#53959465 · 20 Dec 2018, 18:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ადამიანს ძალიან ხშირად უწევს ისეთი ქმედებების არ განხორციელება, რომლებიც უნდათ, მაგრამ რაღაც შინაგანი მექანიზმები ამუხრუჭებს. ამ დროს შიგნით ვთრგუნავთ სიბრაზეს, სინანულს, შიშს. თუმცა თუ ამ გრძნობებს გარეთ გამოვხატავთ, მაშინ ცუდ ადამიანად გამოვჩნდებით. ამიტომ ამ ნეგატივის შიგნით დათრგუნვით, ვაბინძურებთ ემოციურ სხეულს. თქვენი აზრით რა ჯობია, შიგნით დათრგუნვა და კარგ ადამიანად გამოჩენა თუ ყველა გრძნობის გარეთ გამოტანა და ცუდი შთაბეჭდილების მოხდენა?
ეს თემა აუცილებლად ეხება რელიგიასაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც სულიერ გზას ადგას, თავის თავში თრგუნავს უამრავ ისეთ ემოციას და სურვილს. შემდეგ ეს დათრგუნული ემოციები სხვა, ცუდ ქმედებებში (ეს იქნება აგრესია, სიმკაცრე, ორპირობა, ფანატიზმი და ა.შ.) ჰპოვებს გამოვლინებას.
რა თქმა უნდა გრძნობების გაცნობიერება ყველაზე კარგი გამოსავალია, მაგრამ ყველას ხომ არ შეუძლია ამის გაკეთება. ამიტომ არჩევანი ამ ორს შორის შევაჩეროთ.
This post has been edited by brevalo on 20 Dec 2018, 18:47
|