოდნას.
ღმერთი არ ტანჯავს თავის ქმნილებებს, მას უყვარს ისინი. შენი ტანჯვის მიზეზი ის არ არის. გახსენი გული მისი სიყვარულისთვის, მოიკრიბე ძალა და არ დანებდე. მისი შეწევნით დააღწევ თავს ტანჯვას.